Top 10 similar words or synonyms for ყანწების

კომიკური    0.518751

სავარჯიშოების    0.515367

განსახიერება    0.494813

ფენიქსის    0.493092

არწივის    0.491663

ეგო    0.486794

აღნიშვნის    0.484416

ნიუტონის    0.481819

ჩივიტას    0.480448

სათვალის    0.479896

Top 30 analogous words or synonyms for ყანწების

Article Example
ვლადიმერ ჯაფარიძე მნიშვნელოვანია ძმების მონაწილეობა „ცისფერი ყანწების“ მომზადებასა და გამოცემაში. საკმარისია ითქვას, რომ „ცისფერი ყანწების“ ყდა პაოლო იაშვილის შეთავაზებით ლადოს მიერ იქნა შესრულებული.
გრიგოლ ჯაფარიძე მნიშვნელოვანია ძმების მონაწილეობა „ცისფერი ყანწების“ მომზადებასა და გამოცემაში. საკმარისია ითქვას, რომ „ცისფერი ყანწების“ ყდა პაოლო იაშვილის შეთავაზებით ლადოს მიერ იქნა შესრულებული, ხოლო გრიშას ლექსები ორივე ნომერში იყო დაბეჭდილი. მისი ლექსები ასევე დაბეჭდილი იყო ვალ.გაფრინდაშვილის მიერ გამოცემული ჟურნალის „მეოცნებე ნიამორების“ ორივე ნომერში. გრიგოლი სტუდენტობის პერიოდშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თავისი წერილებით იმ დროინდელ პერიოდულ გამოცემებში (მაგ. ინფორმაცია ტოლსტოის დაკრძალვის შესახებ).
ტიციან ტაბიძე სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
პაოლო იაშვილი 1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც ჩანს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის "ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.