Top 10 similar words or synonyms for ფარულთესლოვანთა

ჭიქურები    0.871016

ცხიმებს    0.863398

მეორეულ    0.863337

საღებავ    0.862836

ინტრუზიულ    0.860386

დიგენეზური    0.859451

ულტრაფუძე    0.857712

პრიზმული    0.855189

ცილებს    0.853855

მორფოლოგიურად    0.852596

Top 30 analogous words or synonyms for ფარულთესლოვანთა

Article Example
მარცვლოვანნი მარცვლოვანნი ფარულთესლოვანთა ერთ-ერთი დიდი ოჯახია, განეკუთვნება კილებსაფრიანების რიგს (Glumiflorae). შეიცავს 620-ზე მეტი გვარის 10000-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში არქტიკიდან ანტარქტიკამდე.
მრავალნაყოფიანები მრავალნაყოფიანები (Polycarpicae) — ორლებნიანთა კლასის ფურცლებგანცალკევებულ მცენარეთა რიგი. აერთიანებს 20-ზე მეტ ოჯახს. მ. შ. ძირითადია: მაგნოლიისებრნი, ანონისებრნი, ჯავზისებრნი, დაფნისებრნი, კოწახურისებრნი, ბაიისებრნი და სხვა. ამ რიგის ხეებს, ბუჩქებს, ბალახებს (იშვიათად ლიანებს ან წყლის მცენარეებს) აქვთ ორსქესიანი, სიმეტრიული, სპირალური (აციკლური), იშვიათად ნახევარწრიული (ჰემიციკლური) ან წრიული (ციკლური) ყვავილები, მრავალი მტვრიანა და ბუტკო, თავისუდალი, ჩვეულებრივ მრავალი ნაყოფფოთოლი. მრავალნაყოფიანების უძველეს წარმომადგენლებს მარტივი ანატომიური აგებულება აქვთ. სისტემატიკოსთა ნაწილი მრავალნაყოფიანებს განიხილავს ფარულთესლოვანთა პრიმიტიულ ჯგუფად, რომელიც ახლოს დგას ფარულთესლოვანთა წინაპრებთან.
ლაფანი (ქსოვილი) საცრიანი მილების უჯრედების ურთიერთდამაკავშირებელი გათხელებული კედლები საცერივითაა დასვრეტილი. საცრიანი მილების პროტოპლასტებში ბირთვი ადრე კვდება და ციტოპლაზმა თავისუფლად ატარებს ორგანულ ნივთიერებებისა და მინერალური მარილების წყალხსნარებს. ფარულთესლოვანთა საცრიან მილებს თან ახლავს თანამგზავრი უჯრედები.
მეგასპორა მეგასპორა (მეგა... და ბერძნ. spora — თესვა, ნათესი, თესლი) — სპორა, რომლიდანაც ვითარდება მდედრობითი წინაზრდილი (შიშველთესლოვანთა პირველადი ენდოსპერმი, ფარულთესლოვანთა ჩანასახის პარკი). მეგასპორა წარმოიქმნება მეგასპოროციტის დაყოფით. ზოგიერთი გვიმრანაირის (ლეპიდოდენდრონები, მრავალი სელაგინელა, სალვინია) მეგასპორა შიგ მეგასპორანგიუმშივე ღივდება და მდედრობით წინაზრდილად იქცევა, ზოგის მეგასპორა კი (მარსილია, ზოგი სელაგინელა) — მეგასპორანგიუმის გარეთ. თესლოვანი მცენარეების მეგასპორა ღივდება ნუცელუსში — თესლკვირტის ცენტრალურ ნაწილში.
შროშანისებრნი ქვემოთ მოცემული გვარები ისტორიულად კლასიფიცირებულნი იყვნენ შროშანისებრთა ოჯახში. ერთლებნიანთა კლასიფიკაცია საგრძნობლად იქნა გადასინჯული ბოლო წლებში და ზოგიერთმა ახალმა სისტემამ ეს გვარები სხვა ოჯახებს მიაკუთვნა. ფრჩხილებში მოყვანილია ფარულთესლოვანთა ფილოგენეტიკური ჯგუფის (ფფჯ) მე-3 სისტემის მიხედვით სხვა ოჯახებში (ანდა რიგებში ან ქვეოჯახებში) გადაყვანილი გვარები.
ყვავილოვანი მცენარეები ნასკვის კედლებზე ვითარდებიან თესლკვირტები. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — "ფარულთესლოვანები". ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ფარულთესლოვანს სახეობათა უდიდესი უმრავლესობის (295) სამშობლო აღმოსავლეთი აზია და ჰიმალაია. ინდო-ჩინეთის და ჰიმალაის ფლორისტიკული ოლქის სახეობებს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში , როგორც ძველი ასევე ახალი ინტროდუქციით 51,9% უჭირავს. 