Top 10 similar words or synonyms for ფულვიამ

მიმართულმა    0.888313

ტულკასი    0.881259

სენტინუმთან    0.879289

ღალატსა    0.868545

ჟირონდისტების    0.866660

მაეგლინი    0.865819

ეფებოფილია    0.863036

gotthold    0.861583

exception    0.861549

martial    0.860723

Top 30 analogous words or synonyms for ფულვიამ

Article Example
კლოდია პულქრა მარკუს ანტონიუსი ფულვიას მესამე ქმარი იყო. იგი, კლოდიუს პულქერის მსგავსად, მოხარული იყო მიეღო ფულვიას ფული, რაც მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდა. ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ანტონიუსმა ოქტავიანესა და ლეპიდუსთან ერთად მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბა და პროსკრიფციები გამოსცა. პოლიტიკური ალიანსის განსამტკიცებლად, ფულვიამ ახალგაზრდა ოქტავიანეს ცოლად შესთავაზა კლოდია, ლეპიდუსმა კი თავისი ცოლის დისშვილი სერვილია. საბოლოოდ, ოქტავიანემ კლოდია აირჩია.
მარკუს ანტონიუსი ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა კლოდია პულქრას, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან, პუბლიუს კოლდიუს პულქერისაგან, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, აპიანეს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა. ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო თამაში წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა. ისინი თავიანთ ჯართან ერთად რომისაკენ დაიძრნენ და ხალხს პირობა მისცეს, რომ დაასრულებდნენ ტრიუმვირატს ანტონიუსის ერთპიროვნული მმართველობის სასარგებლოდ, თუმცა, როდესაც ოქტავიანე თავის არმიასთან ქალაქში დაბრუნდა, წყვილი იძულებული გახდა პერუზიისაკენ, ეტრურიაში დაეხია. ოქტავიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ლუციუსი კი გალიიდან ანტონიუსის ლეგიონებს ელოდა დამხმარე ძალის სახით. შორს, აღმოსავლეთში მყოფსა და ფულვიას ქმედებებით გაბრაზებულ ანტონიუსს თავისი ლეგიონებისათვის არავითარი მითითება არ მიუცია. დამხმარე ძალების გარეშე დარჩენილი ლუციუსი და ფულვია ძვ. წ. 40 წლის თებერვალში იძულებულები გახდნენ დანებებულიყვნენ. ოქტავიანემ ლუციუსი ომში მონაწილეობისათვის შეიწყალა და ესპანეთში თავის მთავარ თანაშემწედაც კი დანიშნა, ფულვია კი აიძულა თავის შვილებთან ერთად საბერძნეთში წასულიყო. ომის დასრულების შემდეგ, ოქტავიანემ იტალიაზე ერთპიროვნული მმართველობა მოიპოვა. როდესაც ანტონიუსის მმართველი გალიაში გარდაიცვალა, ოქტავიანემ იქ არსებული მისი ლეგიონებიც ჩაიბარა და დასავლეთზე თავისი კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა.
კლოდია პულქრა მათი ქორწინების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და კლოდიას შესახებაც მხოლოდ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. როდესაც ოქტავიანემ კლოდიასთან განქორწინება ითხოვა, ფულვიამ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა. მან თავის მაზლთან, ლუციუს ანტონიუსთან ერთად, იტალიაში რვა ლეგიონი შეკრიბა ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად, რაც, მოგვიანებით, პერუზიის ომის სახელით გახდა ცნობილი. ფულვიასა და ანტონიუსის არმიამ მცირე დროით რომის დაკავებაც კი მოახერხა, მაგრამ, საბოლოოდ, პერუზიისაკენ (თანამედროვე პერუჯა) დაიხია. ოქტავიანემ ისინი ძვ. წ. 41-40 წლების ზამთარში ალყაში მოაქცია და შიმშილობის შედეგად, აიძულა დანებებოდნენ. ფულვია სიკიონში გადაასახლეს, სადაც იგი უეცარი დაავადებით გარდაიცვალა. ოქტავიანე გაეყარა კლოდიას, რათა დაქორწინებულიყო სკრიბონიაზე, რომელმაც მას ერთადერთი შვილი, იულია გაუჩინა. მისი ქორწინება კლოდიასთან ძალაში შესული არც არასდროს ყოფილა. ოქტავიანემ იგი დედამისთან დააბრუნა წერილითურთ, სადაც ფულვიას აუწყებდა, რომ მისი ქალიშვილი „ხელუხლებელი“ იყო.
