Top 10 similar words or synonyms for ქუსლთან

ერთსაფეხურიანი    0.886986

ლილვები    0.873646

შეღრმავებულ    0.873157

იმპოსტები    0.867697

ბემის    0.867453

ოთხწახნაგა    0.867423

შემოუყვება    0.866750

ჩანგრეულია    0.864350

იმპოსტებზე    0.861816

საბჯენი    0.860874

Top 30 analogous words or synonyms for ქუსლთან

Article Example
ელბაქიანთკარის ღვთისმშობლის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (8,6 X 4,6 მ), ნაგებია უხეშად დაკუთხული ბაზალტის კვადრებით; წყობაში აქა-იქ მოზრდილი ლოდებიც არის გამოყენებული. გარედან არქიტრავით, შიგნიდან ნახევარწრიული თაღით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, კონქის ქუსლთან სარკმელია. საკურთხეველში კედელზე მიშენებულია სატრაპეზო. ერთი სარკმელი დასავლეთითაა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია მარტივკაპიტელებიანი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. კედლების გაყოლებაზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომებია. კედლები და კამარა შელესილი ყოფილა.
ყელეთის წმინდა გიორგის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (11 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა . ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში ბრტყელი ზღუდარით გადახურული ერთი სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივპროფილიანი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. თაღის ქუსლთან მხოლოდ ჩრდილოეთის მარტივი იმპოსტებია შემორჩენილი.
ჯებირის ეკლესია ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. გარედან არქიტრავით გადახურული სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებით. აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ნახევარწრიული, ღრმა ნიშებია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში, კამარის ქუსლთან, თაროა, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომელიც ორივე მხრიდან ბრტყელი ქვითაა გადახურული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვევით, მცირე, სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია ბრტყელი ლავგარდანი. ამ მხარეს ეკლესიას მინაშენი ჰქონია.
ციგურები ძველად ციგურები მაგრდებოდა ფეხსაცმლის ლანჩზე მოქლონებით. ახლა ციგურის დანასა და ფეხსაცმელსაც აქვს სპეციალური მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გამოიცვალოს დანის პირი. თუმცა ბევრი მოციგურავე კვლავ მოქლონებით დამაგრებულ ციგურებს აძლევს უპირატესობას. გარდა ამისა თანამედროვე ფეხსაცმელი და ციგურები შეუდარებლად უფრო მსუბუქია, ძველთან შედარებით. მნიშვნელოვანი განსხვავება ძველსა და ახალ ციგურებს შორის ის არის, რომ ახალ ვარიანტში ციგურის დანა ფეხსაცმლის ქუსლთან უძრავად დამაგრებული არ არის და მოციგურავეს საშუალებას აძლევს მუშა ფეხის გამართვისას თავისუფლად მიაწვეს ყინულს დანის პირის მთელი სიგრძით. როგორც კი მოციგურავე ამ ფეხს მოწყვეტს ყინულს, სპეციალური ზამბარა დანის პირს "ჩაამაგრებს" ფეხსაცმლის ქუსლში.
წეროვნის სამების ეკლესია ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით. თაღების იმპოსტები მოჩუქურთმებულია, ბაზისებს შეწყვილებული ბურთულების ფორმა აქვს. აღმოსავლეთის ფასადზე ოთხკუთხა სარკმელს დიდი ფოთლებით მორთული ტალღოვანი საპირე აქვს. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია. სარკმლებსა და ნიშებს დიდი თაღი აქვს შემოვლებული. დასავლეთის ფასადზე კუთხის ნახევარსვეტები გარკვეულ სიმაღლეზე ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებს და სარკმლის ზემოთ ქმნის თაღს, რომლის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადები ოთხ-ოთხი დეკორატიული თაღითაა შემკული. სამხრეთის ფასადზე თაღები სხვადასხვა ზომისაა. კარზე გადავლებული თაღი ყველაზე ფართო და მაღალია, ხოლო, დასავლეთის განაპირა თაღი ყველაზე პატარა. ამ ფასადზე ერთ-ერთ სარკმელს ოთხყურა ფოთლოვანი მოტივით მორთული საპირე ქვა აქვს. ჩრდილოეთის ფასადის დეკორატიული თაღები ყველა ერთი ზომისაა, მაგრამ კარის მომიჯნავე ლილვები ცოკოლამდე არ ჩამოდის და თაღის ქუსლთან წყდება. ეკლესიას თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი ლავგარდნის აქვს.
