Top 10 similar words or synonyms for ფოფხაძე

ელიოზიშვილი    0.944149

ჩიმაკაძე    0.941808

სამხარაძე    0.941684

მოდებაძე    0.941554

აფციაური    0.941471

უდესიანი    0.941455

ოყროშიძე    0.941254

ჩაკვეტაძე    0.940294

ჟორჟიკაშვილი    0.939433

გოდერძიშვილი    0.938789

Top 30 analogous words or synonyms for ფოფხაძე

Article Example
გიორგი ფოფხაძე 2006 წლის დასაწყისში ოლიმპიაკოსში გადასული გიორგი ფოფხაძე ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. გიორგის საბერძნეთის მოქალაქეობას სთავზობდნენ, მაგრამ მისი საქართველოში გამოძახებით ბერძნები იმედგაცრუებულები დარჩნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიდან ორ კვირაში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რომელსაც მალტის ტურნირზე უნდა ეასპარეზა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა 2016 წლის 1 მარტს, მალტის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა. 2013 წლამდე რეგულარურად ხვდებოდა ნაკრებში, 2013 წლის 10 სექტემბერს ფინეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ, რომელშიც ფოფხაძე სათადარიგო იყო, თემურ ქეცბაიას აღარ გამოუძახია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელად კახაბერ ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, 2015 წლის 25 მარტს მალტის წინააღდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძეც მოხვდა.
გიორგი ფოფხაძე გიორგი ფოფხაძე (დ. 25 სექტემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, გორის „დილასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი.
გიორგი ფოფხაძე გიორგი ფოფხაძემ პროფესიონალური საკლუბო კარიერა 2004 წელს, საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო. 2005 წლის ზამთარში კი „თბილისის“ პირველი გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, გიორგი მეორე გუნდიდან პირველ გუნდში გადაიყვანეს. მისი დებიუტი უმაღლეს ლიგაში შედგა ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ. ეს თამაში იმითაც იყო მისთვის გამორჩეული, რომ გიორგიმ საგოლე გადაცემა გაუკეთა რევაზ ბარაბაძეს. მისი პირველი გოლიც ამავე კლუბის კარში გაიტანა 2005-06 წლების სეზონში. ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალობაზე იგი მართლაც ჩინებულად გამიყურებოდა და 2006 წლის დასაწყისში მისით საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ დაინტერესდა. თავდაპირველად „ოლიმპიაკოსის“ დუბლშემადგენლობაში უწევდა თამაში, მაგრამ ბერძნულ კლუბში დიდხანს აღარ გაჩერდა და 2006 წლის ზაფხულში დანიურ „ვიბორგს“ მიაშურა. „ვიბორგში“ მან ერთიმეორეზე უკეთესი სეზონები ჩაატარა, მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა და გულშემატკირვებმა კლუბის საუკეთსეო მოთამაშედაც დაასახელეს. 2011 წლის თებერვალში კლუბი დატოვა და ნახევარი სეზონით „ზესტაფონს“ შეუერთდა, შემდეგ კი გრაცის „შტურმში“ გადავიდა. 2012-13 წლების სეზონი აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგის კლუბ „ბაქოში“ გაატარა, რის შემდეგაც ბელოსტოკის „იაგელონიას“ შეუერთდა. პოლონური კლუბი 2014 წლის ზაფხულში კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რის შემდეგაც პოლონური კლუბი „ლეხია“ პირდაპირ კონტრაქტს სთავაზობდა, მისი გადაბირება კრაკოვის „ვილასაც“ სურდა, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და ფორმის შესანარჩუნებლად ნახევარი სეზონი ბოლნისის „სიონში“ გაატარა, 6 უმაღლესი ლიგის მატჩში 1 გოლის გატანაც შეძლო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერძნულ „მეტრომიტოსთან“, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ მისით ინტერესდებოდა რამდენიმე ბერძნული კლუბი, თუმცა საბოლოოდ უმცროსი დუშან უჰრინის მიწვევით მინსკის „დინამოში“ მისი გადასვლა გადაწყდა. ბელარუსულმა კლუბმა კონტრაქტის გაფორმება გააჭიანურა, კონტრაქტის გაფორმების წინა დღეს კი გიორგიმ სპორტული დირექტორისგან გაიგო ტრანსფერის ჩაშლის შესახებ. საბოლოოდ კონტრაქტი გააფორმა ბელოსტოკის „იაგელონიასთან“, პოლონურ კლუბში დაბრუნების შემდეგი მისი დებიუტი ლენჩნას „გურნიკის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა.
გიორგი ფოფხაძე 2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევარი გაატარა ალბანურ „ფლამურტარიში“, შეუცვლელად ჩაატარა 10 მატჩი. მეორე ნახევარში გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც 13 მატჩი ჩაატარა, 12 შეუცვლელად. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, გორის „დილას“ შეუერთდა.
დაჩი ფოფხაძე დაჩი ფოფხაძე (დ. 27 იანვარი, 1984) — ქართველი ფეხბურთელი, ბოლნისის „სიონის“ მარჯვენა მცველი.