Top 10 similar words or synonyms for ფილტვებით

სუნთქავენ    0.908627

ლაყუჩებით    0.907443

ძაფისებრი    0.905767

ნაყოფები    0.905166

რგოლოვანი    0.899192

გამონაზარდები    0.897154

მიცელიუმი    0.896700

ღეროები    0.896179

ეკლები    0.896143

დიგენეზური    0.896076

Top 30 analogous words or synonyms for ფილტვებით

Article Example
ქვეწარმავლები ქვეწარმავლები, რეპტილიები () — ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.
ლიმნეასებრნი ლიმნეასებრნი (Lymnaeidae), რბილტანიანი ცხოველების ოჯახი მუცელფეხიანთა კლასისა. აქვთ სპირალურად დახვეული ნიჟარა. თვალები საცეცების ფუძესთანაა განლაგებული. სუნთქავენ ფილტვებით, მაგრამ ზოგ ლიმნეასებრნს იგი წყლით ევსება და ლაყუჩის დანიშნულებას ასრულებს. ჰერმაფროდიტებია. ბინადრობენ მტკნარ წყალსატევებში. იშვიათად — დამლაშებულ ტბებსა და მომლაშო ზღვების სანაპირო ზოლში. ოჯახში 120-მდე სახეობაა. ყველა ლიმნეასებრნი ადამიანის, შინაური და გარეული ცხოველების პარაზიტების შორისული მასპინძელია.
გული ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს (უყბოები, თევზები, ამფიბიებიის ლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარჯუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა.
ურანი (ელემენტი) მიკრორაოდენობით (10—10 %) აღღმოჩენილია მცენარეების, ცხოველების და ადამიანის ქსოვილებში. უფრო გროვდება ზოგიერთ სოკოში და წყალმცენარეებში. ურანის ნაერთები იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (მიახლოებით 1 %), ფილტვებით — 50 %. გროვდება განსაკუთრებულად: ელენთაში, თირკმლებში, ჩონჩხში, ღვიძლში, ფილტვებში და ბრონქო-ფილტვების ლიმფურ კვანძებში. ადამიანის და ცხოველების ორგანოებსა და ქსოვილებშიარ აღემატება 10გრ.
ამფიბიები ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები — ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ. უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე — ლაყუჩებით.
ფილტვები ფილტვები — მნიშვნელოვანი რესპირაციული ორგანო ჰაერით მსუნთქავ ცხოველებში, ასევე ზოგიერთ თევზებსა და ლოკოკინასებრებში. ყველაზე პრიმიტიული ცოცხალი ორგანიზმები ფილტვებით არიან {lungfish} და {pulmonate snails}. ძუძუმწოვრებში და უფრო კომპლექსურ ცოცხალ ორგანიზმებში ორი ფილტვი მდებარეობს მკერდის არეში გულის ორივე მხარეს. მათი ძირითადი ფუნქცია ატმოსფეროდან ჟანგბადის მიწოდებაა სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის და იქიდან ნახშირორჟანგის გამოყოფაა.
ზარინი ზარინი არის ორგანოფოსფატების ნაერთი. მცირე კონცენტრაციაც კი სასიკვდილოა. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ ადამიანი იღუპება ერთიდან ათ წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს. თუ ადამიანი არ მიიღებს სასიკვდილო დოზას, მაგრამ არც შესაბამისი წამლებით იმკურნალებს, შესაძლოა მან სამუდამო ნევროლოგიური დაზიანება მიიღოს.
ჰოლოთურიები ჰოლოთურიები, "ზღვის კიტრები" () — ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი კანეკლიანების ტიპისა. მოიცავს 1 100-მდე სახეობას. ნაკლებად მოძრავი, ფსკერული, მცოცავი ცხოველები არიან, რომლებიც წვრილი პლანქტონით ან ლამით იკვებებიან. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში შეუძლიათ თვითდასახიჩრება (ავტოტომია). დაკარგული ორგანოები მალე აღუდგებათ. ჩონჩხი ძლიერაა რედუცირებული. სუნთქავენ ამბულაკრული სისტემის მეშვეობით და ეგრეთ წოდებული წყლის ფილტვებით — თხელი დატოტვილი პარკებით, რომლებიც უკანა ნაწლავში იხსნება. ჰოლოთურიების სხეული ჭიისებურია. მის წინა ნაწილში საცეცებით შემორტყმული პირია, რომელიც გადადის გრძელ მილისებურ ნაწლავებში; ბოლოში ანალური ხვრელია. ვითარდებიან მეტამორფოზით. ყველაზე დიდტანია ჰოლოთურიები სიგრძით 2 მ-ს აღწევენ.
ქვეწარმავლები ქვეწარმავლები ფილტვებით სუნთქავენ. ისინი,ამფიბიების მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ ქვეწარმავლის ფილტვები უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველები არიან.
ფეხსახსრიანები საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება ექტოდერმული წინა, უკანა და ენტოდერმული შუა ნაწლავებისგან. შუა ნაწლავთან დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სადინარები. სუნთქვის სისტემა სხვადასხვანაირია: წყალში მცხოვრებნი სუნთქავენ ლაყუჩებით, ხმელეთის ფორმები — ფილტვებით, უმაღლესი განვითარების ხმელეთის ფეხსახსრიანები — ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, წარმოდგენილია ცენტრალური მფეთქავი ორგანოთი — გულით, რომელიც ნაწლავის ზემოთაა მოთავსებული. აქვთ მსხვილი სისხლძარღვები — არტერია და აორტა. გამომყოფი სისტემა კოქსალური, ანტენალური და მაქსილარული ჯირკვლებია. ხმელეთის ფორმებისა — მალპიგის მილები და ცხიმოვანი ქსოვილი. ცალსქესიანები არიან. კარგად აქვთ განვითარებული გამოხატული სქესობრივი დიმოფორმიზმი. ზოგჯერ პართენოგენეზურად მრავლდებიან. ემბრიონული განვითარება ხშირად მეტამორფოზით მიმდინარეობს.