Top 10 similar words or synonyms for უხეიროს

ანტიოპეს    0.853922

რემუსის    0.831246

ქვრივზე    0.827913

ბოროტის    0.827908

რევისა    0.825119

ნაჩუქარ    0.823431

ოსგუდის    0.821883

გააგდებს    0.820330

ახრჩობდა    0.820288

ჭაბუკის    0.819459

Top 30 analogous words or synonyms for უხეიროს

Article Example
წაწლობა თუ ახალგაზრდა ვაჟი ან ქალი ფშავში არ წაწლობს მას „მწერელ ჩვილს“ უწოდებენ ე. ი. ბეჩავ-უხეიროს. მათი შეხედულებით ვაჟი ან ქალი „ილეთი“ უნდა იყოს, რომ თავის გარეგნულ სილამაზესთან ერთად, კარგი ქცევით, დარდიმანდობით და მოლხენით წაწლებს იზიდავდეს.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა აიეტის სამეფო კოსმოსი იყო მანამ, სანამ ზღვა ერთი ნაბიჯით უკან დაიხევდა. ზღვის უკუსვლით იწყება იმ მოწესრიგებული სივრცის რღვევა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ჰარმონიასთან, სიკეთესთან, ბედნიერებასთან, ე.ი. დადებით საწყისთან. რომანის სიმბოლოებისათვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რათა შევნიშნოთ, რომ მათი ნაწილი დადებითია, ნაწილი კი – უარყოფითი. ამასთან, დადებითი სიმბოლოები (დარიაჩანგის ბაღი, შავთვალება მალალო, ბახას სარდაფი, ბოჩია, ოქრომჭედლების უბანი…) ძველი ვანის ატრიბუტებია, ხოლო უარყოფითი (ოყაჯადოს სასახლე თავისი ცუცათი და კამათი, უხეიროს დარღვეული ოჯახი, კუსას სახლი თავისი გემბანისხელა საწოლითა და უნაყოფო ცოლით) – ახალი ვანისა.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ფარნაოზს ოჯახი შეცვლილი დახვდა. უხეირო 5 წლის მკვდარი იყო. კუსას ახალი ცოლი ზიარა შეერთო. ხოლო ოჯახს პოპინა და ქალუკა(ფილამონეს დედა და უხეიროს მსახური) უძღვებოდნენ. პოპინა სიხარულით შეეგება ძმას და ოჯახის შესახებ მოუყვა. საღამოს კუსა და ზიარა მოვიდნენ. ზიარა ერთი ობოლი გოგო იყო, რომელიც მეზობლებმა გაზარდეს. შემდგომ კი კუსას სიმპათია დაიმსახურა და ცოლად გაჰყვა, თუმცა შვილს ვერ აჩენდნენ. ყოველ მშობიარობაზე მკვდარი ბავშვი იბადებოდა, რაც კიდევ უფრო აბოროტებდა კუსას. სადილისას კუსამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ამხელა ოჯახს მარტო პატრონობდა და თანაც ფარნაოზის გასაგონად დაამატა, რომ მისი წონა ფული ჰქონდა. ფარნაოზი დაპირდა, რომ სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ოჯახს გვერდში ამოსდგომოდა. იმ ღამეს ფარნაოზს მშობლები ესიზმრა. მეორე დილით პოპინას აუწყა, რომ მშობლები მსაყვედურობენ რატომ არ ვნახულობო. ფარნაოზი ოჯახის გარეშე წავა საფლავებზე, თუმცა მას კუსა დაედევნება და წაყვება. კუსა უხეიროზე დადებითად ილაპარაკებს, რაშიც ფარნაოზს ეჭვი შეეპარება და გაეცინება. კუსა მის გასამწარებლად ინოსთან წასვლას შესთავაზებს, რაზეც ფარნაოზი გაბრაზდება და მის არარსებულ საფლავთან გაიქცევა და ამოთხრის. მერე დედალუსს გაიხსენებს და შეეხვეწება, რომ ფრენა ასწავლოს.