Top 10 similar words or synonyms for სიფრიფანა

კვერცხისებრ    0.909702

ნესტოები    0.908665

ღეროსეული    0.908400

ბალნით    0.907355

ქერცლით    0.900956

დამოკლებული    0.898546

ხაზურ    0.896685

კალათები    0.893182

მწვანეა    0.892287

ფოთოლაკები    0.892123

Top 30 analogous words or synonyms for სიფრიფანა

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
სამკურნალო მატრიკარია მეორე სახეობა ერთწლოვანი პატარა მცენარეა, ღერო 5-30 სმ სიმაღლის, შიშველი, ძირიდანვე დატოტვილი, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ორმაგად ფრთისებრგანკვეთილი ხაზურ-ლანცერა ნაკვთებად. კალათები მოკლეა, სხედან გამსხვილებულ ყუნწებზე, საბურვებლი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები კვერცხისებრ-მოგრძო ფორმისა და ბლაგწვერიანია, ფართო სიფრიფანა არშიით შემოვლებული. კალათებში ყველა ყვავილი მილისებრია, 4-კბილიანი, მომწვანო-ყვითელი ფერის. ენისებრი ყვავილები არ აქვს. ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები კვერცხისებრ მოგრძოა, 1,55 მმ სიგრძის, ცილინდრული, ოდნავ მოხრილი, წვერზე ირიბად წაკვეთილი, თეთრი, ვიწრო სიფრიფანა საყელურით. მცენარე ყვავილობს VII-VIII.
სწორფრთიანები სწორფრთიანები () — იმ მწერების რიგი, რომელთაც ახასიათებს არასრული გარდაქმნა. აქვთ მოგრძო, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, მღრღნელი პირის ორგანოები. სწორფრთიანების უმეტესობას აქვს ორი წყვილი ფრთა, ზედა ვიწროა და მკვრივი, გამოხატულად დაძარღვული, უკანა — ფართო, სიფრიფანა, მარაოსებრ იკეცება. ზოგს ფრთები დამოკლებული ან სულ არ აქვს. უკანა კიდურები სახტომია. მუცელი 10-ნაწევრიანია, ბოლოვდება დაუნაწევრებელი დანამატებით — ცერკებით. ზოგი სახეობის დედლებში — კვერცხსადებით.
ნათურა ჩვეულებრივი ნათურა — გამანათებელი მოწყობილობა, სინათლის ხელოვნური წყარო. სინათლე წარმოიქმნება ლითონის (ძირითადად ვოლფრამის) სიფრიფანა სპირალის გავარვარებით, მასში ელექტრული დენის გატარების შედეგად. სპირალის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება დენის ჩართვისას და ის ელექტრომაგნიტურ სითბურ გამოსხივებას იწყებს პლანკის კანონის თანახმად. გამოიგონა ტომას ალვა ედისონმა, რომელსაც სიბნელის ეშინოდა.
ნეგო ნეგო, "უკვდავა" (Helichrysum), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. კალათის საბურვლის ფოთოლაკები კაშკაშა ფერისაა (ყვითელი, ნარინჯისფერი ან მოწითალო) და სიფრიფანა; გვარი აერთიანებს 500--მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ცხელსა და ზომიერ ზონაში. საქართველოში 5 სახეობაა. იზრდება ქვიან და ღორღიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. დეკორატიულია, გამოიყენება მშრალი თაიგულებისათვის.
გუგენჰაიმის მუზეუმი (ბილბაო) შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. მუზეუმის მტკიცებით შენობას არც ერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.
მწარე აბზინდა მწარე აბზინდა (Artemisia absinthium L.) — მცენარე, მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს (Asteraceae (Compositae)). იგი მრავალწლოვანი 2 მ–მდე სიმაღლის მცენარეა, ნაცრისფერ–ქეჩისებრი შებუსვით, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფირფიტა ფართო კვერცხისებრი ფორმის, ორმაგ–სამმაგად ფრთისებრგანკვეთილი ლანცეტა ფორმის სეგმენტებად. ზედა ფოთლები მჯდომარეა. კალათები პატარა ზომისაა, ნახევრადსფეროსებრი, შეკრებილია გრძელ საგველასებრ ყვავილედებად და ცალმხრივ მტევნებადაა დაკიდებული მოკლე საყვავილე ღერძზე. საბურველის გარეთა ფოთოლაკები ხაზური ფორმისაა, შიგნითა – ელიფსური ან უკუკვერცხისებური. ყველა მათგანი შებუსვილი და ფართო თეთრი სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული. ყვავილსაფარი მოფენილია ბეწვებით, ყვავილები კი შიშველია, მცენარე ყვავილობს VII-X.
