Top 10 similar words or synonyms for ფოთოლაკები

კონები    0.923891

დამოკლებული    0.912794

მწვანეა    0.901785

გამონაზარდები    0.896597

ნაყოფედი    0.895687

შეფოთლილი    0.895209

დანაოჭებულია    0.893328

ენისებრი    0.892673

სიფრიფანა    0.892123

ქერცლით    0.890569

Top 30 analogous words or synonyms for ფოთოლაკები

Article Example
ყვავილი ყვავილი — თესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული ყლორტია, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. ყვავილსაჯდომი სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი ფიტოსინთეზის დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება მწერების მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის ყვავილსაფარს. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.
სინამაქის ფოთოლი სინამაქის ფოთოლი — კასიას გვარის ზოგიერთი სახეობის (Cassia acutifolia, Cassia angustifolia, Cassia obovata და სხვა) ფოთოლაკები, რომელსაც ხმარობენ მედიცინაში. სინამაქი იზრდება ტროპიკებში. სახეობების რაოდენობა ითვლის 260-დან 350-მდე. სინამაქის დაახლოებით 50 სახეობის კულტივაცია ხდება.
ნეგო ნეგო, "უკვდავა" (Helichrysum), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. კალათის საბურვლის ფოთოლაკები კაშკაშა ფერისაა (ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო) და სიფრიფანა; გვარი აერთიანებს 500--მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ცხელსა და ზომიერ ზონაში. საქართველოში 5 სახეობაა. იზრდება ქვიან და ღორღიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. დეკორატიულია, გამოიყენება მშრალი თაიგულებისათვის.
მაჟარა მაჟარა () — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ბაიასებრთა ოჯახისა (ზოგიერთი ავტორი გამოყოფს დამოუკიდებელ მაჟარასებრთა ოჯახს). მისი ღეროს სიმაღლე 25—150 სმ აღწევს, აღმამდგომი და თანაბრად შეფოთლილია. აქვს ორჯერ ფრთისებრგანკვეთილი მუქი მწვანე ფოთოლი, რომლის ფოთოლაკები მომრგვალებულია ან მომრგვალო-კვერცხისებრია. ყვავილებს მომწვანო-მოწითალო სანექტრეები აქვს. კავკასიის ენდემია. გავრცელებულია საქართველოს ყველა რაიონში. იზრდება ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე.
მწარე აბზინდა მწარე აბზინდა (Artemisia absinthium L.) — მცენარე, მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს (Asteraceae (Compositae)). იგი მრავალწლოვანი 2 მ–მდე სიმაღლის მცენარეა, ნაცრისფერ–ქეჩისებრი შებუსვით, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფირფიტა ფართო კვერცხისებრი ფორმის, ორმაგ–სამმაგად ფრთისებრგანკვეთილი ლანცეტა ფორმის სეგმენტებად. ზედა ფოთლები მჯდომარეა. კალათები პატარა ზომისაა, ნახევრადსფეროსებრი, შეკრებილია გრძელ საგველასებრ ყვავილედებად და ცალმხრივ მტევნებადაა დაკიდებული მოკლე საყვავილე ღერძზე. საბურველის გარეთა ფოთოლაკები ხაზური ფორმისაა, შიგნითა – ელიფსური ან უკუკვერცხისებური. ყველა მათგანი შებუსვილი და ფართო თეთრი სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული. ყვავილსაფარი მოფენილია ბეწვებით, ყვავილები კი შიშველია, მცენარე ყვავილობს VII-X.
სამკურნალო მატრიკარია პირველი სახეობა ერთწლოვანი 15-50 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო დატოტვილი, ფოთლები ორმაგ-ფრთისებრაა განკვეთილი ხაზურ-ძაფისებრ წაწვეტებულ ნაკვთებად. ყვავილები მრავალ კალათებადაა, წვრილი და გრძელყუნწიანი. კალათებში განაპირა ყვავილები ენისებრია თეთრი ფერის, ერთ რიგად განლაგებული, ბუტკოიანი; შიგნითა ყვავილები მილისებრია, 5 კბილიანი, საბურველი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები ფართო სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული, კრამიტისებრ განწყობილი, ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები პატარაა 1 მმ სიგრძის, ცილინდრული ფორმის, ოდნავ მოხრილი, გარედან გლუვი. ყვავილობს VI-VIII.
ჯამი (ბოტანიკა) ჯამი (calux) — ყვავილსაფარის გარეთა წრე. რომელიც შედგება ჯამის ფოთოლაკებისაგან. ჯამის ფოთოლაკები ჩვეულებრივ მწვანეა, ერთმანეთთან შეზრდილი ან განცალკევებული. ჯამის ბიოლოგიური დანიშნულებაა ყვავილის შიგნითა ნაწილებისა და განვითარებადი ნაყოფის დაცვა. ზოგიერთი მცენარის (მანანა, ხარისძირა) ჯამი დიდია და მკვეთრად შეფერილი, ხელს უწყობს მწერების მიზიდვას (ნაცვლად გვირგვინისა, რომელიც არ გააჩნიათ ან სუსტად აქვთ განვითარებული. ზოგ მცენარეს ჯამი სცვივა ყვავილების გაშლისას (ყაყაჩო), სხვებს დაყვავილების შემდეგ (ბაია). ზოგჯერ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ნაყოფის წარმოქმნაშიც.
სამკურნალო მატრიკარია მეორე სახეობა ერთწლოვანი პატარა მცენარეა, ღერო 5-30 სმ სიმაღლის, შიშველი, ძირიდანვე დატოტვილი, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ორმაგად ფრთისებრგანკვეთილი ხაზურ-ლანცერა ნაკვთებად. კალათები მოკლეა, სხედან გამსხვილებულ ყუნწებზე, საბურვებლი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები კვერცხისებრ-მოგრძო ფორმისა და ბლაგწვერიანია, ფართო სიფრიფანა არშიით შემოვლებული. კალათებში ყველა ყვავილი მილისებრია, 4-კბილიანი, მომწვანო-ყვითელი ფერის. ენისებრი ყვავილები არ აქვს. ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები კვერცხისებრ მოგრძოა, 1,55 მმ სიგრძის, ცილინდრული, ოდნავ მოხრილი, წვერზე ირიბად წაკვეთილი, თეთრი, ვიწრო სიფრიფანა საყელურით. მცენარე ყვავილობს VII-VIII.
მჟაველა მჟაველა (Oxalis), მცენარეთა გვარი მჟაველასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, ზოგჯერ ბუჩქბალახია. აქვს სამყურა ან თათისებრ რთული ფოთოლი, კოლოფი ნაყოფი. 800-მდე სახეობა უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში 5 სახეობაა. ტენიან წიწვოვან ტყეებში ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი მჟაველა (Oxalis acetosella). პატარა უღერო ბალახია. ღამით და მოღრუბლულ ამინდში მისი ფოთლის ფოთოლაკები იკეცება. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინსა და მჟაუნმჟავას. ზოგიერთი აფრიკისა და ამერიკის სახეობა საჭმელი ბოლქვების გამო კულტივირებულია დასავლეთ ევროპაში, ბევრი სახეობა დეკორატიულია.
დიდი კამა ღერო 2 მ-მდე სიმაღლისაა, მომრგვალო, მსხვილი, ვიწრო ღარებიანი, დატოტვილი, ლეგა ფერის. ფოთლები მრავალჯერაა ფრთისებრ განკვეთილი გრძელ ძაფისებრ ნაკვთულებად. ინვითარებს ქოლგა ყვავილედს. ქოლგა 6-20 სხივიანია, სხივები არაა თანაბარი ზომის. გვირგვინის ფურცლები ყვითელია, მომრგვალო ფორმის, შიგნით გადაღუნული ოთხკუთხა ბლაგვი წვერით, ჯამის კბილები არ ემჩნევა, საბურველისა და საბურვალეკის ფოთოლაკები არ აქვს. ნაყოფი 4-10 მმ სიგრძისაა, 1,5-4 მმ სიგანის. ენდოსპერმი კომისურის მხრიდან ბრტყელია ან ოდნავ აზნექილი, ზურგის მხარეზე არხების ქვეშ ამოკვეთილი, ყვავილობს VII-IX, ნაყოფიანობს X.