Top 10 similar words or synonyms for ტრანსვესტიზმი

synthese    0.909523

tero    0.906194

ateneul    0.905076

riga_    0.904169

nördlingen    0.902057

ფლეგმატიკი    0.901487

hofburg    0.901307

ցաղաց    0.897960

ველფები    0.897819

meiner    0.897269

Top 30 analogous words or synonyms for ტრანსვესტიზმი

Article Example
ტრანსვესტიზმი ტრანსვესტიზმი (ტრანსვესტიტი) — დამამცირებელი ტერმინი, (იხ. ქროს-დრესინგი - ქროს დრესერი) საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაკენ სწრაფვა. დიდი ხნის განმავლობაში მას უკავშირებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჰომოსექსუალობას, ამასთან აქტიურს ქალებთან და პასიურს – მამაკაცებთან. ამიტომ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალობა კანონით იდევნებოდა, ტრანსვესტიზმი ითვლებოდა ამორალურ და დანაშაულებრივ მოვლენად. თანამედროვე თვალსაზრისით, ტრანსვესტიზმი – არაერთმნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ტარების მოტივები შეიძლება იყოს არსობრივად სხვადასხვა. ნამდვილი ტრანსვესტიზმი წარმოადგენს პერვერსიას, რომლის დროსაც საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმა იწვევს სექსუალური სიამოვნების განცდას, მაგალითად, მამაკაცებში ძლიერ სექსუალურ აღგზნებას ქალის თეთრეულის, კაბის, წინდების და ა.შ. ჩაცმის დროს. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს სარკის წინ საკუთარი სხეულის ფერება და ონანიზმი.
ფეტიშური ტრანსვესტიზმი როგორც წესი, ფეტიშისტი ტრანსვესტიტის გადაცმას არ აქვს კავშირი გენდერულ იდენტობასთან., რომელიც მათ შემთხვევაში ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს. თუმცა არსებობს ორმაგი როლის მქონე ტრანსვესტიტი — ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ იცვამს ტანსაცმელს, არამედ ფსიქოლოგიურადაც ითავისებს საპირისპირო სქესის როლს. ასეთი ადამიანებისთვის გენდერული იდენტობა შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად, მოხდეს მონაცვლეობა ქალიდან კაცში და პირიქით. არის შემთხვევები, როდესაც ის იდენტობა, რომელიც უპირისპირდება მის ბიოლოგიურ სქესს, ადამიანისთვის უფრო მისაღები ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მიმართავს ქირურგიულ ჩარევას და სქესის კორექციას — მისთვის სავარაუდოდ საკმარისი იქნება თუ გარემომცველები მას აღიქვამენ მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად.
ფეტიშური ტრანსვესტიზმი ფეტიშური ტრანსვესტიზმი — სექსუალური ფეტიშიზმი, რომელიც გამოიხატება საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმით. (სექსუალურ აღზნებას, იგივე სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას, ჰომეოვესტიზმი ეწოდება).
ჰომეოვესტიზმი ჰომეოვესტიზმი — სექსუალური აღზნება, რომელიც ვლინდება სხვა კაცის ან ქალის სამოსის ჩაცმისას. გავრცელებულია სახეა ფეტიშური ტრანსვესტიზმი, სადაც ადამიანი აღიგზნება საწიააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას. ტერმინი ჩამოაყალიბა ჯორჯ ზავიტზიანოსმა და შემდგომ განავითარა ლუის კაპლანმა.
