Top 10 similar words or synonyms for სუბსტრატზე

ღეროთი    0.912057

გამეჩხერებულ    0.909071

ლატერიტულ    0.903035

თიხაფიქლები    0.900983

ხავსში    0.898762

ქვაბულებით    0.898527

ქანებზე    0.896672

ფესვსა    0.896300

ჰორიზონტული    0.894044

ხავსის    0.893822

Top 30 analogous words or synonyms for სუბსტრატზე

Article Example
გაღიზიანებადობა ქრომოსომები, ქლოროპლასტები, მიტოქონდრიები და სხვა) და აგრეთვე სუბსტრატზე მიუმაგრებელი უმდაბლესი მცენარეების, ზოოსპორებისა დასპერმიუმების მოძრაობა.
ოლიგოტროფული მცენარეები ოლიგოტროფული მცენარეები (ოლიგო... და ბერძნ. trophe — საკვები, კვება), მცენარეები, რომლებიც იზრდებიან საკვები ნივთიერებებით ღარიბ, მწირ სუბსტრატზე (ნიადაგზე და სხვა) ასეთებია მანანა, ძიგვა, ტორფის ხავსი და სხვა.
აფლატოქსინები ტოქსინების წარმომქმნელი ასპერგილების გვარის სოკოების რამდენიმე სახეობა (ძირითადად "A. flavus" და "A. parasiticus") იზრდება დიდი რაოდენობის ზეთის შემცველი მცენარეების მარცვლეულებზე, თესლსა და ნაყოფზე (მაგალითად, არაქისის თესლზე) და ზოგიერთ სხვა სუბსტრატზე.
სამხრეთი ამერიკა ანდების მთათა სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. იგი ჩაისახა ტრიასულ პერიოდში პალეოზოურ და ბაიკალურ დანაოჭებულ სუბსტრატზე. ტერიგენული და ვულკანური ნალექთა დაგროვება ცარცული პერიოდის ბოლომდე გრძელდებოდა; შემდეგ დაიწყო დანაოჭება, რასაც მოჰყვა გრანიტოიდული ინტრუზივების შემოჭრა. კაინოზოურ ერაში ჩაისახა და ჩამოყალიბდა მთათაშუა და კიდური როფები, რომლებიც ამოივსო დიდი სისქის დანალექი წყებებით; ანდებში დაიწყო ასევე ვულკანების ინტენსიური მოქმედებები, რომელიც ახლაც გრძელდება. ხშირია მიწისძვრებიც, მათ შორის დამანგრეველიც.
თეკოიდები თეკოიდები (Thecoidea), ნამარხი ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. ჰქონდათ სხვადასხვა რაოდენობის მოძრავი ფირფიტებისაგან შემდგარი ჯამის ფორმა, რომლის ძირი ჩვეულებრივ, სუბსტრატზე იყო მიმაგრებული. ჯამის ცენტრში იყო პირი, რომლისკენ მიემართებოდა 5 დაუტოტავი ამბულაკრული სხივი. თეკოიდები გავრცელებულია ქვედა კემბრიულიდან ქვედა კარბონულ პერიოდამდე. გვხვდებიან იშვიათად. ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვარია Lepidodiscus. ლენინგრადის ოლქისა და ესტონეთის სილურულ ნალექებში გვხვდება გვარი Cyathocystis.
ფეხფარფლიანები ფეხფარფლიანები () — ზღვის თევზების რიგი. აქვთ სახეცვლილი მკერდის ფარფლები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ და თევზს სუბსტრატზე ხოხვის საშუალებას აძლევენ. ზურგის ფარფლის პირველი სხივი ზედა ყბასთან არის მიახლოებული და გარდაქმნილია „ანკესად“, რომლის ბოლოზეც „მისატყუებელია“ მოთავსებული. ფეხფარფლიანები ძირითადად მტაცებლები არიან. რიგში 225 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვერიგში: Lophioidei — 1 ოჯახით, Antennarioidei — 3 ოჯახით და მეანკესეები (Ceratioidei) — 10 ოჯახით.
ვორტიცელა ვორტიცელა (Vorticella), "ძაბრულა", მტკნარი წყლის ერთუჯრედიან ცხოველთა გვარი ინფუზორიების კლასისა. აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, ბინადრობენ ზღვისა და მტკნარ წყლებში, სუბსტრატზე მიმაგრებულია გრძელი კუმშვადი ღეროთი. მათი ზომა 150 მკ აღწევს. აქვთ მოგრძო, ნალისმაგვარი ბირთვი, პირის დისკო სხეულის წინა, გაფართოებულ მონაკვეთზეა. იკვებებიან ბაქტერიებით, მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ისე სქესობრივად. ვორტიცელა არსებობა ბიოლოგიურად კარგად გაწმენდილი წყლის მაჩვენებელია.
ისლისებრნი ისლისებრნი (Cyperaceae), ერთლებნიანი მცენარეების ოჯახი. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია. ცნობილია 90-მდე გვარის 400-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში, უმთავრესად ტენიან და ჭაობიან სუბსტრატზე. საქართველოში — 22 გვარის 140 სახეობაა. ზოგი სახეობისაგან ქსოვენ ჭილობებს, ქუდებსა და ჩანთებს, პაპირუსისაგან ძველთაგანვე ამზადებდნენ ქაღალდს. ბევრი სახეობა ტორფწარმომქმნელია, ზოგი — სამკურნალო და დეკორატიული.
სპონგილასებრნი სპონგილასებრნი (Spongillidae) — უხერხემლო ცხოველების ოჯახი ღრუბლების ტიპისა. ცხოვრობენ მტკნარ წყალში, ფსკერზე, მიმაგრებული არიან სუბსტრატზე. სპონგილასებრნი ფერად მწვანე, მოყვითალო ან მურაა. მათი ჩონჩხი შედგება კაჟოვანი ნემსებისაგან, რომლებიც ერთიმეორესთან შეერთებული არიან ორგანული ნივთიერებით — სპონგინით (აქედანაა ოჯახის სახელწოდებაც). სპონგილასებრნი გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. მრავლდებიან როგორც სქესობრივად, ისე დაკვირტით. ხალხურ მედიცინაში გამხმარ სპონგილასებრთა ფხვნილს რევმატიზმის სამკურნალოდ იყენებენ.
თუშეთის ეროვნული პარკი თუშეთის ორივე გასწვრივი ხეობა (პრიქითი და გომეწრის ალაზნის ხეობები) და ნაყაიჩო-მაკრატელას ქედი იურული ფიქლებით არის აგებული. პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფელ დართლოს მიდამოებში, რამდენიმე ადგილას კირქვიანი ტრავერტინების მძლავრი დანაგროვებია წარმოდგენილი. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებული ფლორა საკმაოდ თავისებურია და გამოირჩევა დანარჩენი ტერიტორიის ფლორისაგან.