Top 10 similar words or synonyms for ფსალმუნნი

ქებაჲ    0.891694

აპოკრიფული    0.884931

გალობანი    0.880447

მცხეთური    0.871499

წერეთლისეული    0.871325

ეკლესიასტე    0.869272

თამარისი    0.868261

მოქალაქობაჲ    0.865751

მოდრეკილი    0.864814

თარგმანებაჲ    0.864136

Top 30 analogous words or synonyms for ფსალმუნნი

Article Example
ფსალმუნნი "ხუთწიგნეულის" მაგალითით ის პირობითად ხუთ წიგნად არის დაყოფილი: 1-41; 42-72; 73-89; 90-106; 107-150. არაერთ ფსალმუნს დასაწყისში მოცემული აქვს სათაური, რომელიც მიუთითებს:
ფსალმუნნი ქართულად ფსალმუნი პირველად IV—V საუკუნეებში უნდა იყოს ნათარგმნი. ხანმეტ ლექციონარში (VII ს.) არის მითითება ფსალმუნების გალობაზე. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ტექსტები X საუკუნისაა და ორ, ერთმანეთთან ახლო მდგომ რედაქციას შეიცავს, ამ რედაქციათა საერთო ფენა უძველესი თარგმანისაა; საბოლოო სახე VIII საუკუნეში აქვთ მიღებული. „ქართული დავითნის“ სახელით ცნობილი ძველი ვერსიები საეკლესიო პრაქტიკიდან უკვე XI საუკუნეში მთლიანად გიორგი მთაწმიდლისეულმა ფსალმუნმა, რომელსაც თვითონ ახალ თარგმანს უწოდებს. სინამდვილეში მან რედაქცია გაუკეთა „ქართულ დავითნის“ და ნაწილობრივ შეცვალა იგი, რათა მოესპო ტექსტში სირიულ-სომხური გავლენის კვალი და ბერძნულთან მიეახლოვებინა.
ფსალმუნნი ფსალმუნნი დავითისა, ფსალმუნნი (, „psállein“, „ციტრის ხმაზე გალობა“) "ფსალმუნი", "დავითი", "დავითნი" — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეცხრამეტე კანონიკური ფსალმუნთა წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. შედგება 150 პოეტური ნაწარმოებისაგან, რომელთაგან 73-ის ავტორობა ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, მეფე დავითს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომელთა უდიდესი ნაწილი ქრისტეს შობამდე X-III საუკუნეებში შეიქმნა და ხშირად კიდევ უფრო ძველ პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები ბაბილონის ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდებოდა იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოოდ რედაქტირების შემდეგ შეიტანეს ებრაულ ძველ აღთქმაში III ნაწილის (ქეთუბიმ) I წიგნად. ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც — 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში ტექსტი დაყოფილია 5 წიგნად, შესაძლოა, „მოსეს ხუთწიგნეულის“ მიბაძვით. ფორმითა და შინაარსით ის ძველი აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი ქანაანური პოეზიის ტრადიციით განპირობებულ კანონებს მისდევს, რაც განსაკუთრებით უგარითული ტექსტების აღმოჩენის შემდგომ გამოჩნდა (XX საუკუნის 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ მისი სირთულითაც; არქაიზმებისა და რთული პოეტური სახეების გამო სირთულეს წარმოადგენდა ტექსტის სწორი გაგება. ებრაულ ფსალმუნებს დიდი მნიშვნელობა გააჩნდა ებრაული ლიტურგიისათვის; ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე თარგმნილი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა გავრცელდა.
ფსალმუნნი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება: ისრაელის ისტორიასა თუ ბუნებაში გამომჟღავნებული ღმერთის სიდიადის სადიდებელი ფსალმუნები (8; 9; 23; 77; 98; 100; 104; 105; 106); სამადლობელი (მაგ., 66; 116; 136), მონანიებისა და გოდების საგალობლები (მაგ., 6; 7; 13; 22; 31; 38; 51; 63; 86; 130); კრულვის ფსალმუნები (35, 1-8; 58; 60,23-29; 109,6, შმდ). ფსალმუნთა განსაკუთრებულ ჯგუფებს განეკუთვნება ჰალელის (113-118; 136; 146-150), მომლოცველობის (120- 134) და აღსაყდრების თემისადმი (47; 93; 96; 97; 98; 99) მიძღვნილი ფსალმუნები. ახალ აღთქმაში სხვადასხვა ფსალმუნები მესიანურად (მაგ., 2; 22; 69; 72; 110) ან ღმერთის, როგორც სამყაროს მეუფის ესქატოლოგიური განდიდების კუთხით იქნა განხილული (ასეთებია, მაგალითად, აღსაყდრებისადმი მიძღვნილი ფსალმუნები).