სამკურნალო მატრიკარია პირველი სახეობა ერთწლოვანი 15-50 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო დატოტვილი, ფოთლები ორმაგ-ფრთისებრაა განკვეთილი ხაზურ-ძაფისებრ წაწვეტებულ ნაკვთებად. ყვავილები მრავალ კალათებადაა, წვრილი და გრძელყუნწიანი. კალათებში განაპირა ყვავილები ენისებრია თეთრი ფერის, ერთ რიგად განლაგებული, ბუტკოიანი; შიგნითა ყვავილები მილისებრია, 5 კბილიანი, საბურველი მრავალრიგიანია, მისი ფოთოლაკები ფართო სიფრიფანა არშიითაა შემოვლებული, კრამიტისებრ განწყობილი, ყვავილსაჯდომი ამოზნექილია, კონუსისებრი და ღრუიანი. თესლურები პატარაა 1 მმ სიგრძის, ცილინდრული ფორმის, ოდნავ მოხრილი, გარედან გლუვი. ყვავილობს VI-VIII.
ტყავფრთიანები ტყავფრთიანები, "ყურბელები" () — მწერების რიგი, რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. აქვთ წაგრძელებული (3,5—30 მმ-მდე), მოქნილი სხეული, მუცლის ბოლოზე დანამატი წყვილი მარწუხის სახით. წინა (ზედა) ფრთები მკვრივია, დამოკლებული, უკანა — სიფრიფანა, რომელიც მოსვენებისას ზედა ფრთების ქვეშ არის შეკეცილი. რიგში 1200-მდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. უმთავრესად ღამის მწერებია, ნესტისა და სითბოს მოყვარული. ძირითადად ცხოველური ან მცენარეული ნარჩენებით იკვებებიან, ზოგჯერ თავს ესხმიან პატარ-პატარა მწერებს, ობობებს, ჭიებს, ზოგი სოფლის მეურნეობის მავნებელია.
წიწინაურისებრნი წიწინაურისებრნი () — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები ბუჩქები, ლიანები, იშვიათად ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მთლიანი, მეტწილად მორიგეობით განლაგებული ფოთლები და მათ ძირში ღეროს ირგვლივ განვითარებული სიფრიფანა ან ბალახოვანი შეზრდილი თანაფოთლები — ე. წ. ლოლუები, მტევნისებრ ყვავილედებად შეკრებილი ორსქესიანი ყვავილებად. ნაყოფი შებრტყელებული კოლოფია. ოჯახი აერთიანებს 14 გვარის 900-მდე სახეობას, რომლებიც თითქმის ყველგან გვხვდება, გარდა ახალი ზელანდიის, პოლინეზიისა და არქტიკისა. საქართველოში ამ ოჯახის მხოლოდ ერთი გვარია - წიწინაური. ოჯახის ზოგ სახეობას სამკურნალო, დეკორატიულ და საჭმელ მცენარედ იყენებენ.
კოღოები კოღოები () — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. აქვთ ერთი წყვილი სიფრიფანა ფრთა მეორე გადაქცეულია ბზუალებად. მომრგვალო თავის წინა ნაწილში პირის ორგანოები — ხორთუმი და საცეცები. აქვს წვრილი, 15-ნაწევრიანი, მოკლე (დედლებში) ან გრძელი (მამლებში) ბეწვებით დაფარული ულვაშები. კვერცხი, მატლი და ჭუპრი დამდგარ ან მდორე წყალში ვითარდება. მატლი წყლის მცენარეულობითა და ცხოველებით იკვებება. სისტემატურად ამოდის წყალსატევის ზედაპირზე და ისევე, როგორც ჭუპრი, ატმოსფერული ჟანგბადით სუნთქავს. ცნობილია 2000-მდე სახეობა, რომელთაგან ბევრი სისხლმწოვია, ადამიანისა და ცხოველების ექტოპარაზიტია. ზოგს დაავადებული ორგანიზმიდან ჯანსაღ ადამიანზე სხვადასხვა დაავადების გამომწვევები გადააქვს. კოღოების ოჯახი იყოფა 3 ქვეოჯახად: Culicinae (ნამდვილი კოღოები) Dixinae და Chaoborinae. ნამდვილი კოღოების (Anophelini-ს) ქვეოჯახიდან ყოფილ სსრკ-ში გვხვდება გვარები Anopheles (მალარიის კოღო), Uranotaenia, Theobaldia, Orthopodomyia Mansonia, Aedes და Culex.