Top 10 similar words or synonyms for შაჰნამე

აბდულმესიანი    0.844068

ფშავური    0.839362

მოხეური    0.836551

აფორიზმები    0.834395

თავსამკაულები    0.831794

ჰერაკლიტე    0.830311

მთიულურ    0.827192

arac    0.826745

ჰომილეტიკური    0.826007

ვისრამიანი    0.825804

Top 30 analogous words or synonyms for შაჰნამე

Article Example
შაჰნამე შაჰნამე — „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთა შესახებ“, ძველ ირანელ მეფეთა ისტორიული ქრონიკების, ეპიკური თხზულებების, მითოლოგიური გადმოცემებისა და ლეგენდების კრებული. ჯერ კიდევ სასანიანთა ეპოქაში შეიქმნა ფალაური ქრონიკების ციკლი „ხვატაინამაკი“. გარდა ისტორიული ცნობებისა აქ თავმოყრილი იყო ირანელი ხალხების მიერ შეთხზული მითებისა და ლეგენდების ფრაგმენტები. VIII-IX საუკუნეებში არაბულ ენაზე გაჩნდა ფალაური ძეგლის ათამდე თარგმანი („ხოდაინამე“ — „მეფეთა ცხოვრება“). არც ორიგინალს, არც არაბულ თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია, წყაროებმა (ალ-მასუდი, ალ-ისტახრი) შემოგვინახეს მხოლოდ მთარგმნელთა სახელები (იბნ ალ-მუკაფა, ბარმაქი და სხვა) და ცალკეული დეტალები. „სპარსთა მეფეთა ცხოვრებას“ იყენებს და იხსენიებს ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი. ფალაური და არაბული წყაროების ხარჯზე გაჩნდა „შაჰნამეს“ ახალი პროზაული და პოეტური ციკლები ახალ სპარსულ (დარი) ენაზე (მასუდ მარვაზი, აბუ ლ-მუაიად ბალხი, აბუ მანსური, აბუ-ალი ბალხი). მათი სისტემატიზაციის პირველი ცდა ეკუთვნის დაყიყის, რომლის დაწყებული საქმე წარმატებით დააგვირგვინა ფირდოუსიმ.
ეპოსი მწიგნობარ საზოგადოებაში ხშირად იყენებდნენ ეპოსის ფორმატს და ადრეული დღემდე მოღწეული ევროპული მაგალითია ვირგილიუსის „აენიდა“, რომელშიც ჰომეროსის თხრობის სტილია განმეორებული. აღმოსავლეთში დაწერილი ეპოსის კარგი მაგალითია ფირდოუსის „შაჰნამე“, სპარსეთში.
ჰავთ სინი აგრეთვე სუფრაზე ხშირად არის ყურანი, შაჰნამე, ტკიბლეული, თხილი, გალამზებული და გაფერადებული კვერცხები, სარჯე და თასმა ან რაღაც კომპოზიცია შესრულებული ტრადიციული ირანული ფერებისგან (მწვანე-თეთრი-წითელი), ან თვით დროშა.
ჩაჩიკაშვილები 1774-1779 წლებში შეადგინა და თავისი ხელით გადაწერა სადევგმირო და სამიჯნურო თხზულებების (შაჰნამე, ბაამიანი, ყარამანიანი, ბარამიანი, ბარამგურიანი, ჩარდარვიშიანი, თამარიანი და სხვა) დიდი კრებული (A-858,
ეპოსი ეპოსი (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს. ადამიანისა და მისი ცხოვრების ასახვის ტიპის ეპოსი იყო პროზაულ და პოეტურ ფორმებად: დიდი, საშუალო და მცირე. დასავლეთის კულტურაში ეპოსის უძველესი და უთვალსაჩინოესი ნიმუშებია ილიადა, ოდისეა და ნიბელუნგენიადა, ხოლო აღმოსავლეთში — მაჰაბჰარატა, რამაიანა და შაჰნამე.
ხოჯა დეჰანი ხოჯა დეჰანი – XIII საუკუნის თურქი პოეტი, წარმოშობით ხორასნიდან იყო. დასახლდა კონიაში და სელჩუკთა სულთნის ალაედინ III–ის კარზე მოღვაწეობდა. წერდა ღაზალებს და კასიდებს. სულთნის ბრძანებით დაუწერია „სელჩუკური შაჰნამე“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ლექსები საერო მოტივებზეა აგებული, ფორმით სრულყოფილია და სტრუქტურით სპარსულ კლასიკურ ლექსს უახლოვდება. მისი მსოფლმხედველობა ეყრდნობა არა მისტიკურსა და ირეალურს, არამედ ამქვეყნიურს.
