Top 10 similar words or synonyms for ტრუბადური

ტრავიატა    0.919270

დეზდემონა    0.916136

ტოსკა    0.913156

მოდილიანი    0.905459

ჟულიენ    0.904456

ჯოაკინო    0.904042

ჰექტორ    0.902201

რამფისი    0.902177

აიდა    0.901955

პუჩინის    0.899152

Top 30 analogous words or synonyms for ტრუბადური

Article Example
ტრუბადური (ოპერა) სურათი მეორე. სამლოცველო ციხე-სიმაგრეში. მანრიკო და ლეონორა მზად არიან წავიდნენ საკურთხეველში. შემორბის რუისი და აცხადებს, რომ გრაფმა აზუჩენა შეიპყრო და მის დასჯას აპირებს. მანრიკო რუისთან და თავის მეომრებთან ერთად აზუჩენას დასახსნელად მიიჩქარის. ისმის იარაღის ხმაური. ლეონორა სასოწარკვეთილია.
ტრუბადური (ოპერა) ტრუბადური () — ჯუზეპე ვერდის 4-მოქმედებიანი ოპერა, დაწერილი სალვადორე კამარანოს ლიბრეტოზე. პრემიერა 1853 წლის 19 იანვარს შედგა რომის თეატრ «აპოლოში». «ტრავიატასთან» და «რიგოლეტოსთან» ერთად «ტრუბადური» ვერდის ერთ-ერთ დიდ ნამუშევრად ითვლება, რომელიც 1850-იან წლებში შექმნა.
ტრუბადური (ოპერა) «მოხუც დი ლუნას ჰყავდა ორი ვაჟი. ერთხელ ღამით, როდესაც ციხე-სიმაგრეში ყველას ეძინა, უმცროს ვაჟის ოთახში შეიპარა ბოშა ქალი და მოაჯადოვა იგი. ბოშა ქალი გააგდეს, თუმცა იგი ყველას არწმუნებდა, რომ პატარას ბედნიერება ელოდა. მალე ბავშვი დაავადმყოფდა და თვალსა და ხელს შუა ჭკნებოდა. ჯადოქარი დაიჭირეს და კოცონზე დაწვეს. მისმა ქალიშვილმა კი, ახალგზარდა ბოშამ, იზუჩენამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა დედის გამო. დაწვის ღამეს მან თავისი შვილით შეაღწია სასახლეში, მოიპარა გრაფის ჩვილი აკვნიდან და ჩააგდო ცეცხლში, რომელშიც იწვოდა დედამისი. ამის შემდეგ მოხუც გრაფს დიდხანს არ უცოცხლია და სიკვდილამდე არ სჯეროდა შვილის დაღუპვა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟს დაუბარა შური ეძია ძმისთვის. ამ დროიდან იგი ყველგან ეძებს ბოშა ქალს, თუმცა უშედეგოდ». ფერნანდო ამატებს, რომ მოხუცი ჯადოქრის სული ჯერ კიდევ დაეხეტება და სხვადასხვა სახეს იღებს. ზარი რეკს შუაღამით, შეშინებული ჯარისკაცები და ფერნანდო გადიან.
ტრუბადური (ოპერა) სურათი მეორე. ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად აღიკვეცება და როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, ხოლო გრაფს გზაზე მანრიკო გადაეღობება თავისი მეგობრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.
ტრუბადური (ოპერა) ვერდიმ ამ ოპერის დაწერა «ლუიზა მილერის» დამთავრებისთანავე ჩაიფიქრა. 1850 წლის 2 იანვარს გაგზავნილ წერილში, იგი კამარანოს თხოვს, რომ დაწეროს ლიბრეტო ესპანელი დრამატურგის ადრიანო გარსია გუტერესას (1813―1884) დრამაზე «ტრუბადური». კამარანოს მაშინვე არ უპასუხია, ვინაიდან მას აწუხებდა სიუჟეტი, რომელსაც ფიქრობდა რომ ცენზურა ამორალურად ჩათვლიდა. ამავე დროს ვერდი 1851 წელს ამთავრებს რიგოლეტოზე მუშაობას, კვლავ სთხოვს კამარანოს პასუხს. საბოლოოდ 1851 წლის აპრილში კამარანო უგზავნის კომპოზიტორს ლიბრეტოს ერთ ვარიანტს, მაგრამ ვერდის იგი არ მოსწონს. ახალ ტექსტზე მუშაობის დასრულება კამარანომ ვერ მოასწრო, რადგან 1852 წლის ზაფხულში იგი გარდაიცვალა და დანატოვარი სამუშაოს შესრულება საკუთარ თავზე პოეტმა ლეონე ბარდარემ აიღო. თავისი მეგობრის, კამარანოს სიკვდილით შეძრწუნებული ვერდი მაინც აგრძელებს ოპერის წერას და მასზე მუშაობას 1852 წლის ბოლოს ამთავრებს.