Top 10 similar words or synonyms for შარშან

წალენჯიხიდან    0.860698

გონკ    0.852283

    0.848846

ხეთიდან    0.848301

brda    0.844976

ხობიდან    0.844228

საჭმელზე    0.844093

სფპ    0.844072

დიამანტინის    0.841233

entity    0.840887

Top 30 analogous words or synonyms for შარშან

Article Example
მორფოლოგია (ენათმეცნიერება) 6.ზმნიზედა:გუშინ,შარშან,გაისად,ზეგ...
Sahelanthropus 1925 წელს, როდესაც დარტმა ავსტრალოპიტეკი აფრიკანუსი აღწერა როგორც ჰომინიდი, კრიტიკოსებმა ამას ინტერპრეტაცია გაუკეთეს, როგორც ახალგაზრდა გორილას. შარშან ვულპოვის კოლეგები (ბ. ს. და მ. პ.) ამტკიცებდნენ, რომ მათი ნამარხი კენიიდან ორორინი ჰომოს პირდაპირი წინაპარი იყო, და მათ დაასკვნეს, რომ საჰელანტროპუსი იყო მაიმუნი (კონკრეტულად, მდედრი გორილას წინაპარი) თუმცა ბრუნე და მისი თანამოაზრეები არ ეთანხმებოდნენ ამას.
ემინემი "Encore" გამოვიდა 2004 წელს. იგი, როგორც წინა დისკები, ჩარტების სათავეში მოხვდა. გაყიდვებზე გავლენა იქონია წამყვანმა სინგლმა „Just Lose It“, რომელშიც რეპერი მაიკლ ჯექსონის ქცევას აკრიტიკებდა. 2004 წლის 12 ოქტომბერს, სინგლის გამოცემიდან ერთი კვირის თავზე, ჯექსონმა დარეკა სტივ ჰარვის რადიო გადაცემაში და გამოხატა თავისი უკმაყოფილება ვიდეოთი, რომელშიც პაროდირებულია ჯექსონის დადანაშაულება ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, პლასტიკური ოპერაციები და უსიამოვნება, რომელიც ჯექსონს 1984 წელს, პეპსის რეკლამის გადაღებისას შეექმნა (მას თმაზე ცეცხლი მოედო). ტექსტში საუბარია ჯექსონის სასამართლო დავებზე, თუმცა ემინემი სიმღერაში აღნიშნავს: „ეს არ არის მაიკლის დაცინვა, ეს არის მხოლოდ მეტაფორა. უბრალოდ ფსიქოპატი ვარ.“ ჯექსონის მხარდაჭერა მრავალმა მეგობარმა გამოხატა. მათ შორის იყო სტივი უანდერიც, რომლის აზრით, ვიდეო არის „ადამიანის წიხლის კვრა, როდესაც იგი გაჭირვებულია“ და „სისულელე“. სტივ ჰარვიმ განაცხადა: „ემინემმა დაკარგა გეტოს საშვი. დაგვიბრუნოს იგი.“ ვიდეოში აგრეთვე მოხდა პი-უი ჰერმანის, MC Hammer-სა და Blond Ambition-ის პერიოდის მადონას პაროდირება. ჯექსონის პროტესტთან დაკავშირებით უცნაური ელ იანკოვიჩი (რომელმაც 2003 წლის ალბომის "Poodle Hat" სიმღერაში „Couch Potato“ ემინემის „Lose Yourself“-ის პაროდია შექმნა) "Chicago Sun-Times"-თან ინტერვიუში ამბობდა: „შარშან ემინემმა შემაჩერებინა „Lose Yourself“-ის პაროდიული ვიდეოს გადაღებები, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მის იმიჯს ან კარიერას ავნებდა. სიტუაცია მაიკლთან დაკავშირებით ირონიულად მეჩვენება.“ Black Entertainment Television იყო პირველი, რომელმაც ვიდეოს ეთერში გაშვება შეწყვიტა. MTV-ზე, მიუხედავად ამისა, მისი ჩვენება გაგრძელდა. "The Source" არა მხოლოდ ვიდეოს ეთერიდან ამოღებას, არამედ სიმღერის ალბომიდან ამოშლას და ემინემის მხრიდან საჯარო ბოდიშს მოხდას. 2007 წელს ჯექსონმა და Sony-მ Famous Music LLC Viacom-ისგან შეიძინეს. ასეთი სვლით, ჯექსონი გახდა ემინემის, შაკირას, ბეკის და სხვათა სიმღერების საავტორო უფლებების მფლობელი.
