Top 10 similar words or synonyms for ღვთისმშობლის

სამების    0.906489

მიძინების    0.894092

მაცხოვრის    0.885880

ღმრთისმშობლის    0.864996

ტაძრად    0.862013

ყოვლადწმინდა    0.854792

ფერისცვალების    0.850234

ყოვლადწმიდა    0.850130

ხატის    0.836622

მთავარანგელოზის    0.828821

Top 30 analogous words or synonyms for ღვთისმშობლის

Article Example
ღვთისმშობლის ხატები ღვთისმშობლის ხატის პირველი გამოსახულების შექმნა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი შექმნა:
ღვთისმშობლის სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი – ჩამოტანილი იყო ბიზანტიის სამეფო ქალაქში.ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას, იერუსალიმში, კეთილმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახებში ინახებოდა შთამომავლობით.ძვირფას კიდობანში მოთავსებული სიწმინდე დააბრძანეს ყოვლადწმინდა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ე.წ. "ხალკოპრატიის" ადგილას, ანუ სპილენძის სავაჭრო ადგილას.მონასტერი თეოდეოსი მცირემ დააფუძნა. მრავალი წლის შემდეგ, ლევ ბრძენის მეფობის დროს, დედოფალი ზოია შეეპყრო ბოროტ სულს. იგი ღვთისმშობლის სარტყელთან შეხებით განიკურნა.გამოცხადებით ეუწყა მას ღვთისმშობლისაგან, რომ როგორც კი შეეხებოდა სარტყელს განიკურნებოდა.ამის შემდეგ წმინდა სარტყელის დიდების დღე აღინიშნება 31 აგვისტოს. სამეფო ქალაქში სარტყელი ზუსტად როდის მოიტანეს უცნობია. ერთ სვინაქსარში აღნიშნულია, რომ იუსტინეს მეფობის დროს ილიას საეპისკოპოსოდან არის მოტანილი, მეორეში კი – იერუსალიმიდან იმპერატორ არკადიის (395-408) მეფობის დროს.სარტყლის ნაწილები ინახება ათონის ვატოპედის მონასტერში, ტრირის მონასტერში და საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში.
ზემო ხალაწნის ღვთისმშობლის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (6,7 X 4,9 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ქვებს შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წვრილი ქვითა და დუღაბით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის კედლები 1,5-1.7 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან.
მატნის ღვთისმშობლის ეკლესია ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აბსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვან შვერილშია მოქცეული (15,5 X 7,7 მ). შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული. აბსიდში ბრტყელი თაღით გადახურული ორი ვიწრო, მაღალი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიში ერთმანეთის სიმეტრიულადაა განლაგებული. ჩრდილოეთ ნიშის დასავლეთით კიდევ ერთი პატარა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე მკვეთრად შვერილი სამი წყვილი პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრებს შორის თითო ყრუ თაღია. ჩრდილოეთ კედლის ოთხივე თაღში საკურთხევლის სარკმლების მსგავსი თითო სარკმელია. სამხრეთით, დასავლეთიდან მეორე თაღში, შესასვლელია, დანარჩენ სამში - თითო სარკმელი. ერთი თაღოვანი სარკმელია დასავლეთით, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ორჯერ უფრო დაბალია. იატაკზე კვადრატული აგურია დაგებული. ეკლესია რიყის ქვის ცოკოლზე დგას. საკურთხევლის ხუთწახნაგა შვერილს დამოუკიდებელი ხუთწახნაგა სახურავი აქვს. შვერილის თითოეულ წიბოს მთელ სიმაღლეზე თითო ვიწრო პილასტრი ასდევს. შვერილის აღმოსავლეთ წახნაგის ღერძზე ყრუ სარკმელია, მოსაზღვრე წახნაგებში - თითო სარკმელი. გრძივ ფასადებზე გლუვი პილასტრების მეშვეობით ოთხ-ოთხი სწორკუთხა არეა შექმნილი; ყოველ არეში თითო სარკმელია; სამხრეთ ფასადის ერთ-ერთ არეში - შესასვლელი. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი ჩასმულია განიერ თაღოვან საპირეში. კარის ზემოთ, საპირის თაღოვან ნაწილში, გამოყვანილია ნახევარწრიული ნიში, რომლის თაღს ირგვლივ ღრმა ღარი ევლება. ფასადის კედლებში, მთელ სიმაღლეზე, თითო ფართო პილასტრია, რომლებსაც აგურის სამსაფეხურიანი კაპიტელები აქვთ, კაპიტელების ძირთან თითო სწორკუთხა შეღრმავებაა. ფრონტონის არეში გამოსახულია სამი, თითქმის ტოლმკლავა, შეღრმავებული ჯვარი. განაპირა ჯვრების განივი მკლავები ფრონტონის ფუძის ხაზზეა, შუა ჯვარი ფასადის ღერძზეა - განაპირა ჯვრებზე ოდნავ ზემოთ. ეკლესიას ოთხსაფეხურიანი აგურის ლავგარდანი აქვს. ლავგარდნის ქვედა საფეხური დამუშავებულია ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღებით. ეკლესია გადახურულია თუნუქით. დასავლეთ კედელზე დაშენებული აგურის სწორკუთხა სამრეკლო ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. გადახურულია თუნუქის ოთხწახნაგა სახურავით.
საკობიანოს ღვთისმშობლის ეკლესია საკობიანოს ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ საკობიანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ახმეტა - ბირკიანის გზის მარცხენა მხარეს. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.