Top 10 similar words or synonyms for ფარფლები

ნესტოები    0.912164

ჩლიქები    0.906478

გამონაზარდები    0.902041

ნისკარტი    0.897445

კიდურებზე    0.891234

რქოვანი    0.890583

ბალნით    0.889030

ეშვები    0.888979

რქები    0.888520

სისხლძარღვები    0.886339

Top 30 analogous words or synonyms for ფარფლები

Article Example
ფარფლები ფარფლები — წყლის ცხოველების მოძრაობის ორგანოები. უხერხემლოთა შორის ფარფლები აქვთ მუცელფეხიან, თავფეხიან მოლუსკებს და ჯაგარყბიანებს, ხოლო თანამედროვე ხერხემლიანთაგან — მრგვალპირიანებს, თევზებს, ზოგიერთ ამფიბიას და ძუძუმწოვარს. მრგვალპირიანებს მხოლოდ ცალადი ფარფლები აქვთ (ზურგის და კუდის). თევზებს შორის განასხვავებენ წყვილად და ცალად ფარფლებს. წყვილადია წინა (მკერდის) და უკანა (მუცლის) ფარფლები. მათი ძირითადი ფუნქციაა თევზის მოძრაობის წარმართვა ვერტიკალურ სიბრტყეში (სიღრმის საჭე). ცალადია ზურგის, უკანა გასავლისა და კუდის ფარფლები. ზურგისა და უკანა გასავლის ფარფლები განაპირობენ თევზის მოძრაობის მიმართულების რეგულაციას, თუმცა ისინი ზოგჯერ დამატებით (მაგ. მსხვერპლის მიზიდვის) ფუნქციასაც ასრულებენ. კუდის ფარფლები მოძრაობის ძირითადი ორგანოა. ამფიბიებს შორის ცალადი ფარფლები (ჩონჩხს მოკლებული კანის ნაოჭების სახით), როგორც მუდმივი ან დროებითი წარმონაქმნები, აქვთ წყალში მცხოვრებ ლარვებს, აგრეთვე მოზრდილ კუდიან ამფიბიებს და უკუდო ამფიბიების ლარვებს. ძუძუმწოვართაგან ფარფლები აქვთ ვეშაპისნაირებსა და სირენებს. მათი ცალადი ფარფლები უჩონჩხოა, ხოლო მათ წყვილად ფარფლებს შინაგანი ჩონჩხი აქვთ და ისინი ყველა დანარჩენი ოთხფეხა ხერხემლიანის წინა კიდურების ჰომოლოგიურია.
სელაპები ყურებიან სელაპებს (Otariidae) ყურის პატარა ნიჟარები აქვთ, მათი წინა ფარფლები მოკლებულია ბრჭყალებს, უკანა ფარფლები წინისაკენ მოიკეცება და, ისე როგორც წინა ფარფლები, წარმოადგენს სხეულის საყრდენს ხმელეთზე მოძრაობისას. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ წყნარ ოკეანეში, სამხრეთში — ყველა ოკეანეში. მათ განეკუთვნება ზღვის ლომები (5 გვარი 5 სახეობით) და ზღვის კატები (2 გვარის 6 ან 9 სახეობა).
ყურებიანი სელაპები ყურებიანი სელაპები () — ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი ფარფლფეხიანების რიგისა. ყურის პატარა ნიჟარები აქვთ, მათი წინა ფარფლები მოკლებულია ბრჭყალებს, უკანა ფარფლები წინისაკენ მოიკეცება და, ისე როგორც წინა ფარფლები, წარმოადგენს სხეულის საყრდენს ხმელეთზე მოძრაობისას. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ წყნარ ოკეანეში, სამხრეთში — ყველა ოკეანეში. მათ განეკუთვნება ზღვის ლომები (5 გვარი 5 სახეობით) და ზღვის კატები (2 გვარის 6 ან 9 სახეობა). რეწვის ობიექტიებია (განსაკუთრებით ფასობს ზღვის კატის ბეწვი).
სელაპები ნამდვილ სელაპებს (Phocidae) ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.
