Top 10 similar words or synonyms for უშველებელი

ბრუნავენ    0.634629

პანგეას    0.634237

აწონასწორებს    0.627696

კვებავს    0.622718

პრეისტორიულ    0.616674

ნისლის    0.615174

იმპერფექტის    0.611668

ამობურცულია    0.608315

ფორმირდებიან    0.606691

ცემენტაცია    0.606488

Top 30 analogous words or synonyms for უშველებელი

Article Example
დავით IV აღმაშენებელი საინტერესო თქმულებაა შემორჩენილი დავითის მიერ გელათის აგების თაობაზე. აქ თვით მეფის მშენებლობაში მონაწილეობაა ნაჩვენები. „გელათის აგებაზე, — გვაუწყებს თქმულება, — მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია. მდინარე წყალწითელადან თავისი ხელით ამოუტანია ორი უზარმაზარი ქვა და მონასტრის სამხრეთ-დასავლეთის ყურეში დაუტანებია. ერთ მათგანზე დღემდე არის ვითომ დავითის მიერ გაკეთებული მზის საათი. დარუბანდიდან ჩამოუტანია უშველებელი კარი და მონასტრის გალავნისათვის შეუბამს“.
უცხო (უცხოს ფრენჩაიზი) ფილმის ახალ ნაწილში (2007) ე.წ. პრედელიანი (Predalien), რომელიც ფილმის რეჟისორების განმარტებით წარმოადგენს გარდამავალ რგოლს დედა ფეისჰაგერსა და ზრდასრულ უცხოს შორის, ორალური გზით, ფეისჰაგერის მსგავსად, ათავსებს მსხვერპლის ორგანიზმში უცხოს ემბრიონებს. რეჟისორების განმარტებით, ესაა ერთგვარი თავდაცვის მანევრი. პრედელიანი ცდილობს უცხოების არმიის შექმნას ამ გზით, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში, დედა უცხო უშველებელი კვერცხსადების გამო დაუცველია და შესაბამისად მომავალი თაობის განადგურების შანსი მეტია.
ური ური დაარსდა ჩვ.წ.აღ.-მდე მე-5 ათასწლეულში, ხოლო მისი აყვავების ხანად ითვლება მე-3 ათასწლეულის დასაწყისი ჩვ. წ.აღ.-მდე, ე.წ. ადრე დინასტიული პერიოდი (3000 — 2400 ძვ.წ.აღ.). XXIV-XXII ს.ს. ემორჩილებოდა მეზობელ ქალაქ-სახელმწიფოებს. მცირე დროით დაცემის შემდეგ ურმა კვლავ აყვავება განიცადა მესამე დინასტიის მმართველობის ხანაში (ძვ.წ.აღ. XXI ს.), როდესაც ის იქცა შუმერისა და აქადის სამეფოს დედაქალაქად. ამ დინასტიის დამაარსებელმა ურ-ნამუმ ააგო მთვარის ღვთაების ნანუს სახელობის უშველებელი ზიქურათი.
პანიპატის ბრძოლა (1526) ბაბურმა წარმატებით გამოიყენა საველე არტილერია, რომლის ხმამ შეაშინა მტრის სპილოები და მათ თავიანთი ჯარის გადათელვა დაიწყეს, რითიც არეულობა შეიტანეს იბრაჰიმ ლოდის ჯარში. ბაბურის სამხედრო ხერხი მტრის ალყაში მოქცევა და განადგურება იყო, მაგრამ იბრაჰიმ ლოდის უზარმაზარი ჯარის წინაშე ეს რთული იქნებოდა. ბაბურის ჯარი ფლანგებიდან უტევდა მტერს, ხოლო ცენტრიდან არტილერია ესროდა ინდოელთა რიგებს. პანიპატის ბრძოლაში ბაბურის ზარბაზნებმა მთავარი როლი იტვირთეს და დელის სულთნის უშველებელი არმია დაამარცხეს. იბრაჰიმ ლოდი ბრძოლაში დაიღუპა მრავალ თავის მებრძოლთან და სარდლებთან ერთად.
პერსევსი მართალია, აკრისიოსი განერიდა, იმას ვისი ხელითაც სიკვდილი ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ თავის წერას მაინც ვერ ასცდა: ერთხელაც ტევტამიდოსმა, რომლის სამეფოსაც აკრისიოსმა თავი შეაფარა, თამაშობა-შეჯიბრებები გამართა. მათში პერსევსიც მონაწილეობდა და მისგან გატყორცნილი დისკო შემთხვევით მოხვდა პაპამისს და იმსხვერპლა. პერსევსი ძალიან დაღონდა, მან აკრისიოსი დიდი პატივით დაკრძალა ათენას ტაძარში. ამ შემთხვევის შემდეგ, არგოსში გმირი ვეღარ გაჩერდა და მან თავისი სამეფო გაუცვალა თავის ნათესავს, ტირინსის მეფეს, პროიტოსის ძეს, მეგაპენთესს. პერსევსს მიეწერა ქალაქ მიკენის დაარსება, რომლის უშველებელი კედლები, ისევე როგორც ტირინსისა, გოლიათი კიკლოპების ხელით იყო აშენებული.
