Top 10 similar words or synonyms for ფარიბურზ

კავად    0.882093

მასუდ    0.881686

ქილიჩ    0.875685

წათე    0.862802

არსლან    0.859619

სეფი    0.854213

იაზიდ    0.851012

ფერჰად    0.849634

მანისის    0.846659

სალარი    0.845696

Top 30 analogous words or synonyms for ფარიბურზ

Article Example
ფარიბურზ I იგი ითვლება დიპლომატიური უნარების მქონე მმართველად, რომლის სამეფოც მუღანის ვაკიდან კუმიკამდე და ალანიამდე იყო გადაჭიმული.
ფარიბურზ I 1067 წლის მარტში, გიორგის უცნობი ძე ფარიბურზის წინააღმდეგ აჯანყდა და დასქარათ ალ-ჰუსეინის ციხე აიღო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, იგი კახეთ-ჰერეთის მეფეს — აღსართან I-ს დაუთმო. შირვანშაჰმა ციხის დასაბრუნებლად გაილაშქრა, მაგრამ ვერ შეძლო და შემახაში დაბრუნდა. ამავე წლის განმავლობაში, ყარა-თეღინი კიდევ ერთხელ ჩავიდა შირვანში, მაგრამ ამჯერად მშვიდობიანი მისიით — მან ფარიბურზ იბნ სალარის ბიძის — ქუბადის ასული შეირთო ცოლად. 1067 წლის ივნისში, ლაშქარსითანი ქაბალასთან ახლოს მოკლეს, ხოლო ოქტომბერში, ფარიბურზ I-ის მამიდა — შამქუია გარდაიცვალა.
ფარიბურზ I 1063 წლის 20 თებერვალს, ფარიბურზ I-ის მამა — შირვანშაჰი სალარი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, შირვანის მომდევნო მმართველი ფარიბურზი გახდა. სალარის მმართველობამდე, სამეფოს დიდი ნაწილი უკვე მისი კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული. 1063 წლის მარტში, შედადიანმა მმართველმა — აბუ ლ-ასვარ შავურ I-მა დაიპყრო მისი სამფლობელოები, აიღო ქუილამიანის ციხე და შემდეგ არანში დაბრუნდა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იგი შირვანში დაბრუნდა და დაარბია. შირვანელები, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ, აბუ ლ-ასვარ შავურ I-მა დაამარცხა, მათი ძირითადი ნაწილი დაატყვევა და მათი ქონება მიითვისა. შემდეგ, შედადიანმა მმართველმა შირვანის დედაქალაქზე — შემახაზე გაილაშქრა.
ფარიბურზ I 1071 წლის ნოემბერში, ალფ-არსლანმა საკუთარი მონა — იაღმა დერბენტის მმართველად დანიშნა. როდესაც იაღმა ქალაქში ჩავიდა და წაიკითხა წერილი, რომლის მიხედვითაც, იგი სელჩუკმა მმართველმა დერბენტის მმართველად დანიშნა, ფარიბურზს არაფრის გაკეთება არ შეეძლო. საკუთარი ვაჟი და მოხელეები ქალაქგარეთ გაგზავნა. იაღმამ შირვანშაჰს მასკატის დათმობა მოსთხოვა, რაც მალე შესრულდა. ამავე წელს, გუზდაჰამი შეკში გარდაიცვალა და შემახაში დაკრძალეს. 1072 წელს, ფარიბურზმა ალიანსი შექმნა აბუ ლ-ასვარ შავურ I-ის შვილთან — ფადლონ იბნ შავურთან. მათ ერთად აიღეს მალუღის ციხე, რომელიც ადრე აღსართან I-მა აიღო. 15 დეკემბერს, ალფ-არსლანი გარდაიცვალა და მცირეხნიანი დინასტიური ომის შემდეგ, სელჩუკი მმართველი მისი შვილი — მალიქ-შაჰ I გახდა.
ფარიბურზ I არღარმა მოჩვენებითად იმოქმედა და ფარიბურზი დაარწმუნა, რომ მას დაპატიმრება აპატია, შემდეგ კი — არმია მოამზადა, შირვანი დაიპყრო და მისი ქალაქები გაძარცვა და გაანადგურა, თუმცა, იგი მალიქ-შაჰმა აიძულა, რომ აღედგინა ის, რაც გაანადგურა, რაც მან 1075 წელს შეასრულა. ამავე წლის განმავლობაში, შირვანშაჰმა ლეზგისტანის ძირითადი ტერიტორია დაიპყრო.