Top 10 similar words or synonyms for ტანჟერი

სავონლინა    0.931890

ბენგალურუ    0.930312

ტურეია    0.926897

ფაკარავა    0.926269

ბენდიგო    0.926117

ბალარატი    0.921480

გირესუნი    0.919750

ტრაბზონი    0.919737

ლუბლინი    0.919690

ტიპასა    0.919425

Top 30 analogous words or synonyms for ტანჟერი

Article Example
ტანჟერი ქალაქი დააარსეს ფინიკიელმა კოლონისტებმა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს. ძვ. წ. I საუკუნიდან რომს დაემორჩილა. V საუკუნეში დაიპყრეს ვანდალებმა, VI საუკუნეში ბიზანტიამ, VIII საუკუნის დასაწყისში კი არაბებმა. ქალაქი იყო ჩრდილოეთ მაროკოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. 1471 წელს მიიტაცა პორტუგალიამ. 1661 წელს გადავიდა ინგლისის ხელში, 1684 წელს კვლავ შეუერთდა მაროკოს და გახდა მაროკოს სახელმწიფოს ერთ-ერთი დედაქალაქი. 1912 წელს მაროკოს იმპერიალისტური დანაწილების შედეგად ტანჟერი თავისი მოსაზღვრე ტერიტორიით სპეციალური რეჟიმის ზონად გამოიყო. 1940-1945 წლებში დაიკავა ესპანეთმა.
ტანჟერი ტანჟერი — ქალაქი და ნავსადგური ჩრდილოეთ მაროკოში, გიბრალტარის სრუტის სანაპიროზე. ტანჟერის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 850 000 ათასი კაცი (2012). ჩრდილოეთ მაროკოს სავაჭრო-სატრანსპორტო და სატრანზიტო ცენტრი. გააქვთ უმთავრესად ციტრუსები, ბოსტნეული, თევზისა და ხილის კონსერვები. კვების, საფეიქრო, ცემენტის მრეწველობის საწარმოები. 1965 წელს ტანჟერის ნავსადგურში გამოეყო განსაკუთრებული ზონა, სადაც სავაჭრო ოპერაციები არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით. რკინიგზით უკავშირდება ქალაქ ფესს. ტანჟერის მახლობლად არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.
იბნ ბატუტა იბნ ბატუტა (არაბ. أبو عبد الله محمد ابن بطوطة; სრული სახელი და გვარია: აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ლავატი ალ-ტანჯი; დ. 24 თებერვალი 1304, ტანჟერი — გ. 1377, ფესი) — არაბი მოგზაური და ვაჭარი.
ავისის ორდენი რეკონკისტის დამთავრების შემდეგ მრავალრიცხოვანი რაინდი დარჩა სამსახურის გარეშე. ავისის დინასტიის (1385-1580 წწ.) მეფეებმა მათ აფრიკაში ახალი ჯვაროსნული ომებისაკენ მოუწოდეს. 1415 წელს რაინდებმა აიღეს სეუტა, 1437 წელს ალყაში მოაქციეს ტანჟერი. ტომარისა და ავისი ორდენებს ამ პერიოდში ხელმძღვანელობდნენ ძმები მეფე დუარტე I, ენრიკე და ფერნანდუ, რომელთაგან უკანასკნელმა თავისი სიცოცხლე მაროკოში დაასრულა.
მაისარა ალ-მათარი 740 წელს შეიარაღებული აჯანყება დაიწყო და პირველი ქალაქი რომელიც მალევე აიღეს იყო ტანჟერი. მაისარმა დატოვა ტანჟერში გარნიზონი და გაემართა დასავლეთ მაროკოს მიმართულებით. მან დაამარცხა ომანიანთა გარნიზონი და გაანავისუფლა სუსის ხეობა. ძალიან მოკლე ვადაში მთელი დასავლეთი მაროკო გიბრალტარის სრუტიდან ანტიატლასამდე მოექცა აჯანყებულების კონტროლის ქვეშ.
ფინიკიელები ლევანტში ფინიკიელთა ნავსადგურები იყო უგარიტი, სიდონი, ბიბლოსი და ბერიტუსი (ბეირუთი). მთავარი ნავსადგური იყო ტვიროსი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, 4750 წლის წინათ დაარსდა. ამ ქალაქს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან. ტვიროსის მეფე აჰირამი ამარაგებდა მეფე სოლომონს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო ლიბანური კედრითა და ხელოსნებით. კვიპროსიდან ფინიკიელებმა თანდათანობით გადაინაცვლეს დასავლეთისკენ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის გარშემო მრავალი კოლონია დააარსეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონია, კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, დიდ ქალაქად იქცა. დანარჩენი კოლონიები წამოიქმნა ესპანეთში, მალტაზე, სიცილიაზე, მაროკოსა და სარდინიაზე. მოგვიანებით ფინიკიელბმა დაიპყრეს კადისი, ტანჟერი და დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე გახსნენ სავაჭრო ბაზები. საბოლოოდ მათი სამშობლო ძვ.წ. დაახლოებით 570 წელს დაიპყრეს ბაბილონელებმა. ამის შემდეგ კოლონიებმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მათ შორის უმთავრესი პორტი კართაგენი იყო.