ჰამბურგის აზია-აფრიკის ინსტიტუტი ირანისტიკას 1919-1930 წლებში ჰ. იუნკერი (Heinrich F.J. Junker) და ჰ. რაიხერტი (H. Reichelt) წარმოადგენდნენ, ხოლო 1937-დან 1954 წლებში კი – ჯეჰანგირ თევადია (Jehangir Tavadia). 1948 წელს ჰამბურგის ირანისტიკამ ვ. ლენცის მოწვევით მიმართულება შეიცვალა და საენათმეცნიერო და ინდოლოგიური იწყო მუშაობა, მოგვიანებით, 1966 წლიდან კი ირანისტიკა დამოუკიდებელ სპეციალობად ჩამოყალიბდა და ორ კვლევითი მიმართულება გამოცხადდა პრიორიტეტულად: ხოტანური თავის ბუდისტური ლიტერატურით და შაჰნამე (Schāhnāme).
მასნავი მასნავი, "მესნევი" (არაბ. — წყვილეული), არაბული პოეტიკის მიხედვით, ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა (აა, ბბ, გგ). ფართოდ გავრცელდა კლასიკურ სპარსულ პოეზიაში, საგმირო, რომანული და დიდაქტიკური ჟანრის თხზულებებისათვის (რუდაქის „ქილილა და დამანას“ ფრაგმენტები, ფირდოუსის „შაჰნამე“, ნიზამის პოემები და სხვა). „მასნავი“ ჰქვია ჯალალ ალ-დინ რუმის ამ სალექსო ფორმით დაწერილ პოემასაც. იხმარება აგრეთვე თურქულ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ ლიტერატურაში. გვხვდება ქართულ პოეზიაში „მრჩობლედის“ სახელწოდებით.
ფირდოუსი მისი ნამდვილი სახელი ამოუცნობია, „ფირდოუსი“ კი ნიშნავს „სამოთხელს“, ჰაქიმი – ბრძენს, აბუ ლ–ყასემ (მამა ყასემისა) საპატიო ტიტულია (ლაყაბი), ტუსი – წარმომავლობას აღნიშნავს (ტუსელი). წარმოშობით დეჰყანთა (მიწისმფლობელთა საშუალო ფენა) წრიდან იყო. მიიღო ბრწყინვალე განათლება. მოღვაწეობა დაიწყო სამანიდთა კარზე. ადრევე დაინტერესდა ძვ. ისტორიულ–ლიტერატურული ლეგენდებით, რომელთა ვრცელი პროზაული კრებულები ფალაურ, არაბულ და ახლანდელ სპარსულ ენებზე პოპულარული იყო მის დროს, იგულისხმება „ხვატაინამაკი და ხოდაინამე“. განსაკუთრებით გამოირჩეოდა აბუ–მანსურისეული პროზაული „შაჰნამე“, რომლის გალექსვა წამოიწყო იმ დროს ახალგაზრდა პოეტმა დაყიყიმ. მისი სიკვდილის შემდეგ ფირდოუსიმ გააგრძელა „შაჰნამეს“ გალექსვა და თითქმის 30 წელი მოანდომა თავისი შედევრის შექმნას მაგრამ X ს. მიწურულს პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. სამანიდთა დინასტია დაამხო თურქული მოდგმის სულთანმა მაჰმუდ ღაზნევიმ (998–1030). პოეტს ადრესატი და დამკვეთი მოეშალა, უამისოდ კი ვერც ავტორი მიიღებდა გასამრჯელოს და ვერც თხზულება მოიპოვებდა ოფიციალურ აღიარებას. პოემის ტექსტიდან ირკვევა, რა მძიმე დღეები გადაიტანა ფირდოუსიმ როგორც პირად ცხოვრებაში (შვილის გარდაცვალება, სიღარიბე, დასნეულება), ისე შემოქმედებით ასპარეზზე (არეულობის წლებში იგი იძულებული იყო დაემალა თავისი თხზულება). მაჰმუდის ძლევამოსილი აღზევების შემდეგ ფირდოუსის სხვა გზა არ ჰქონდა, ხელი მიჰყო პოემის მეორე რედაქციის შექმნას. მისი პოემის სხვადასხვა ადგილას გაჩნდა მაჰმუდის საქებარი სტრიქონები, მაგრამ ამ ხერხმა საქმეს ვერ უშველა. კონფლიქტი სულთანსა და პოეტს შორის საფუძვლად