Top 10 similar words or synonyms for შავთვალება

მალალო    0.938332

hekla    0.893297

ქარიატა    0.876671

სერტან    0.875712

კვირიკეთში    0.874768

გაიღვიძეთ    0.874029

მერიდიუანალ    0.873879

popes    0.873266

პარვატი    0.872434

gausman    0.872383

Top 30 analogous words or synonyms for შავთვალება

Article Example
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა შავთვალება მალალო ბაბილონელი ქალია და მისი წარმოშობა ასოციაციურად უკავშირდება მის საქმიანობას – უძველესი ქვეყნიდან მოსული ქალი ამავე დროს უძველეს პროფესიას ემსახურება. მალალოს სახე რომანში ამქვეყნიური სიამის, ტკბილ ცოდვასთან ადამიანის ზიარების სიმბოლოა.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა რომანში ბევრ სიმბოლოს ვხვდებით, რომლებიც კონკრეტული ადგილებით არის გამოხატული . მათი შემოტანით ავტორი კოდირებული სახით საუბრობს კონკრეტულზე და, ამავე დროს, მასში გულისხმობს მოვლენათა მრავლობითობას. ასეთ კოდებს წარმოადგენენ: შავთვალება მალალოს სახლი, დარიაჩანგის ბაღი, ბახას სარდაფი, ბოჩია, ოქრომჭედლების უბანი და ა.შ. თითოეული ეს სიმბოლო თავის თავში გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს, რომლის გაგება მოითხოვს სხვადასხვა ხასიათის კოდების წვდომას და ამოხსნას. ყველა მათგანს აქვს ზოგადი ნიშნები, რაც ასოციაციურად, ვიზუალურად ან ფუნქციონალურად უკავშირდება ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენას ან ამბავს და ამით შესაძლებელი ხდება მათი მნიშვნელობების გახსნა.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა აიეტის სამეფო კოსმოსი იყო მანამ, სანამ ზღვა ერთი ნაბიჯით უკან დაიხევდა. ზღვის უკუსვლით იწყება იმ მოწესრიგებული სივრცის რღვევა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ჰარმონიასთან, სიკეთესთან, ბედნიერებასთან, ე.ი. დადებით საწყისთან. რომანის სიმბოლოებისათვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რათა შევნიშნოთ, რომ მათი ნაწილი დადებითია, ნაწილი კი – უარყოფითი. ამასთან, დადებითი სიმბოლოები (დარიაჩანგის ბაღი, შავთვალება მალალო, ბახას სარდაფი, ბოჩია, ოქრომჭედლების უბანი…) ძველი ვანის ატრიბუტებია, ხოლო უარყოფითი (ოყაჯადოს სასახლე თავისი ცუცათი და კამათი, უხეიროს დარღვეული ოჯახი, კუსას სახლი თავისი გემბანისხელა საწოლითა და უნაყოფო ცოლით) – ახალი ვანისა.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ახალი ვანი სივრცის თვითიდენტიფიკაციის რღვევის შედეგია. სანამ ვანში არის მარადიული დრო – ყვავის დარიაჩანგის ბაღი, თავიანთ საქმეს აკეთებენ ბახა, მალალო, ბოჩია, ოქრომჭედლები – სივრცე არის მოწესრიგებული და მყარი ანუ იდენტიფიკაციაგანხორციელებული. ხოლო როცა ძველი ვანი დაემხობა და აიეტის მმართველობას ოყაჯადოს მმართველობა ცვლის, სივრცის იდენტურობა უკვე აღარ დასტურდება. ამაზე მეტყველებენ რომანის უარყოფითი სიმბოლოები თუ მოვლენები: შავთვალება მალალო და ბოჩია ბერდებიან, ბახა კვდება, დარიაჩანგის ბაღი უკვალოდ ქრება და ა.შ. ეს ამბები რომანის სიღრმეში ნელ-ნელა ვითარდება, მინიშნება ამის შესახებ კი თავიდანვე კეთდება: ""ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შუა უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა, ურჩხულის ამონარწყევივით მწვანე, დაბუშტული და ლორწოიანი"…."