მფრინავი თევზისებრნი მფრინავი თევზისებრნი () — თევზების ოჯახი სარღანისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვთ ძალიან გრძელი და ფართო მკერდის ფარფლები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან 10 მ-მდე აფრენა და 100 მ-ზე გადაფრენა. ეს ფარფლები წონასწორობის ფუნქციასაც ასრულებენ. წყალში მოძრაობის ორგანოა კუდის ფარფლი, რომლის ქვედა ლაპოტი ზედაზე გრძელია. ოჯახში 6 გვარის 60 სახეობაა. ბინადრობენ უმთავრესად ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. პეტრე დიდის ყურეში, სადაც ზაფხულში ზოგჯერ გვხვდება იაპონური მფრინავი თევზისებრნი (Cheilopogon heterurus) და ჩვეულებრივი გრძელფარფლა (Exocoetus volitans). იკვებებიან წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით. მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. ძირითადად იაპონიაში იჭერენ.
ფეხფარფლიანები ფეხფარფლიანები () — ზღვის თევზების რიგი. აქვთ სახეცვლილი მკერდის ფარფლები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ და თევზს სუბსტრატზე ხოხვის საშუალებას აძლევენ. ზურგის ფარფლის პირველი სხივი ზედა ყბასთან არის მიახლოებული და გარდაქმნილია „ანკესად“, რომლის ბოლოზეც „მისატყუებელია“ მოთავსებული. ფეხფარფლიანები ძირითადად მტაცებლები არიან. რიგში 225 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვერიგში: Lophioidei — 1 ოჯახით, Antennarioidei — 3 ოჯახით და მეანკესეები (Ceratioidei) — 10 ოჯახით.
მტევანფარფლიანები მტევანფარფლიანები () — ძვლიანი თევზების ჯგუფი. მათი მკერდისა და მუცლის ფარფლები გრუნტზე ცოცვასაა შეგუებული. აქვს 2 მოკლე ზურგის ფარფლი. მრავალ მათგანს კუდის ფარფლზე მესამე, მცირე ლაპოტი გააჩნია. მტკნარი წყლისა და ზღვის ცხოველებია. ცნობილია ქვედა დევონიდან. მათი უმრავლესობა მეზოზოურის დასასრულს ამოწყდა. თანამედრობე მტევანფარფლიანებიდან ცნობილია 1 სახეობა — ლატიმერია. ადრე მტევანფარფლიანებს შეცდომით აკუთვნებდნენ მრავალფარფლიანებს.
ნამდვილი სელაპები ნამდვილი სელაპები (Phocidae) — ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი, ფარფლფეხიანების რიგისა. მათ ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.
ზღვისფინიისებრნი ზღვისფინიისებრნი () — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი ზურგის ფარფლი, უმრავლესობას ყელზე განლაგებული მუცლის ფარფლები. ოჯახში 400-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებშია გავრცელებული. გავრცელებულია აგრეთვე შავ ზღვაში. ბინადრობენ სანაპირო წყლებში. მრავალი სახეობა ხმელეთზე ცოცვითა და ხტუნვით მოძრაობს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ზღვის კატა ზღვის კატა (Callorhinus ursinus), ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლფეხიანების რიგისა. სქესმწიფე მამლის სიგრძე 2,25 მ-მდეა, წონა 380 კგ-მდე, დედლის სიგრძე 1,6 მ-მდე, წონა 71 კგ-მდე. სხეული დაფარული აქვთ ორგვარი ბალნით: უხეში ფიცახითა და ნაზი ხშირი თივთიკით. ზრდასრული ცხოველი მორუხოა, ახალშობილი — შავი. აქვთ ყურის ნიჟარები. უკანა ფარფლები სხეულის ქვეშ იხრება და ხმელეთზე სიარულის დროს საყრდენია.