დაედო მრავალ ლეგენდას. ფირდოუსი გადაიხვეწა, სულთანი კი ერთობ გვიან დარწმუნდა „შაჰნამეს“ მაღალმხატვრულ ღირსებებში. გადმოცემების მიხედვით, ფირდოუსის უცხოეთში ხეტიალის დროს დაუწერია „სატირა სულთან მაჰმუდზე“. დღეს უკვე გარკვეულია, რომ ეს 100–ბეითიანი თხზულება მოგვიანებით არის შედგენილი ძირითადად „შაჰნამედან“ აღებული სხვადასხვა ციტატისაგან. უადრესი ცნობა ფირდოუსის შესახებ და 6 ბეითი დაუცავს ნიზამი არუზი სამარყანდს (XII ს.). ფირდოუსის მიეწერება აგრეთვე რამდენიმე ლირიკული ლექსი და პოემა „იოსებ და ზელიხა“, რომელიც თითქოს სიბერეში შეუთხზავს. პოემის შესავალში დაგმობილია როსტომისა და სხვა გმირთა ცრუ ზღაპრები და უპირატესობა ეძლევა ყურანით ნებადართულ იოსებ მშვენიერის ჭეშმარიტ ამბავს. ფაქტობრივად ეს არის იოსებისა და ზელიხას სამიჯნურომსიუჟეტის ჩვენამდე მოღწეული პირველი პოეტური დამუშავება საკმაოდ მაღალ მხატვრულ დონეზე. მაგრამ მკვლევართა დიდი ნაწილი უარყოფს ფირდოუსის ავტორობას. ამრიგად, ერთადერთი თხზულება, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ფირდოუსის, არის მსოფლიო მასშტაბით უნიკალური ეპიკური ნაწარმოები „შაჰნამე“ („მეფეთა წიგნი“ ან „წიგნი მეფეთა შესახებ“).
ფირდოუსი შაჰნამე“ შედგება დაახლოებით 50000 ბეითისაგან (100 000 სტრიქონი). დაწერილია მესნევის (წყვილად გარითმული ტაეპები) სალექსო ფორმით, მოთეყარების საზომით, ზოგადად მთელი მასალა მითოლოგიურ, საგმირო და ისტორიულ ნაწილებად იყოფა. უფრო კონკრეტულია სამეფო დინასტიების გამოყოფა (სულ 50) და სიუჟეტის გაშლა მეფეთა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით. პოემა იწყება ვრცელი შესავლით. მითოლოგიურ ნაწილში აღწერილია პირველი მეფეების: ქაიუმარსის, ჰუშანგის, თაჰმურასის, ჯამშიდის თანადროული ამბები, რომელთა შორის აღსანიშნავია ბოროტი ზოჰაქის წინააღმდეგ მჭედელი ქავეს აჯანყება და ფერიდუნის გამეფება. ამ დროიდან იწყება მრავალწლიანი ომი ირანსა და თურანს შორის, ხოლო მანუჩეჰრის მეფობას დაემთხვა საგმირო ეპოსის სახელოვან გმირთა გამოჩენა. კერძოდ, აქ იწყება ისტორია იმ ოჯახისა, რომელმაც შვა ირანის ხალხთა უსაყვარლესი გმირი – როსტომი. მას წინ უძღვის ზაალისა და რუდაბეს რომანული ისტორია. ამავე ნაწილშია მოთხრობილი მსოფლიო მწერლობაში გავრცელებული მოტივის (მამა–შვილის შერკინება) ამსახველი თავგადასავალი როსტომისა და მისი ძის სოჰრაბის (ზურაბი). ქეიქავუსის მეფობასვე დაემთხვა მეორე ტრაგიკული ისტორია – უდანაშაულო სიავუშის მკვლელობა. ქეი–ხოსროვის მეფობის თანადროულია ბეჟანისა და მანიჟეს სამიჯნურო თავგადასავალი. ისტორიული ნაწილი იწყება მეფე გოშთასფის დროს ირანში ზარდაშთის გამოჩენით და ზოროასტრიზმის გავრცელებით. საგმირო ეპოსის დასასრულის გამოძახილად ჟღერს როსტომისა და ისფანდიარის შეტაკება, შემდეგ კი როსტომის ღალატით მოკვლა. ძირითადად ამ მესამე ნაწილშია წარმოდგენილი სასანელ მეფეთა ქრონიკა არაბთა შემოსევამდე. ამრიგად, „შაჰნამეში“ საოცარი სიზუსტითა და მაღალმხატვრულობით აისახა ძველი ირანის ისტორია და ყოფა. პოემას მკაფიოდ ატყვია ხანგრძლივი ფიქრისა და დაუღალავი შემოქმედებითი შრომის კვალი.