ოქტავიანე ავგუსტუსი ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა კლოდია პულქრას, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან და იგი დედასთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, აპიანეს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა. ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა. ისინი თავიანთ ჯართან ერთად რომისაკენ დაიძრნენ და ხალხს პირობა მისცეს, რომ დაასრულებდნენ ტრიუმვირატს ანტონიუსის ერთპიროვნული მმართველობის სასარგებლოდ, თუმცა, როდესაც ოქტავიანე თავის არმიასთან ქალაქში დაბრუნდა, წყვილი იძულებული გახდა პერუზიისაკენ, ეტრურიაში დაეხია. ოქტავიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ლუციუსი კი გალიიდან ანტონიუსის ლეგიონებს ელოდა დამხმარე ძალის სახით. შორს, აღმოსავლეთში მყოფსა და ფულვიას ქმედებებით გაბრაზებულ ანტონიუსს თავისი ლეგიონებისათვის არავითარი მითითება არ მიუცია. დამხმარე ძალების გარეშე დარჩენილი ლუციუსი და ფულვია ძვ. წ. 40 წლის თებერვალში იძულებულები გახდნენ დანებებულიყვნენ. ოქტავიანემ ლუციუსი ომში მონაწილეობისათვის შეიწყალა და ესპანეთში თავის მთავარ თანაშემწედაც კი დანიშნა, ფულვია კი აიძულა თავის შვილებთან ერთად საბერძნეთში, სიკიონში წასულიყო. ლუციუსისადმი ლოიალურად განწყობილი მასების მიმართ ოქტავიანეს გულმოწყალეობა არ გამოუჩენია; 15 მარტს, იულიუს კეისრის მკვლელობის წლისთავზე, მან ლუციუსის მოკავშირეობისათვის, 300 სენატორი და მხედარი სიკვდილით დასაჯა. პერუზია, სხვათა გასაფრთხილებლად, გაძარცვეს და გადაწვეს კიდევაც. ამ სისხლიანმა ღონისძიებამ, რომელსაც პოეტ სექსტუს პროპერციუსის მსგავსი მრავალი პიროვნება აკრიტიკებდა, ოქტავიანეს რეპუტაცია შელახა. ომის დასრულების შემდეგ, ოქტავიანემ იტალიაზე ერთპიროვნული მმართველობა მოიპოვა. როდესაც ანტონიუსის მმართველი გალიაში გარდაიცვალა, ოქტავიანემ იქ არსებული მისი ლეგიონებიც ჩაიბარა და დასავლეთზე თავისი კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა.
ლუციუს ანტონიუსი ლუციუსი ყოველთვის იყო ძმის, მარკუს ანტონიუსის ძლიერი მხარდამჭერი. ძვ. წ. 44 წელს, ანტონიუსის კონსულობისა და კეისრის მკვლელობის წელს, ლუციუსმა, როგორც სახალხო ტრიბუნმა, მიიღო კანონი, რომელიც კეისარს უფლებას აძლევდა რომში არყოფნის დროსაც წარედგინა მთავარი მაგისტრატები. კეისრის მკვლელობის შემდეგ, იგი მხარს უჭერდა თავის ძმას, მარკუსს. იგი გამოვიდა ხალხისა და კეისრის ვეტერანების სასარგებლო აგრარული კანონის შეთავაზებით და მონაწილეობა მიიღო ძვ. წ. 43 წლის მუტინის მოვლენებში. ძვ. წ. 41 წელს, ლუციუსი იყო კონსული პუბლიუს სერვილიუს ვატიასთან, თავის უფროს პარტნიორთან ერთად. ამავე წელს იგი დაეხმარა მარკუსის ცოლს, ფულვიას, რომელიც დაინტერესებული იყო კლეოპატრას სამეფო კარიდან ქმრის გამოხმობით, ოქტავიანეს არაპოპულარული პოლიტიკის წინააღმდეგ რვა ლეგიონის ამხედრებაში. მოგვიანებით, იმ მწარე განცდების ყურებისას, რაც მიწის კეისრის ვეტერანებს შორის განაწილებამ გამოიწვია, ლუციუსმა და ფულვიამ თავიანთი დამოკიდებულება შეცვალეს და მათი მხარდაჭერა დაიწყეს, რომლებიც ამ ოპერაციებით დაზარალდნენ. ანტონიუსი რომისაკენ გაემართა, ლეპიდუსი განდევნა და ხალხს პირობა მისცა, რომ ტრიუმვირატი დაიშლებოდა. ოქტავიანესთან დაპირისპირებისას, ლუციუსმა პერუზიაში დაიხია, სადაც მას სამმა არმიამ შემოარტყა ალყა და დანებება აიძულა (ძვ. წ. 41 წლის ზამთარი). ქალაქი განადგურდა, თუმცა ლუციუსი შეიწყალეს და ოქტავიანემ ის ესპანეთის გუბერნატორად გაგზავნა. მისი გარდაცვალების გარემოებების ან თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი. ციცერონი თავის "ფილიპიკებში", დიდი პირადი შუღლის ფონზე, ლუციუსის პიროვნებას უაღრესად უარყოფითად წარმოაჩენს.