ლურჯი მონასტერი დანგრეული ეკლესია კვლავ აღადგინეს, ეკლესიის შენობას ნაწილობრივ შეუნარჩუნეს ძველი თლილპერანგიანი კედლები, საკურთხევლის შვერილი აფსიდი, აქა–იქ მოჩუქურთმებული ქვები, შიგნით–ორი ბურჯი, მაგრამ გუმბათი აღარ ამოუყვანიათ და ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის რიგზე გადახურეს. შენობის ავარიულობის გამო ღვთისმსახურება მალევე შეწყდა. XIX საუკუნის I ნახევარში რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესიის შენობა დენთის და იარაღის საწყობად აქცია. ვერის სასაფლაოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ ჭრელაშვილმა ინჟინერ ბიხოლდის დახმარებით შეადგინა ეკლესიის აღდგენის გეგმა. მან თხოვნით მიმართა კავკასიის არმიის მთავარ შტაბს დაეცალათ ეკლესიის შენობა. არმიის ხელმძღვანელობამ სასაწყობო შენობის არქონის გამო უარით უპასუხა. 1867 წლის თბილისის გეგმაზე ეკლესია №136-ით აღნიშნულია ისევ როგორც „საარტილერიო მასალების საწყობი“. მხოლოდ 1871 წელს მოხერხდა შენობის გათავისუფლება და იგი გადაეცა სასულიერო უწყებას. 1872 წელს დაამტკიცეს ეკლესიის შენობის აღდგენის გეგმა. 1873 წლის 25 ნოემბერს არქიტექტორ ალექსანდრე ჩიჟოვის პროექტით აღდგენილი ეკლესია საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ აკურთხა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ტაძრის რესტავრაცია მისი სტილისტური და სამშენებლო თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ჩაატარა. მას ხელმეორედ დააშენეს ქართული არქიტექტურის ტრადიციებისათვის სრულიად უცხო ფორმისა და პროპორციების გუმბათი. 1878 წლის 5 მაისის გაზეთი „დროება“ ვერის მონასტერზე წერს: „თფილისის მარცხენა მხარეს, ვერისხევთან მტკვრის ზემოდამ, ერთს ტრიალსა და პატარა მინდორზე სდგას ერთი დიახ – მშვენიერი ძველი ქართული ეკლესია, რომლის აშენებაზედ როგორც საქართველოს სამოქალაქო, აგრეთვე სასულიერო ისტორია არაფერს მოგვითხრობს. ვახუშტი კი მოიხსენიებს თავის გეოგრაფიაში, რომ ვერის აქედამ არის ერთი წმინდა გიორგის მონასტერი და სცხოვრობს ერთი ღვდელიო. როგორც გადმომცეს ვერელებმა, აქამდისინამ ეკლესიაში მართებლობის განკარგულებით თოფის წამალი ინახებოდაო, და ახლად აცალეს და სამლოცველოთ გადააკეთეს და რუსულით წირვა-ლოცვა დგებაო. თითონ ეკლესია იქნება სიგრძით ათი საჟენი; ქვითკირის დიდრონი კედლებია ატანილი ჭერამდინ; ძირსაც ჯერაც ისევ ძველებური მშვენიერი დიდრონი