Top 10 similar words or synonyms for ქალაქებისკენ

ბაბაიანო    0.793053

მიწათმოქმედებით    0.789583

სანიაღვრე    0.788906

ტურიზმმა    0.784597

ნოვრა    0.781930

ჟუვი    0.781070

იბადანი    0.780003

ურბანიზაცია    0.777122

მოტოციკლების    0.776355

jaba    0.775691

Top 30 analogous words or synonyms for ქალაქებისკენ

Article Example
კიტვე ქალაქში მდებარეობს რკინიგზის სადგური. სამგზავრო სარკინიგზო კავშირი არსებობს ქალაქებთან: ლუსაკა, ნდოლა და ლივინგსტონი, ხოლო სატვირთო სარკინიგზო ხაზები გრძელდება კიტვედან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეშახტეთა ქალაქებისკენ.
აფრიკა ჩამორჩენილობის პრობლემას ართულებდა დამოუკიდებლობის შემდეგ დაწყებული მოსახლეობის ზრდის ტემპების დაჩქარება ანუ, როგორც მას უწოდებენ დემოგრაფიული აფეთქება. სიკვდილანობა ამ ქვეყნებში შემცირდა, შობადობა კი ტრადიციულად დიდი დარჩა. სოფლის „ზედმეტი“ მოსახლეობის ნაწილი ქალაქებისკენ დაიძრა. დაიწყო არნახული ურბანიზაცია. 1950-1980 წლებში ასობით მილიონიანი სოფელი ქალაქი გახდა. ეს ახალი ქალაქები ძირითადად დიდი ქალაქების გარეუბნებში, კეთილმოუწყობელ ქოხმახებში სახლობდნენ. მოსახლეობის ზრდა აახალგაზრდავებდა მოსახლეობის შემადგენლობას. ამ ქვეყნებში 15 წლამდე ასაკის ბავშვები მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ. მათთვის საჭირო იყო განათლება, რასაც სახელმწიფო ვერ ახორციელებდა. მოსახლეობის ზრდის ახალი ტემპები იწვევდა უმუშევრობის ზრდასაც.
მატადი მატადის ხიდი — ესაა ქალაქ მატადიდან სამხრეთში მდინარე კონგოზე 1983 წელს აშენებული 722 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდი (ძირითადი მალის სიგრძე შეადგენს 520 მეტრს). ხიდზე გადის ძირითადი ავტოგზა, რომელიც კინშასას აკავშირებს სანაპიროსთან, შემდეგ კი მიემართება ქალაქებისკენ ბომა, ბანანა და მოანდა. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი შენდებოდა ერთობლივი დანიშნულების, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო, დღეისათვის მასზე არ ხორციელდება სარკინიგზო მიმოსვლა. რკინიგზა ქალაქ მატადის აკავშირებს კინშასასთან (366 კმ) და აქვე მთავრდება, არ გრძელდება სანაპიროსკენ.
ლიმა ლიმა ცნობილია როგორც "ამერიკის კონტინენტის გასტრონომიული დედაქალაქი". მან, როგორც იმიგრაციისა და პერუს ვიცე-სამეფოს ცენტრმა, ერთად შეკრიბა უნიკალური კერძები, რომლებიც აქ ესპანელმა კონკისტადორებმა და იმიგრანტების მრავალმა ტალღამ მოიტანეს: აფრიკელებმა, ევროპელებმა, ჩინელებმა და იაპონელებმა. ლიმაში განხორციელებული საერთაშორისო იმიგრაციის გვერდით, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან პერუში შეიმჩნევა მოსახლეობის ძლიერი შიდა გადაადგილება სასოფლო არეალებიდან ქალაქებისკენ, ძირითადად, ლიმაში. ამ ყველაფერმა მძლავრი გავლენა მოახდინა ქალაქის სამზარეულოზე, მოიტანეს რა იმიგრანტებმა ახალი ინგრედიენტები და ტექნიკა. შესაბამისად ლიმის რესტორნებში წარმოდგენილია მრავალნაირი საკვები. ქალაქში დამყარებულია განსხვავებული კულინარიული რეკორდები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.
