Top 10 similar words or synonyms for სნეულებს

სასწაულებით    0.900253

რომელნიმე    0.894528

მტარვალმა    0.892001

თევდოსიმ    0.891299

შეძრწუნებულმა    0.889642

გიმლის    0.888564

ანთიმოზი    0.886845

მარტვილს    0.886834

სიმტკიცემ    0.885767

ცრემლებით    0.884069

Top 30 analogous words or synonyms for სნეულებს

Article Example
იოანე V (ალექსანდრიის პატრიარქი) იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა. როდესაც სპარსელებმა დაარბიეს იერუსალიმი და მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, წმინდა პატრიარქმა საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი გაიღო მათ გამოსასყიდად.
წმინდა მიროპია წმიდა მიროპია ხშირად ნახულობდა მოციქულ ფილიპეს ასულის, წმინდა ერმიონიას (ხს. 17 სექტემბერს) საძვალეს, მისი ნაწილებიდან გადმომდინარე მირონი მიჰქონდა და სნეულებს კურნავდა. როდესაც დეციუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდანმა დედასთან ერთად კუნძულ ქიოსს მიაშურა სამოღვაწეოდ.
დომნიკა კონსტანტინეპოლელი ღირსი დომნიკა კონსტანტინოპოლელი — ქრისტიანული ეკლესიის წმინდანი. იგი კართაგენელი იყო. კონსტანტინოპოლში ჩავიდა თეოდოსი დიდის იმპერატორობის დროს (379-395 წწ). მან ნათელიღო კონსტანტინოპოლის მაშინდელი პატრიარქის ნექტარის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. გულმოდგინე მოღვაწეობით წმინდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.
იულიანე კენომანიელი მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმინდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან.
ანტონი დიდი დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი.
თეოზვა დიაკონისა ნეტარი თეოზვა დიაკონისა - წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 იანვარი, ახალი სტილით - 23 იანვარი. ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.
კოზმა და დამიანე წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
კოზმა და დამიანე (IV) წმინდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე სირიელი არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიnდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმინდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი
სტეფანე საბაწმინდელი წმინდა სტეფანე საბაწმინდელი იოანე დამასკელის (ხს. 17 დეკემბერს) ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმინდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა.
წმინდა პეტრე მას შემდეგ რაც სულიწმინდით შეიმოსნენ მოციქულები, პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ახლად დაარსებულ რელიგიას - ქრისტიანობას. (საქ. მოც. 2:14-41; 3:1-26; 4:4), აღასრულა მრავალი კურნება (საქ. მოც. 3:1-8; 9:32-34), აღადგინა მკვდრები (საქ. მოც. 9:36-42) და არათუ ხელები და სიტყვები ჰქონდა სასწაულმოქმედების ძალით შემოსილი, არამედ თვით ჩრდილიც კი კურნავდა მასთან მისულ სნეულებს (საქ. მოც. 5:15). ამის შემხედვარე ჰეროდე მეფემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოაკვლევინა იოანე ღვთისმეტყველის ძმა - იაკობ ალფესი. ესეც არ იკმარა და დააჭერინა თავად პეტრე მოციქულიც, დაადო ორი დიდი ხელბორკილი და საპყრობილეში ჩააგდო. ღამით დატყვევებულ პეტრეს ანგელოზი ეახლა და უთხრა: