Top 10 similar words or synonyms for სექსიზმი

ემოციონალური    0.857881

ეგოიზმი    0.853325

პესიმიზმის    0.853070

შოვინიზმი    0.852245

არქეტიპები    0.849819

ემპათიის    0.848830

იდეალიზმი    0.845760

განმსაზღვრელ    0.845457

თვისებრივ    0.842372

ფლეგმატიკი    0.842286

Top 30 analogous words or synonyms for სექსიზმი

Article Example
სექსიზმი სექსიზმი მამაკაცურ დომინირებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ეს იდეოლოგია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ვლინდება, ამცირებს, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ქალებს. ტრადიციული, პატრიარქალური შეხედულებები მამაკაცისა და ქალის როლზე თან სდევს ბავშვის სოციალიზაციის მთელ პროცესს და, ბუნებრივია, უყალიბებს რეალობის აღქმის ამა თუ იმ მოდელს, როგორც წესი, სტერეოტიპულს: ქალი - სამზარეულოში, მამაკაცი - სამსახურში.სექსიზმი ქადაგებს კაცის და ქალის ბუნებრივ დანიშნულებას, სადაც ქალი სექსუალური ობიექტის ან საგნის დონეზეა დაყვანილი. მას უფლებები არ გააჩნია და არც მასთან მიმართებაში არსებობს რაიმე მოვალეობა. აქ მამაკაცს ოჯახის ეკონომიკური დომინანტის ფუნქცია ეკისრება, ხოლო ქალს კი შვილების მწარმოებელი მანქანის და სამზარეულოს კომბაინისა; ამ შემთხვევაში, მამაკაცი ირგებს სექსუალურად დაინტერესებული და აგრესიული მილიტარისტი ხვადის როლს. აქედან მოდის იმის მტკიცება, რომ კაცს ცოლქმრული ღალატის უფლება აქვს, ქალს კი არა, რომ ორგაზმი მხოლოდ მამაკაცის საქმეა, ქალის როლი კი სექსის დროს პასიური მონაწილეობაა. ასევე, სექსიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქალისთვის იმ ზოგიერთი პროფესიის აკრძალვა, რომლებიც “კაცის საქმედ” მიიჩნევა. ხშირად ქალის მიერ მაღალი თანამდებობების დაკავება მამაკაცებისთვის პირადი შეურაცხყოფისა და დამცირების ტოლფასია.
სექსიზმი სექსიზმის შედეგია სქესობრივი დისკრიმინაცია - ადამიანის დისკრიმინაცია სქესის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. სექსიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ ფემინიზმი და ფემინისტური მოძრაობის მიერ გაჩაღებული თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლა, ანუ ემანსიპაცია მიიჩნევა.
სექსიზმი მიზოგინიური სექსიზმი ეფუძნება ფასეულობათა, პატრიარქალურ რწმენა-წარმოდგენათა და იდეოლოგიურ სისტემას. მაგ. “ღმერთმა დააწესა, რომ ქალი კაცისთვისაა შექმნილი, რომ ორივემ ერთად მოდგმა გააგრძელოს”.
სექსიზმი გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]
სექსიზმი გარდა ამისა, ტერმინი მასთან სემანტიკურად დაკავშირებულ ტერმინ რასიზმთან ერთად, აღნიშნავს სქესის საფუძველზე ადამიანთა უთანასწორობის დამამკვიდრებელ ქმედებებსა და ქცევებსაც (მაგალითად, ორგანიზაციებში ან სოციალურ ურთიერთობებში სქესის ნიშნით ადამიანის უგუვებელყოფა). ტერმინი თითქმის ყოველთვის გამოიყენება ქალთა დისკრიმინაციის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისის ცალმხრივობის მიუხედავად, საზოგადოებათა უმრავლესობაში ტერმინის ამ აზრით გამოყენება, გამომდინარე ობიექტური რეალობიდან, გამართლებულად მიიჩნევა.