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მიაშენეს კარიბჭე-ეგვტერები. პირვანდელი სახით შემორჩა ჩრდილოეთის ეგვტერი, რომლის კვადრატული სივრცე გადახურულია რვა სხივიანი ორნამენტირებული გუმბათით. კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდებში შემორჩენილია სამფერი ორნამენტირებული ქვით გაწყობილი იატაკი, კონქის ქუსლთან კი ორნამენტით შემკული, პროფილირებული ზოლით ხაზგასმული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. თითო სარკმელია ჩრდილოეთით (თაღოვანი) და დასავლეთით (სწორკუთხა, შესასვლელის თავზე). დასავლეთის კედელზე გაირჩევა მოხატულობის კვალი - სარკმლის ერთ მხარეს წმ. დედის ფრონტალური გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი წმინდანისა. ეგვტერს დასავლეთით ეკვროდა ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი - კარიბჭე. კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. კედლები ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. სათავსს ჩრდილოეთით ჰქონდა მოჩუქურთმებულ იმპოსტზე დაყრდნობბილი ფართო თაღოვანი ღიობი - შესასვლელი. მისგან შემორჩენილია დაბალი ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილი. მინაშენები დასრულებული იყო მცენარეული მოტივით შემკული დახრილი სიბრტყის ლავგარდნით და გადახურული ცალფერდა სახურავით. სამხრეთის კარიბჭისაგან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი XV საუკუნეშია ძირეულად შეკეთებული და გადაკეთებულია. ამჟამად წარმოადგენს დერეფნის მაგვარ ნახევრად ბნელ, წაგრძელებულ, ცილინდრული კამარით გადახურულ, დანაწევრებულ სათავსს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია სადიაკვნეში შესასვლელი.
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: წარწერის ბოლოში მიწერილია: ”მარიამ დედოფლისა” (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხანი: თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442). ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის (1632-1758) მეუღლეს. XVII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ 1715 წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს რუისის ეპარქია გაუქმდა. 1920 წლის თებერვლის მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო 1950-1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძღვანელი ვ. ცინცაძე).
ხარჭაშნის ღვთაების ეკლესია შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და აგურით. საბჯენი თაღები, კამარები, ლავგარდანი და ფასადების დეკორატიული სამკაული აგურისაა. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის კრამიტის საბურავი და ლავგარდნის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამონგრეულია დასავლეთ ნაწილის მესამე სართულის გადახურვა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, კედლის დასავლეთ კიდესთან. ამ კარით პატარა კვადრატულ კარიბჭეში ვხვდებით, რომელსაც სამსართულიანი ნაწილის სამხრეთ ნახევარი უჭირავს. კარიბჭის აღმოსავლეთ კედელში ეკლესიაში შესასვლელი თაღოვანი კარია. მის მოპირდაპირედ, დასავლეთ კედელში - ბრტყელი თაღით გადახურული ვიწრო კარი (მოგვიანებით ამოუშენებიათ), რომელიც დასავლეთ ფასადზე არსებულ ნიშში გადის. ჩრდილოეთ კედელში, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევრის სისქეში მოწყობილი კიბის ბაქანია. კიბე კარიბჭეს საცხოვრებელ ნაწილთან აკავშირებს. კარიბჭე გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის კვადრატული საფუძველი შეისრული ფორმის კედლის ოთხი თაღითაა შექმნილი. კვადრატის ოთხივე კუთხეში შეისრულთაღოვანი თითო აფრაა, რომლებიც გუმბათოვანი კამარის წრიულ საფუძველს ქმნიან. ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო გეგმით ნახევარწრიული და დაბალი თაღოიანი ნიში. მსგავსი ერთი ნიშია სარკმლის ქვემოთაც. აბსიდის წესიერი მოყვანილობის კონქში ორი პატარა თაღოვანი ხვრელია, რომლებიც ეკლესიის კუთხეებში მოწყობილ სამალავებს უკავშირდება. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია აგურის კანკელით, რომლის დარბაზისაკენ მიქცეული ზედაპირი შელესილია გაჯით, დაყოფილია რამდენიმე იარუსად და გაჯითვე გამოყვანილია უჯრედები. დარბაზის გრძივი კედლები ორ-ორი განიერი და მაღალი ნახევარწრიული თაღითაა დანაწევრებული, რომლებშიც აბსიდის სარკმლის მსგავსი თითო სარკმელია გაჭრილი. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. კამარა შეისრულია და შეისრული ფორმის სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა; მათგან ერთი კამარის შუაშია, თითო - კიდეებში. საბჯენი თაღები ჩვეულებისამებრ კონსოლებს კი არ ეყრდნობიან, არამედ ქუსლთან ცერად არიან ჩამოკვეთილნი. კამარის ზევით დაბალი სხვენია. იგი იმდენად დაბალია, რომ მასში მხოლოდ ხოხვით შეიძლება გადაადგილება. სხვენის აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო გრძივ კედლებში თითო ფართო კვადრატული ღიობია.