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ფარნაოზი მუმდმივ შიშში ცხოვრობდა. ყოველი ოჯახური სადილი, რომლის დროსაც კუსასთან საუბარი უწევდა, მისთვის დამთრგუნველად მოქმედებდა. ერთ ასეთ დღეს კუსამ, როგორც მეფესთან შეკრულმა კაცმა გამოსცადა თავისი ბიძა და კითხა, მეფის ჩამოგდების შესახებ. ფარნაოზმა შეკითხვას პასუხი აარიდა და გამოქვაბულში დაბრუნდა. აქ მას თხა დახვდა, რომელიც მოწველა და თავისთან დატოვა. ფარნაოზს ყოველდღე მიჰყავდა პატარა უხეირო დარიაჩანგის ბაღში და ზღაპრებს მოუთხრობდა. ოყაჯადო კი ვერ მართავდა კარგად სამეფოს და დედამისს მუდმივად ეკითხებოდა რჩევას. მისი რჩევით კი დიქტარურას და საზოგადო დასჯებს მოუმატა. ხალხში შიშმა დაისადგურა და სახლებში გამოიკეტა. დრო გადიოდა და ხალხი ბერდებოდა. გარდაიცვალა ბოჩია, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ხნიერი მოხუცი იყო ვანში. უცებ ქალაქში ამბავი გავარდა:ქვისმთლელი ფარნაოზის ბიჭი ტაძრის გუმბათზე აიპარა,ხელები ფრთებივით გაშალა და გადმოხტაო. ფარნაოზმა ყველაფრის იმედი დაკარგა და მღვიმეში წავიდა, ჩაწვა ღრმულში და სიკვდილს ელოდებოდა. უხეიროს ამბავი მეფემდეც მივიდა და ბავშვის მშობლების დასჯა გადაწყვიტა. კუსამ საკუთარი თავის გადასარჩენად ოყაჯადოს ყველაფერს მოუყვა. ფარნაოზი ღრმულიდან გამოიყვანეს და ქალაქის კედელთან დაკიდეს, სადაც რამდენიმე დღე გაატარა და გარდაიცვალა. სიკვდილის ბოლოს კი დარიაჩანგის ბაღი და მისი მეგობრის, დედალუსის შვილი – იკაროსი დაინახა.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა დრო გავა. ფარნაოზი გაიზრდება. შავთვალება მალალო თავის შვილს, ინოს სახლში გამოკეტავს და ფარნაოზის ნახვას აუკრძალავს. მალე ისიც დედამისისის და მისი დების გზას დაადგება. ფარნაოზი ეცდება დაივიწყოს ინო, ქვისგან მის თავს გააკეთებს და არარსებულ საფლავს გამოუგონებს. ფილამონე მამობას შეუშინდება და ქალაქიდან გადაიხვეწება. პოპინა გააჩენს ვაჟს და კუსას დაარქმევს. კუსას მუდმივად აწუხებს სირცხვილის გრძნობა, რომ კანონიერი შვილი არაა და მამა არ ყავს. მაგრამ დააფასებს დედამისის ქმედებას, რომ ის ჯერ კიდევ ჩვილი მდინარეში არ გადააგდო. ამის მიუხედავად კუსა მაინც გაბოროტებული და ბოღმიანი გაიზრდება. მოიყვანს მდიდარი ღვინის ვაჭრის ბახას შვილს – პატუს. ისიც ანგარებით, რადგან ბახა ორსართულიან სახლს უსაჩუქრებს სიძეს. თუმცა ქორწინების პირველ ღამეს, მეუღლის მკლავებზე გადაკიდული, სიმამრის ლანძღვა-გინებაში გაატარებს, რადგან მისგან უფრო მეტს მოელოდა. კუსა ცოლისგან უკმაყოფილო იქნება და მალალოს საროსკიპოში დაიწყებს სიარულს, სადაც ინოს და ბიძამისის, ფარნაოზის ამბავს გაიგებს. ამის შემდეგ კუსა ბიძასაც გადაეკიდება და ურჩევს ინო ცოლად მოიყვანოს, მიუხედავად მისი მდგომარეობისა. ფარნაოზი კი ვერაფერს აწყობს და მისი ცხოვრება ძალიან ცუდად აეწყობა კუსასგან განსხვავებით, რომელიც მეფის სამსახურში ჩადგება და ქონებასაც მოაგროვებს. ვაჭარი ბახას დაღუპვის შემდეგ, მთელი ქონება მას დარჩება. ფარნაოზი უხეიროს დაემშვიდობება და გადაწყვეტს დროებით დატოვოს სამშობლო.