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა შავთვალება მალალო ბაბილონელი ქალი იყო, რომელმაც ვანში მოლაპარაკე თუთიყუში ჩამოიყვანა და ამით სახელი გაითქვა. მალე მან საროსკიპო გახსნა. გააჩინა შვიდი უკანონო ქალიშვილი და შვიდივე მასთან ერთად მუშაობდა. მთელი ვანის მოსახლეობა გასართობათ მალალოსთან დადიოდა. ფარნაოზს მისდა საუბედუროდ, მალალოს უმცროსი ქალიშვილი ინო შეუყვარდა, თუმცა ხვდებოდა რა წრის წარმომადგენლის ოჯახიდანაც იყო იგი და ამიტომ თავს არიდებდა. თუმცა ასე დიდი ხნით ვერ მოითმინა და გადაწყვიტა ემოქმედა. ინო გაიცნო და მასთან ერთად ბაღში დაიწყო სიარული. მთელ დღეს გოგონასთან ერთად ატარებდა. ფარნაოზმა დიდი ხნის შემდეგ გაქცევა გადაწყვიტა. გაქცევა გადაწყვიტა მისმა დამ პოპინამაც, რომელიც მამამისის მონისაგან, ფილამონესგან დაორსულდა. და–ძმა და მათი "მეორე ნახევრები" რამდენიმე კვირას გაატარებენ ვანისგან მოშორებით, თუმცა შემდეგ მიხვდებიან ასე დიდიხნით ცხოვრების შეუძლებლობას და ქარავანთან ერთად ქალაქში დაბრუნდებიან.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა მესამე ნაწილში მოქმედება კუნძულ კრეტაზე, 10 წლის შემდგეგ ვითარდება. მას შემდეგ რაც ფარნაოზმა დატოვა სამშობლო და საბერძნეთისკენ გამოემგზავრა. აქ მან თავის სამუშაოს – ქვისმთვლელობას მიჰყო ხელი. დაუმეგობრდა დედალუსს, რომლის ოჯახში დიდი ხნით ცხოვრობდა. დედალუსი უზიარებდა თავის გასაოცარ იდეებს, მათ შორის ფრთების შესხმის შესახებ. თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფარნაოზს კვლავ სამშობლო გაახსენდა და დაბრუნება დაავიწყდა. გამოემშვიდობა მეგობარს და ნავსადგურში წავიდა, სადაც რამდენიმე კვირა გაატარა ეულად. შემდეგ კი შემთხვევით ერთ–ერთმა სავაჭრო გემმა აიყვანა რომელიც კოლხეთისკენ მიემგზავრებოდა. მეზღვაურთა უმრავლესობა ქართველი იყო, თუმცა მთელი ამ მგზავრობის დროს, ფარნაოზს არავისთან ულაპარაკია. გემი ვანის გავლით ერთ–ერთ მდინარეს აღმა აუყვა და იქვე ჩამოსვა მგზავრი. ფარნაოზმა გადაწყვიტა ასე უეცრად 10 წლის შემდეგ, საკუთარ ოჯახს თავს არ დადგომოდა და შინ არ მივიდა. ღამის გასათევი რომ ვერ ნახა, ერთ დედაბერს თხოვა თავშესაფარი. დედაბერიც დათანხმდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ დედაბერი შავთვალება მალალო ყოფილა, რომელიც თავის ქალიშვილებმა სიბერის გამო გამოაძევეს სახლიდან. მხოლოდ ინომ შეიბრალა ის და თითქმის ყოველდღე დადიოდა მის მოსანახულებლად და მოსავლელად. დედაბერმა იცნო ფარნაოზი და სთხოვა მოეკლა ის. თუმცა ფარნაოზს ეს არ დასჭირვებია, რადგან მალალო ჩვეულებრივი სიკვდილით დაიღუპა. ეს ამბავი კი ქალაქში ფარნაოზმა ჩამოიტანა.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა დრო გავა. ფარნაოზი გაიზრდება. შავთვალება მალალო თავის შვილს, ინოს სახლში გამოკეტავს და ფარნაოზის ნახვას აუკრძალავს. მალე ისიც დედამისისის და მისი დების გზას დაადგება. ფარნაოზი ეცდება დაივიწყოს ინო, ქვისგან მის თავს გააკეთებს და არარსებულ საფლავს გამოუგონებს. ფილამონე მამობას შეუშინდება და ქალაქიდან გადაიხვეწება. პოპინა გააჩენს ვაჟს და კუსას დაარქმევს. კუსას მუდმივად აწუხებს სირცხვილის გრძნობა, რომ კანონიერი შვილი არაა და მამა არ ყავს. მაგრამ დააფასებს დედამისის ქმედებას, რომ ის ჯერ კიდევ ჩვილი მდინარეში არ გადააგდო. ამის მიუხედავად კუსა მაინც გაბოროტებული და ბოღმიანი გაიზრდება. მოიყვანს მდიდარი ღვინის ვაჭრის ბახას შვილს – პატუს. ისიც ანგარებით, რადგან ბახა ორსართულიან სახლს უსაჩუქრებს სიძეს. თუმცა ქორწინების პირველ ღამეს, მეუღლის მკლავებზე გადაკიდული, სიმამრის ლანძღვა-გინებაში გაატარებს, რადგან მისგან უფრო მეტს მოელოდა. კუსა ცოლისგან უკმაყოფილო იქნება და მალალოს საროსკიპოში დაიწყებს სიარულს, სადაც ინოს და ბიძამისის, ფარნაოზის ამბავს გაიგებს. ამის შემდეგ კუსა ბიძასაც გადაეკიდება და ურჩევს ინო ცოლად მოიყვანოს, მიუხედავად მისი მდგომარეობისა. ფარნაოზი კი ვერაფერს აწყობს და მისი ცხოვრება ძალიან ცუდად აეწყობა კუსასგან განსხვავებით, რომელიც მეფის სამსახურში ჩადგება და ქონებასაც მოაგროვებს. ვაჭარი ბახას დაღუპვის შემდეგ, მთელი ქონება მას დარჩება. ფარნაოზი უხეიროს დაემშვიდობება და გადაწყვეტს დროებით დატოვოს სამშობლო.