გულანი გულანი — საეკლესიო კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები — სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.
დიდიმე ბრმა დიდიმეს შრომები დაიკარგა ორიგენისტების დევნის პერიოდში, ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებმა მოაღწიეს. 1941 წელს ქალაქ ტურში აღმოჩნდა პაპირუსი, რომელიც მოიცავდა დიდიმეს ლექციების ჩანაწერებს, კერძოდ, პასუხებს მსმენელთა კითხვებზე. ცნობილია მისი კომენტარები ბიბლიის ცალკეულ წიგნებზე – დაბადება, ეკლესიასტე, ფსალმუნნი, წიგნი იობისა.
ამბროსე 1498 წელს ამბროსეს გადაუწერია და შეუმკია „ფსალმუნნი“. 1500 წელს მას ახლადაღსაყდრებულმა ათაბაგმა მზეჭაბუმა დაავლა ქაიხოსრო I-ის სულის მოსახსენიებლად შეწირულობების განაწილება აღმოსავლეთ საქრისტიანოს სამონასტრო კერებისთვის. ამბრისე ეწვია ათონის მთას, სადაც მოაჭედინა ან თვით მოჭედა პორტაიტის ღვთისმშობლის ხატი. 1501 წელს ამბროსე გაემგზავრა იერუსალიმს და აქ ოთხთავი გადაწერა. შესაძლოა ის იყოს XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასის ერთ-ერთი ანდერძ-მინაწერში მოხსენიებული ამავე მონასტრის წინამძღვარი ამბროსე.
ბედიის გულანი ბედიის გულანი წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერ ძეგლს. მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკნი, ფსალმუნნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვ. გულანი უზარმაზარი კრებულია, რომლის შეძენა და დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს შეეძლოთ. ბედიელ გერმანეს გულანის გადასაწერად შავშეთიდან მოუწვევია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანიძე. გულანის გადაწერაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კალიგრაფები: ამბროსე კარგარეთელი და სვიმონ ევფრატელი, იგივე სვიმეონ გიორგის ძე.
ბიბლია მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის რედაქტორები ტექსტის გაერთიანებისას ცდილან მთლიანად მოეშალათ პირვანდელი სხვაობანი, წიგნს მაინც ახასიათებს შინაარსობრივი, ენობრივ-სტილისტური და ჟანრობრივი სიჭრელე. ხშირია როგორც შინაარსობრივი, ასევე ფაქტობრივი შეცდომები და წინააღმდეგობები. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არ აქვს, იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), მის შედგენას ტრადიცია მოსეს მიაწერს, შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი; მასში შედის წიგნები - ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა - ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასუ, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი. მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე). ქრონოლოგიური ზღვარი ძველი აღთქმის ცალკეულ ნაწილებს შორის მეტად დიდია.
ორიგენე ალექსანდრიაში ყოფნის პერიოდში ორიგენე გამოიკითხავდა ცოდნას ქრისტიანი ებრაელებისგან ბიბლიის ტექსტებზე. იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც თვით „ებრაელ ოსტატს“ უწოდებს, ორიგენე დიდად არის დავალებული ებრაული და ქრისტიანული ებრაული ტრადიციებისა და ინტერპრეტაციების შესწავლის საკითხში. მაგალითად, ებრაელმა ოსტატმა უთხრა ორიგენეს, რომ ორი სერაფიმი ესაიას წიგნში: „და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“ (ეს. 6:3) ძისა და სული წმინდის მიმართაა ნათქვამი (პირველსაწყისთა შესახებ I.3.4 და 4.3.14). ამბროსიუსისგან ვიღებთ იმ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც ორიგენეს შეუსრულებია განმარტებები ბიბლიურ წიგნებზე, როგორებიცაა: ფსალმუნნი 1-25, იერემიას გოდება, დაბადების წიგნის პირველი თავები, სოლომონის ქებათა ქება და იოანეს სახარება. ორიგენეს ამ დროის ნაწერები ხშირად იყო კომენტირებული ბიბლიური პასაჟების განმარტებისას სხვა ავტორების მიერ, მაგალითად, ამფილოქე იკონიელის სტრომატა.