ქართული (ჩინურის აგურით არის დაგებული; საკურთხეველი ვიზანტიურ სახეზეა გაკეთებული. ეს საკურთხეველი არის შეზავებული ფერად-ფერად წამლებითა და წარწერები მარჯვენს მხარეს კარებთან შესავალში... ამ წარწერის ქვეით ეკკლესიის კარების გადიდების გულისთვის ერთი არშინი ჩამოუქცევიათ ქვა და წარწერებიც, რასაკვირველია, დაკარგულა; იმ ქვაზე ქორონიკონი უნდა ყოფილიყოს. მაგრამ უამისოდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეკკლესია მეთერთმეტე საუკუნის დასასრულს არის აშენებული. საქართველოს სასულიერო ისტორიული წერილებიც მოგვითხრობენ, რომ ბასილი ქართლის მთავარეპისკოპოზი მეთერთმეტე საუკუნეში სცხოვრობდა და ებარა „შვიდთა მთეულთაო“. ამავე მთავარეპისკოპოზის ძმას „ქართლის ცხოვრებაც“ იხსენიებს, რომ ერთი რაღაც მტერზედ ატეხილი და მამულისთვის თავგადადებული კაცი იყოვო და თავის სიქველით და სიმხნით ქართლის მეფესაც ძალიან უყვარდაო. ვახუშტიც ხომ იძახის, მტკვრის ზემოდამ არის ერთი ლურჯი მონასტერი და სცხოვრობს ერთი ღვდელიო, სახელათ ეწოდება ამ მონასტერს წმინდა მოციქული ანდრიასიო, ეს ღვდელი უნდა იყოს ზაქარია გაბაშვილი – თფილისის სიონის დეკანოზი, რომელმაც და მასთან კიდევ ორმა სხვებმა, ერთმა ზენონ მთავარეპისკოპოზმა და არხიეპიზკოპოზმა ნინოწმიდელმა მაშინ რუსეთის სინოდში იჩივლეს, რომ ანტონ კათალიკოზი ისეთ წიგნებსა სთარგმნის ლათინურიდამ და უკანასკნელს დროსაც სთარგმნა ერთი წიგნი, რომელიც არღვევს მართლმადიდებელთ ეკკლესიის წესსა და შემოაქვს კათოლიკე ეკკლესიის რიტებიო და თითქმის მთელი სამღვდელოება მიიმხრო ფრანგების მისიონერების შემწეობით და იმას ქადაგობენ, რომ ეგება ქართველები გავაფრანგოთო. ეს მოხდა 1751 წელსა და იქნება ორი ან სამი წლით ან ადრე ან უკან. მინამდისინ ეს სამი სასულიერო პირნი რუსეთის სინოდი და მაშტარხნის არხიმანდრიტის ხელმძღვანელობით პასუხს მიიღებდნენ, მინამდისინ ესენი ანტონ კათოლიკოზის ბრძანებით იქნენ განდევნილნი თფილისიდამ: ნინოწმინდელი მეტეხის უდაბნოში, ზენონ მთავარეპისკოპოზი დავითგარეჯის მონასტერში და დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი თფილისის მახლობლიე წმინდა ანდრია მოციქულის მონასტერში, სადაც შემდეგ გარდაიცვალა კიდეც და აქავ დასაფლავებულია. ჩვენის ფიქრით, ზაქარია გაბაშვილის შემდეგან რუსებისა შეერთების დროს გაოხრებულა ეს ეკლესია. დასავლეთ მხარეს კედელში ერთი მარმარილოს ქვა ყოფილა, სადაც ქართულად წერილა, რომ ეს ეკლესია ამა-და-ამ საუკუნეშია მა–და–ამმართველ- თა მეფობის დროს აშენდაო. შარშან, გადაკეთების დროს ეს ქვა გამოუღიათ, ქართულად ნაწერი წაუშლიათ და რუსულად დაუაღნიშნულიათ, ევსევი ეგზარხის ბრძანებით, რომ ეს ეკლესია განახლდა საქართველოს ღირსი ევსევი ეგზარხოზის დროსაო და სიონის დეკანოზის ბასხაროვის დროსაო!”