Top 10 similar words or synonyms for ტარავაში

როდეზიაში    0.889466

როდეზიის    0.875772

აფრიკასთან    0.833799

კილინგის    0.821609

კაროლინაში    0.812275

კორდოფანში    0.811776

კორეას    0.807551

იუკატანში    0.802692

პოლუსთან    0.801751

პოლუსს    0.797918

Top 30 analogous words or synonyms for ტარავაში

Article Example
ტარავა ატოლი შედგება დაახლოებით 24 მომცრო კუნძულისაგან, სადაც 8 დასახლებულია. ყველაზე დიდი კუნძული ბაირიკი გადაჭიმულია დასახლება "ბონრიკი"-დან (ატოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) ბაირიკიმდე. ყველაზე დიდი ქალაქი — "ბეტიო" და ტარავას ერთადერთი აეროპორტი — ბონრიკის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე განლაგებულია სამხრეთ ტარავაში.
კირიბატი 2003 წლის 7 ნოემბერს კირიბატიმ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან (კუნძულ ტაივანზე), რამაც გამოიწვია ჩინეთთან ურთიერთობის გაუარესობა, კერძოდ, დაიკეტა ჩინური თანამგზავრებზე დაკვირვების სადგური, შეჩერდა სამხრეთ ტარავაში მთავარი სტადიონის მშენებლობა და გამოწვეული იქნა 6 ექიმი კირიბატის ეროვნული საავადმყოფოდან. როგორმე რომ გაემართლებინათ საკუთარი მოქმედებები, პრეზიდენტმა ტონგმა განაცხადა, რომ ტაივანთან ურთიერთობა დადებითად აისახება კირიბატის ეკონომიკურ განვითარებაზე, მოიზიდება ტაივანელი ბიზნესმენები ამ პატარა წყნარი ოკეანის სახელმწიფოში. კირიბატის ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის შეწყვეტის სანაცვლოდ ტაივანმა მიკრონეზიულ ქვეყანას უპასუხა ფულადი დახმარებით — თანხით 8 მილიონი ავსტრალიური დოლარი, რომელიც უნდა დაიხარჯოს სამხრეთ ტარავაში სტადიონის მშენებლობის დასრულებისთვის.
კირიბატი კირიბატიში ტურიზმის განვითარების გზაზე ძირითადი წინააღმდეგობაა ცუდი საჰაერო კავშირი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, ასევე სასტუმროების ბიზნესის არქონა: 1989 წლის მდგომარეობით სამხრეთ ტარავაში სულ იყო ორი სასტუმრო, კუნძულ აბემამაზე — ერთი, როგორც შობის კუნძულზე. თანაც მომსახურების დონეც საკმაოდ დაბალია. უცხოელებისთვის დასვენების ძირითადი სახეობებია: პლაჟის ტურიზმი, სპორტული თევზაობა, დაივინგი, ფრინველებზე დაკვირვება.
კირიბატი ქვეყნის მომავალს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობა, მათ შორის მასთან დაკავშირებული მსოფლიო ოკეანის დონის აწევა, რის შედეგადაც დაბალი კუნძულები (5 მეტრზე დაბლები) შესაძლოა მოექცნენ წყლის ქვეშ. 2010 წლის ნოემბერში კირიბატის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა კირიბატის დედაქალაქ სამხრეთ ტარავაში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, რომლებსაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი ატმოსფეროს დაჭუჭყიანებაში სითბური აირებით, ყურადღება გაამახვილებინა ამ პრობლემაზე და განაცხადა, რომ კირიბატის რესპუბლიკა მზად უნდა იყოს გლობალური დათბობის ყველა შედეგზე, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეთა გადასახლების აუცილებლობაზე.
კირიბატი კირიბატიზე მდინარეები არ არსებობს ატოლების მცირე ფართობის, დაბალი სიმაღლის, ნიადაგის ფორიანობის გამო. ამის ნაცვლად გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალი, რომელიც შედის ნიადაგის სიღრმეში, წარმოქმნის მცირე მარილიანი წყლის ლინზას. მასთან მიახლოება შეიძლება ჭის ამოთხრის შემთხვევაში. წყალთან ერთად, რომელიც შეიძლება წვიმის შემდეგ მოვაგროვოთ ქოქოსის პალმის ფოთლებიდან, ეს ლინზები — მტკნარი წყლის ერთადერთი წყაროა კირიბატის კუნძულების უმრავლესობაზე. გრუნტის წყლების სიმლაშე როგორც წესი კლებულობს ლაგუნიდან და ოკეანიდან დაშორებისას. გრუნტის წყლების ადგილმდებარეობა და დონე ბევრად განსაზღვრავს ფლორის, ჭების ადგილმდებარეობისა და დასამუშავებელი მიწების თავისებურებებს. ურბანიზაციის არაკონტროლირებადმა პროცესმა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ სამხრეთ ტარავაში გამოიწვია ზოგიერთ ადგილებში გრუნტის წყლებში დალექილი წყლების მოხვედრა. ატოლებზე მტკნარი წყლების არსებულ მარაგს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსოფლიო ოკეანის წყლის დონის აწევა. მტკნარი წყლის ტბები არის მხოლოდ შობისა და ტერაინას კუნძულებზე. მთლიანად კირიბატის რესპუბლიკის კუნძულებზე არის დაახლოებით 100 მცირე მარილიანი ტბა, რომელთაგან ზოგიერთს აქვს რამდენიმე კილომეტრიანი დიამეტრი.
კირიბატი 1970-იან წლებში ბრიტანეთის კოლონია გილბერტისა და ელისის კუნძულები დაყოფილი იყო 4 ოლქად: ელისის კუნძულები (დღეს ტუვალუ), გილბერტის კუნძულები, ლაინის კუნძულები და კუნძული ოშენი (დღეს ბანაბა). 1972 წლის 1 იანვარს კოლონია გილბერტისა და ელისის კუნძულების (ლაინის კუნძულების ოლქში) შემადგენლობაში შევიდა ლაინის კუნძულების ცენტრალური და სამხრეთი კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს კუნძულებია კაროლაინი, ფლინტი, სტარბაკი და ვოსტოკი. 1974 წელს ფენიქსის კუნძულები გახდა დამოუკიდებელი ოლქი (ადრე შედიოდა გილბერტის კუნძულების ოლქის შემადგენლობაში). 1975 წლის 1 ოქტომბერს ელისის კუნძულები გამოეყო გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიას და ოფიციალურად ეწოდება ტუვალუ, ხოლო კოლონია გილბერტისა და ელისის კუნძულებს ეწოდა გილბერტის კუნძულები. 1979 წლის 12 ივლისს გილბერტის კუნძულების კოლონია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ახალი დასახელებით — რესპუბლიკა კირიბატი. 1979 წლის 20 სექტემბერს ტარავაში კირიბატის რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას მეგობრობის შესახებ, რის თანახმადაც აშშ უარს ამბობდა ლაინისა და ფენიქსის კუნძულებზე მდებარე 14 კუნძულის პრეტენზიაზე: ბირნი, ვოსტოკი, გარდნერი ("ნიკუმარორო"), კანტონი (ადრე იყო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კონდომინიუმი), კაროლაინი, მაკ-კინი, მოლდენი, სიდნი ("მანრა"), სტარბაკი, ფენიქსი ("რავაკი"), ფლინტი, ჰული ("ორონა"), ენდერბერი (ადრე იყო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კონდომინიუმი) და შობის კუნძული ("კირიტიმატი") (ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1983 წლის 23 სექტემბერს).