Top 10 similar words or synonyms for სცა

შესთხოვა    0.915194

ილოცა    0.904539

ცრემლებით    0.894518

ცრემლით    0.893950

შეევედრა    0.892830

ნეტარს    0.892345

ქალწულმა    0.889750

შუშანიკმა    0.886939

უფალმა    0.882007

წმინდანს    0.880785

Top 30 analogous words or synonyms for სცა

Article Example
ნევილ ჩემბერლენის აღზევება 1937 წელს, პრემიერ-მინისტრად გახდომის შემდეგ ჩემბერლენმა პატივი სცა თავის ცოლს:
წმინდა ნინო იქიდან წმ. ნინო ერწოსკენ გადავიდა და გაჩერდა ჟალეთში, დაბა ედემში და იქ ნათელ–სცა ერწო–თიანელებს. ფხოველებმა გაიგეს ეს და გადაიხვეწნენ თუშეთში, რომლებიც მოგვიანებით თრდატ მეფემ მონათლა.
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი ერთ–ერთი ბერი აბრაამი, სერგიევის მონასტრიდან, მძიმედ დაავადდა.მივიდა აღსარებაზე მოძღვარ მარტირისთან. მან იცოდა ტიხვინის ღვთისმშობლის სასწაულები და ურჩია სულიერ შვილს, წასულიყო და ელოცა ხატის წინ. აბრაამი მივიდა ხატთან, თაყვანი სცა და მყისვე განიკურნა.
წმინდა გოლინდუხა როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიოსის დახმარებით ხოსრო II (590–628) ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმინდა მარიამ-გოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის მიწურულს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს, უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმინდა მოწამე სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს 591 წელს.
იოანე მდუმარე იოანეს სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, წმინდა იღუმენი საბა განწმენდილი გარდაიცვალა. მღვდელმთავარი საშინლად დამწუხრდა. მაშინ სასუფეველში ამაღლებული ნეტარი საბა საღვთო ჩვენებით წარდგა განდეგილის წინაშე, ნუგეში სცა და უწინასწარმეტყველა, რომ ერესთან შეურიგებელი ბრძოლა ელოდა წინ. მართლაც, მალე იოანე იძულებული გახდა, დაყუდებიდან გამოსულიყო, რომ ძმები ორიგენეს ბილწ მწვალებლობასთან ბრძოლაში განემტკიცებინა.
კახეთის აჯანყება (1605) 1605 წლის აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.
ღირსი ალექსანდრე სვირელი 1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როდესაც იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე.
ჰესიონე ჰესიონე () — ტროას მეფის — ლაომედონტის ქალიშვილი. ლაომედონტთან მსახურობდნენ პოსეიდონი და აპოლონი. ამათ ააშენეს ტროის კედლები. ძუნწმა მეფემ ღმერთებს შეპირებული გასამრჯელო არ მისცა და გაჯავრებულა პოსეიდონმა მას სამაგიერო გადაუხადა, მის ქვეყანაში გაგზავნა ურჩხული, რომელმაც მუსრი გაავლო ამ მხარეს. ქვეყანა რომ ამ საშინელებისაგან განთავისუფლებულიყო, როგორც სამისნომ იწინასწარმეტყველა, საჭირო იყო მსხვერპლად შეეწირათ მეფის ასული ჰესიონე. ჰერაკლემ მოკლ ურჩხული და გადაარჩინა ქალიშვილი. მეფემ არც ჰერაკლეს სცა პატივი, ამიტომ გმირმა აიღო ტროა, მეფე ლაომედონტი მოკლა დამისი ყველა შთამომავალი (პრიამოსსა და ჰესიონეს გარადა) დახოცა. ჰერაკლემ ჰესიონე მიათხოვა ტელამონს.
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი ამ სასწაულით განცვიფრებულმა მონასტრის წინამძღვარმა დატოვა იგი ტაძარში, მისცა გასაღები და დაავალა ღვთისმშობლის ხატის მოვლა. ამასობაში მოხუცი მარტირი ძალიან განიცდიდა რომ თვითონაც არ მივიდა ხატთან და ერთ დღესაც იხილა, ხატი მოუწოდებდა მასაც თავისთან. მარტირი წავიდა, თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს და თვითონაც დარჩა იმავე მონასტერში. მაგრამ ცოტა ხანში ღვთის ნებით იგი მოშორებით უდაბნოში გადავიდა. გადაწერა ხატის ასლი, თან წაიღო და დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში.
გიორგი ღმერთშემოსილი როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა „არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“. მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, „ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“. ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი „განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული“. წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.