Top 10 similar words or synonyms for სულიერის

ცოდვებისათვის    0.851417

სხუაჲ    0.841618

ცხონებისათვის    0.837849

ვითარმედ    0.835877

ჭვრეტდა    0.834007

მიჰმადლა    0.827952

კოზმანი    0.826877

არარა    0.823103

მოუხმობს    0.820161

ჩემდა    0.819969

Top 30 analogous words or synonyms for სულიერის

Article Example
დურგა დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი კიდევ ერთი ასლი სასწაულმოქმედი ხატისა იმყოფება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. ამ ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა, რომლის თანახმადაც ხატი დაწერილია ათონის წმინდა მთაზე, ათონის ივერთა მონასტერში, 1919 წელს. ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწე მონაზონმა ილიამ, სქიმონაზონ მაკარის კურთხევითა და ვინმე პავლე ჯაფარიძის თხოვნით დააწერინა წმინდა ხატი და შესწირა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს: "„განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიის კარისა და შევწირე მცხეთის „სამთავროს“ ფერისცვალების დედათა მონასტერს, ვითარცა მფარველად მიურულებლად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მას შინა, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა, სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ! ათონის მთა. წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი. 1919 წ.“"
ბედის მწერლები ბედის მწერლები — ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის და ყველა სხვა სულიერ არსებათა ბედსაც განაგებს. ჯავახეთში გავრცელებული ზოგიერთი თქმულების მიხედვით (ლიზა თოთაძის გადმოცემით სოფელ ჩუნჩხიდან), ისინი ადამიანის ან სხვა სულიერის დაბადების შემთხვევაში ადგილზე იმყოფებიან და მას დაბადებისთანავე საკუთარ ბედს შუბლზე აწერენ ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან “ბედის წიგნში”. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით. არსებობენ გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა.
არქიმანდრიტი ადამი მამა ადამის მოღვაწეობა მიმართულია სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლმხედველობათა ინტეგრაციისკენ. ამ პრობლემას მან არერთი ნაშრომი, პუბლიცისტური წერილი, რადიო და ტელეგადაცემა მიუძღვნა. 2002 წელს ჟურნალ „რელიგიაში“ გამოაქვეყნა გამოკვლევა „რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების საკითხები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლეებში“. მისი სადოქტორო ნაშრომი (2003) აღიარებული იქნა, როგორც „ცოდნის ახალი, სწრაფადგანვითარებადი დარგის – ბიოეთიკის პრობლემებისადმი მიძღვნილი პირველი ფუნდამენტური მეცნიერული კვლევა ქართული სამედიცინო აზროვნების რეალიაში, რომელშიაც ავტორი ბიოეთიკას განიხილავს როგორც ტრანსდისციპლინური სამეცნიერო კვლევის მიმართულებას – საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სინთეზს, რომელიც ავლენს და იკვლევს სამყაროს არსისა და მასში ადამიანის ყოფიერების (კერძოდ, ბიომედიცინის სფეროში მოღვაწეობის) მსოფლმხედველობრივ, შემეცნებით, ღირებულებით, სულიერ და ზნეობრივ პრობლემებს ავადმყოფობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, სიკვდილუს ფენომენების, აგრეთვე ადამიანის არსისა და ბუნების შესწავლის გზით. ვახტანგ ახალაძემ პირველმა შემოიტანა სამეცნიერო, კერძოდ, სამედიცინო აზროვნებასა და კვლევაში საღვთისმეტყველო საკითხები, სულიერებისა და ეკლესიური ცნობიერების ელემენტები და შექმნა მათი სამეცნიერო ენაზე ფორმულირების შესანიშნავი ნიმუშები: ანთროპოლოგიური კვლევის რელიგიურ-საკრალური დონე, სულისა და სულიერის პრიმატის დოქტრინა ბიოეთიკაში, გლობალურ პრობლემათა გენეზისისა და პროგნოზის აპოკალიფსური ფაზა, ავადმყოფობის პოზიტიური აქსიოლოგიური კომპონენტები, ჩასახვის, როგორც ადამიანის სიცოცხლის დასაწყისის, გაგების კონცეფცია და ა. შ.“. აი, რას წერს იგი: საქართველოს ინტელიგენციის ერთი ნაწილი მართლა შემობრუნდა ეკლესიისაკენ, მაგრამ კვლავაც არიან “ბრძენნი”, რომელთაც გონება აქციეს კერპად და მხოლოდ მისგან ისმენენ “ჭეშმარიტებას”. ასეთ მეცნიერებთან კამათი მართლა ძნელია. დღეს, როდესაც მეცნიერული კვლევის მიმართულებათა განსაზღვრა მჭიდროდაა გადახლართული ეთიკური პრობლემების მოგვარებასთან, სხვადასხვა ფენომენთა სულიერ-ზნეობრივ არსზე მსჯელობისას განსაკუთრებულად თვალსაჩინოვდება სუფთა გონიერების სისუსტე, რომელიც რწმენის გარეშე არაა საკმარისი იმისათვის, რათა განჭვრიტოს ბიომედიცინის, ეკოლოგიის, გლობალური პოლიტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების, მსოფლიო ეკონომიკის წინაშე არსებული და პროგნოზირებადი ეთიკური დილემებისა და კოლიზიების წილი კაცობრიობის მომავლის (გადარჩენა ან აპოკალიფსური ფინალის დაჩქარება) განსაზღვრაში.