ნორვეგიის ისტორია მთელი XV საუკუნის მანძილზე, ნორვეგიელთა უფლებები დაკნინებული იყო, ისინი ცდას არ აკლებდნენ საკუთარი უფლებების დაცვას. დანიელ მეფეებს ნორვეგიელები მხოლოდ დიდი ხნის ყოყმანისა და წინააღმდეგობის შემდეგ აღიარებდნენ. ნორვეგიელებს განსაკუთრებით ის გარემოება აღიზიანებდათ, რომ მეტად მნიშვნელოვანი და ძველი კოლონიები - ორკნისა და შეტლანდიის კუნძულები კრისტიან I-მა 1468 წელს შოტლანდიის მეფეს მიაგირავა და უკან ჯერაც არ იყო დაბრუნებული. უცხომიწელთა წინააღმდეგ გამუდმებით ხდებოდა შეიარაღებული აჯანყებები. მას მერე რაც დანიიდან განდევნილი მეფე კრისტიან II ნორვეგიის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა, დანიის რიგსდაგმა 1536 წელს, კალმარის უნიის დარღვევით, ნორვეგია დამოკიდებულ პროვინციად აქცია. გაუქმდა ნორვეგიის ცალკეული სეიმი, არმია და ფლოტი, ფინანსები და სხვა. ანულირება განიცადა ნორვეგიულმა უმაღლესმა სასამართლომ. ყველა პროცესო კოპენჰაგენში დანიელი მოსამართლეების მიერ წყდებოდა. კოპენჰაგენში ხდებოდა ეპისკოპოსთა ხელდასმაც. ახალგაზრდობა იქვე იღებდა განათლებას. ნორვეგიელი ჯარისკაცები და მატროსები დანიის ფლოტისა და არმიის რიგებს ავსებდნენ. ნორვეგიის მართვა დანიელ ფოგტებს ევალებოდათ. ერთად-ერთი, რასაც დანიელები ვერ ეხებოდნენ, ეს იყო უფლება მიწაზე. პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვამ, ნორვეგიის განვითარებაზე დამთრგუნველად იმოქმედა. ნორვეგია თითქოს ერთ ადგილას გაიყინა, განსაკუთრთებით რეფორმაციის შემდეგ, რაც ისევე ძალმომრეობით იქნა ქვეყნისათვის თავს მოხვეული, როგორც თავის დროზე ქრისტიანობა. ნორვეგიის ვაჭრობის ჩაძირვა ყოვლისშემძლე ჰანზამ მოახერხა. წარმოება არ ვითარდებოდა. როგორც ფინანსები, ისე ქვეყნის მოსახლეობა შვედეთთან გამუდმებული ომებით პარტახდებოდა, რომლის ჯარისკაცები ყოველნაირად აჩანაგებდნენ მოსაზღვრე მხარეებს. იმხანად შვედეთმა ნორვეგიის სამი პროვინცია: იემტლანდი, ჰერიესდალენი და ბოჰუსლენი დაიკავა. ქვეყნის გონებრივ განვითარებაში სრული სტაგნაცია დაიწყო. შეწყდა ძველი ხელნაწერების გადაწერაც კი. მაგრამ თუ ამხრივ ნორვეგია ბევრ რამეში ჩამორჩა, დანიის უღელქვეშ მყოფი უფრო მეტად დემოკრატიული განვითარებით წავიდა სახელმწიფო მოწყობის საქმეში. ფეოდალიზმის ნარჩენები საბოლოოდ XVII საუკუნეში გაქრა, არისტოკრატია კი სამეფო კარის არარსებობის გამო ვეღარ ჩამოყალიბდა. 1613 წელს ჰანზასგან დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ნორვეგიის ვაჭრობა, ტყისა და თევზჭერის მრეწველობა სწრაფი ტემპებით განვითარდა. მოსახლეობის მთელი ნამატი ქალაქებისკენ იძვროდა, რაც ურბანული ცენტრების განვითარებასა და აყვავებას უწყობდა ხელს.