115 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებია, რაც 20,0% შეადგენს. კავკასიური სახეობებია 34, ანუ 5,6%. დანარჩენი ფლორისტიკული ოლქები ყვავილოვან მცენარეთა სახეობების უფრო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. მათგან ხმელთაშუაზღვეთის მცენარეებს უჭირავს 17 სახეობა, რაც ფარულთესლოვანთა სახეობების 3,0%-ს შეადგენს. ევროპული სახეობებია 15 ანუ 2,7%. 10 სახეობის სამშობლო მცირე აზიაა - 1,8%. 7 სახეობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მკვიდრია და მხოლოდ 3 სახეობაა ავსტრალიური წარმოშობის.
ნამარხი მცენარეები ვარაუდობენ, რომ ხმელეთის მცენარეები პირველად კამბრიულ პერიოდში გაჩნდა. დევონური პერიოდის დასაწყისში აღინიშნა უმაღლესი სპოროვნების უძველესი წარმომადგენლების ფსილოფიტების მრავალფეროვნება და სიჭარბე, რასაც შემდგომში გვიმრანაირებისა და პრიმიტიული შიშველთესლოვანების - პტერიდოსპერმების წარმოქმნა მოჰყვა. გვიმრანაირები გაბატონდნენ დევონური პერიოდის ბოლოს და ფართოდ გავრცელდნენ კარბონულ პერიოდში. წიწვოვანები და საგოვნები პერმული პერიოდის ან კარბონული პერიოდის ბოლოს გაჩნდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფარულთესლოვან მცენარეთა წარმოშობის საკითხი. მათი ნაშთები ნაპოვნია ქვედაცარცულ ნალექებში, თუმცა ზედაიურულ ნალექებში აღმოჩენილი ზოგიერთი მტვრის მარცვალი მართლაც ფარულთესლოვნებს განეკუთვნება. ფარულთესლოვნების ნაყოფები პირველად საფრანგეთისა და კალიფორმიის ნეოკომურ ნალექებში აღმოაჩინეს, ხოლო ფოთლების ანაბეჭდები ბარემულზე უფრო ძველ ნალექებში არ არის ნაპოვნი. მომდევნო დროის ნალექებში სხვა მცენარეებთან შედარებით ფარულთესლოვანთა სისტემატიკური მრავალფეროვნება და სიუხვე იმაზე მეტყველებს, რომ მათი ფართო ექსპანსია გვიანდელი ცარცული ეპოქიდან დაიწყო. დღეს ფარულთესლოვნები გაბატონებული ჯგუფია. უმაღლესი სპოროვნებისა და შიშველთესლოვნების უმეტესობა კი გადაშენებულ კლასებსა და ოჯახებს განეკუთვნება, თუმცა მეზოზოური ერიდან ცნობილი ზოგიერთი გვარი ამჟამადაც არსებობს, მაგ., გვიმრანაირებიდან Gleichenia, შიშველთესლოვანებიდან Gingko. შუაცარცული ეპოქის ბოლოსა და გვიანდელი ცარცული ეპოქიდან დადგენილია ფარულთესლოვანთა ისეთი ოჯახების არსებობა, როგორიცაა Magnoliaceae, Geratophylaceae. მესამეულ დროში უკვე ჩამოყალიბდა ამჟამად არსებულ მცენარეთა თითქმის ყველა გვარი, თუმცა სახეობათა შემადგენლობა განსხვავებულია. თანამედროვე სახეობები გამოჩნდა მხოლოდ ნეოგენური პერიოდიდან, ხოლო მის დასასრულს — პლიოცენურ ეპოქაში — მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მესამეული პერიოდის II ნახევარსა და მეოთხეულ პერიოდში უმთავრესად მიმდინარეობდა თანამედროვე სახეობათა ჩამოყალიბება და უძველეს მცენარეთა გადაშენება. უძველეს მცენარეთა ნაწილი დღეისათვის შემორჩა არა მარტო როგორც გეოგრაფიული, არამედ ფილოგენეზური და ეკოლოგიური რელიქტი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანის (Sequoia, Metasequoia, Taxodium, Cryptomeria, Athrotaxis და სხვა) თანამედროვე არეალების (ჩრდილოეთ ამერიკა, ჩინეთი, იაპონია, ტასმანია...) გარეთ არსებობს ბოლო კვალი ჯერჯერობით მხოლოდ კოლხეთშია აღმოჩენილი. თანამედროვე იერი მცენარეულმა საფარმა გამყინვარების ეპოქის ბოლოს მიიღო. განამარხებულ მცენარეთა თანამიმდევრული შესწავლა უძველესი დროიდან მეოთხეულ პერიოდამდე ადასტურებს მცენარეული სამყაროს ევოლუციას.