ჟირაფისებრნი ზოგიერთის აზრით, ჟირაფის სხეულის უჩვეულო ფორმა და უშველებელი ზომა მას პრობლემას უნდა უქმნიდეს. ჟირაფის დიდი სიმაღლისა და გრძელი კისრის გამო სისხლის მიწოდების რეგულირება სხეულის ყველა ნაწილში შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს. როდესაც, მაგალითად, ჟირაფი თავს მიწამდე დაბლა ხრის, მიზიდულობის ძალამ უნდა გამოიწვიოს თავისთვის სისხლის დიდ ნაკადად მიწოდება და ტვინში ჩაქცევა. როცა ჟირაფი თავს მაღლა სწევს, სისხლი გულს უნდა აწვებოდეს და ცხოველს გონებას აკარგვინებდეს. მაგრამ ეს ასე არ ხდება.
ჰობიტი (რომანი) სიუჟეტში სხვადასხვა მნიშვნელობის პერსონაჟი მონაწილეობს, როგორებიც არიან სხვა ჯუჯები; ელფების ორი სხვადასხვა სახეობა - როგორც მხიარული, ასევე მებრძოლი; ადამიანები; კაციჭამია ტროლები; ლოდების მსროლელი გოლიათები; გამოქვაბულის ბოროტი გობლინები; ტყის მოლაპარაკე ობობები; უშველებელი და გმირული, ასევე მოლაპარაკე არწივები; ბოროტი მგლები, ანუ ვარგები, გაერთიანებული გობლინებთან; ბრძენი ელრონდი; გოლუმი, უცნაური არსება, რომელიც მიწისქვეშა ტბასთან ცხოვრობს; ბეორნი, მაქცია, რომელიც დათვის ფორმით ჩნდება და მშვილდოსანი ბარდი, მკაცრი, მაგრამ კეთილშობილი მოისარი ტბისპირა-ქალაქიდან.
სოლომონ მეფე მეფე სოლომონმა დიდი რაოდენობით სპილენძი გამოიყენა იერუსალიმის ტაძრის მოსაწყობად. სპილენძის დიდი ნაწილი მამამისმა, დავითმა, სირიიდან ნადავლად წამოიღო . სპილენძის ზღვა უშველებელი აუზი იყო, საიდანაც მღვდლები წყალს დასაბანად იღებდნენ. აუზის ტევადობა დაახლოებით 66 000 ლიტრი იყო, წონა კი შესაძლოა 30 ტონა (1 მეფეები 7:23—26, 44—46). ტაძრის შესასვლელთან ორი უზარმაზარი სპილენძის სვეტი იდგა. ისინი ღრუიანი იყო, მათი სისქე 7,5 სანტიმეტრი, დიამეტრი 1,7 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი იყო. ორივე სვეტს 2,2 მეტრი სიგრძის ბუღაური ედგა. მართლაც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სპილენძი გამოიყენეს აუზისა და სვეტების ჩამოსასხმელად.
ბონობო ბონობოები მხოლოდ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მცირე ნაწილში ბინადრობენ. მათი გავრცელების არეალი დასავლეთიდან ცენტრალურ აფრიკამდეა.ისინი ცხოვრობენ Congo Basin-ში, რომელიც უშველებელი, თითქმის სამი საფრანგეთისხელა ტყეა. კონგოს რესპუბლიკა შეიცავს ორ მდინარეთა სისტემას, რომლებიც მსახურობენ ეფექტურ გეოგრაფიულ ბარიერად მაიმუნებისა, რადგან ისინი ვერ ცურავენ.მდინარით გამოყოფილი ბონობოები მდინარის მარცხენა ნაპირზე ცხოვრობენ, ხოლო შიმპანზეები და გორილები მარჯვენა ნაპირზე. მდინარის სახით შექმნილი ბარიერი ბონობოებს საშუალებას აძლევს კვების ჯაჭვის თავში მოექცნენ და არ ჰქონდეთ დაპირისპირებები სხვა პრიმატებთან ტერიტორიის გამო.ბონობოები ძირითადად დასახლებულნი არიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბარის ე.წ წვიმის ტყეებში, კონგოსა და კასაის მდინარეებს შორის. მათი საცხოვრებელი არეალი არის ლუალაბას მდინარიდან აღმოსავლეთით, კასაი და სანკურუს მდინარეებამდე სამხრეთით, ხოლო დასავლეთით სოფელ ბოლობომდე. მათი დასახლების ფართობი შეადგენს 500,000 კვადრატულ კილომეტრს. ბონობოები ცხოვრებენ პატარა ჯგუფებად ძირითადად მდინარის მახლობლად.  გაბნეულად ცხოვრების გამო მამრების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე მდედრებისა. პოპულაციური გენეტიკების კვლევის საფუძველზე მეცნიერები ამბობენ, რომ ბონობოების პოპულაციას აქვს სტაბილური პოპულაციური ისტორია. დღესდღეობით არ არსებობს ბონობოების რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, მაგრამ ვარაუდობენ რომ მათი რიცხვი შეადგენს 29,500 დან 50,000 მდე.