ყველაფერი დედაჩემის შესახებ (ფილმი) ყველაფერი დედაჩემის შესახებ () — ესპანელი კინორეჟისორ პედრო ალმოდოვარის 1999 წლის დრამა. ფილმის სცენარი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა შიდსი, ტრანსვესტიზმი, ნდობა, სიცოცხლე. ფილმის სიუჟეტი მომდინარეობს ალმოდოვარის მანამდე გადაღებული ფილმის „ჩემი საიდუმლოს ყვავილი" სცენარიდან, სადაც სტუდენტი ექიმები იწვრთნებიან, თუ როგორ დაარწმუნონ ჭირისუფლები ნება დართონ, მათი დაღუპული ნათესავის საღი ორგანო გამოიყენონ ტრანსპლანტაციისთვის. ამ ფილმშიც მთავარ როლში არის დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი დაეღუპება ავარიის შედეგად.
დევიაცია დევიაცია სექსუალური — გადახრა სექსუალური ქცევის მისაღები (მოცემული ეთნიკური კულტურის ფარგლებში) ნორმებიდან, როცა სექსუალური აღგზნება ან ორგაზმი მიიღწევა ატიპური ან არსებული კულტურით დაუშვებელი ქმედებების შედეგად. სექსუალური დევიაცია კლასიფიცირდება, როგორც გადახრა ა) ლტოლვის ობიექტთან მიმართებაში (პედოფილია, ეფებოფილია, გერონტოფილია, ზოოფილია, ფეტიშიზმი, ტრანსვესტიზმი, ინცესტი, ნარცისიზმი, პიგმალიონიზმი, ნეკროფილია და სხვ.), და ბ) ლტოლვის გამოხატვის ფორმაში (სადიზმი, მაზოხიზმი, ექსჰიბიციონიზმი, ვუაიერიზმი და ა.შ.).
დრაგ-კუინი დრაგ-კუინი () — შემსრულებლები, ხშირად ჰომოსექსუალი ან ტრანსსექსუალი მამაკაცები, გადაცმული საპირისპირო სქესის ე.წ „დრაგ“ ტანსაცმელში (იხ. ტრანსვესტიზმი), ხშირად ამ სქესის გარკვეული მახასიათებლების (თვისებების) გაზვიადებით, კომიკური, დრამატული ან სატირული ეფექტისთვის. დრაგ-ქუინები ტრადიციულად კოსტიუმირებულ პარადებზე (მაგ. გეი-პრაიდი), დრაგ-კონკურსებზე, კაბარეებსა და დისკოთეკებზე ჩნდებიან. აშშ-სა და ბრიტანეთში შოუებისა და წარმოდგენების გარდა დრაგ-ქუინები ღამის კლუბების და კერძო წვეულებების დაქირავებული მასპინძლების როლშიც გამოდიან. მისი საპირისპირო ტერმინია „დრაგ-კინგი“ (ქალებისთვის).
ტრანსგენდერი კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა ჯონ ოლივენმა მისი ნაშრომის: „სექსუალური ჰიგიენა და პათოლოგია“ 1965 წლის მეორე გამოცემაში გამოიყენა ლექსიკური ნაერთი ტრანსი + გენდერი ტრანსექსუალიზმის სექციაში სახელწოდებით „ძირითადი ტრანსვესტიზმი“, სადაც აღნიშნავდა, რომ ტერმინი „ტრანსგენდერიზმი“ თავადვე განმარტავს საკუთარ მნიშვნელობას, რადგან ძირითად ტრანსვესტიზმში სექსუალობა მთავარი ფაქტორი არაა. ერთ-ერთმა პირველა ქროსდრესერმა ვირჯინია ჩარლს პრინცმა,სიტყვათა შერწყმა გამოიყენა მისივე გამოცემულ ჟურნალში. 1970-იანების შუაში, ორივე ტერმინი ტრანს-გენდერი და ტრანსი ამოიყენებოდა, როგორც ქოლგა ტერმინები.’ტრანსგენდერისტი’ გამოიყენებოდა ისეთი ადამიანების ასაღწერად, რომელთაც უნდოდათ ცხოვრება, როგორც ქროს-გენდერებს სქესის შესაცვლელი ოპერაციის გარეშე. 1976 წლისთვის, ტრანსგენდერისტი შემოკლდა აბრევიატურით „ტგ“ (TG) სასწავლო მასალებში. 1985 წელს, რიჩარდ ელკინსმა ულსტერის უნივერსიტეტში დააარსა „ტრანს-გენდერული არქივი“. 1992 წლისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ ტრანსგენდერების კანონმდებლობისა და დასაქმების პოლიტიკის შესახებ, „ტრანსგენდერი“ განსაზღვრა, როგორც ექსპანსიური ქოლგა ტერმინი , რომელიც მოიცავს „ტრანსსექსუალებს,ტრანსგენდერისტებს, ქროს-დრესერებს“.