Top 10 similar words or synonyms for სეკრეტორული

ტროფიკული    0.900120

მეტეოროლოგიაში    0.888795

მოდალობის    0.876816

სუფოზია    0.872009

განათებას    0.870564

პედიპლენი    0.869955

რაოდენობების    0.869832

საკეტის    0.868868

ფენოტიპის    0.868514

აგზნების    0.868468

Top 30 analogous words or synonyms for სეკრეტორული

Article Example
დისპეფსია დისპეფსია (ლათ. dyspepsia) — წარმოადგენს ახალშობილი ხბოების მწვავედ მიმდინარე დაავადებას, რომელსაც ახასიათებს საჭმლის მონელების — „სეკრეტორული, მოტორული და სხვა“ დარღვევა, პროფუზული ფაღარათი, ორგანიზმის გაუწყლოება და ინტოქსიკაცია.
მელატონინი ჰორმონი მელატონინი აღმოჩენილ იქნა 1958 წელს ა.ბ. ლერნერის მიერ. მისი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში რიტმულად იცვლება, კონკრეტულად კი, როგორც წესი, ღამით, შუა ღამიდან დილის ხუთ საათამდე, მისი რაოდენობა ორგანიზმი განსაკუთრებით მომატებულია, ხოლო დღისით — ნაკლები. მელატონინს გამოიმუშავებს ეპიფიზის სპეციალური სეკრეტორული უჯრედები — პინეალოციტები.
რუდოლფ ჰაიდენჰაინი 1856 წელს დაადგინა მუდმივი დენის ძალის გავლენა მამოძრავებელი ნერვების გაღიზიანების ეფექტზე. ე. წ. ტონომოტორული ფენომენის ანალიზისას (ენის მგრძნობიარე ნერვის პერიფერიული ბოლოს გაღიზიანებით გამოწვეული ენის კუნთების ნელი შეკუმშვა მამოძრავებელი ნერვის გადაჭრის შემთხვევაში) ჰაიდენჰაინმა დაამტკიცა, რომ იგი განპირობებულია სისხლძარღვების გაფართოების დამატებითი მოქმედებით. აღმოაჩინა, რომ დიდი ნახევარსფეროების ქერქის გარკვეული წერტილების გაღიზიანება შემაკავებელ გავლენას ახდენს ჩონჩხის კუნთების გაღიზიანებაზე. დაადგინა კუნთებში სითბოს წარმოშობის დამოკიდებულება მათი მოქმედების პირობებზე — სისხლის მიმოქცევაზე, დატვირთვაზე, გაღიზიანების ინტენსივობაზე და სხვ. აღრიცხა კუნთის ერთხელობრივი შეკუმშვისას სითბოს გამოყოფა. დაადგინა თირკმლის ეპითელიუმის აქტიური როლი შარდის წარმოშობაში და აგრეთვე ორგანიზმის გარკვეული უჯრედული ელემენტების აქტიური მნიშვნელობასა და ნაწლავების მიერ შეწოვის პროცესში. საჭმლის მომნელებელ ჯირკვლებზე, ჰაიდენჰაინის მიხედვით, გავლენას ახდენს სეკრეტორული და ტროფიკული ნერვები. ჰაიდენჰაინმა დაამტკიცა, რომ პეფსინი და მარილმჟავა გამოიყოფა კუჭის სხვადასხვა ჯირკვლოვანი უჯრედიდან; დაამუშავა იზოლირებული კუჭის მეთოდი, რომელიც შემდგომში გააუმჯობესა ივანე პავლოვმა.
კბილის კარიესი დადგენილია, რომ კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმების შედეგად მინანქარი განიცდის დემინერალიზაციას და იწვევს კარიესის განვითარებას. მიკროორგანიზმების გარეშე კარიესი არ ვითარდება. კარიესოგენულ ბაქტერიებს მიეკუთვნება: Str. mutans, Str. sanguis, Str. salivarius. კარიესის საწყის სტადიაზე დაზიანების კერაში მიმდინარეობს მინანქრის გამოხატული დემინერალიზაცია. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები აღინიშნება მინანქრის ზედაპირქვეშა შრეში. კარიესულ ლაქაში მიმდინარე დემინერალიზაციის უშუალო მიზეზია ორგანული მჟავები (ძირითადად რძემჟავა), რომლებსაც ნახშირწყლების ფერმენტაციის შედეგად გამოიმუშავებენ კბილის ნადებში შემავალი მიკროორგანიზმები. კბილის კარიესის განვითარების შესწავლისას საყურადღებოა ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მინანქრის დემინერალიზაციას: პირის ღრუს მიკროფლორა, კვების ხასიათი, კვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა (ნერწყვის რემინერალიზაციური და ბუფერული თვისებები, სეკრეტორული იმუნოგლობულინები, ლიზოციმი), ფტორის შემცველობა სასმელ წყალში. მინანქრის საწყის კარიესულ დაზიანებას შემდეგი მექანიზმი უდევს საფუძვლად: ნახშირწყლების ხშირი მოხმარებისა და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად კარიესოგენული მიკროორგანიზმები მჭიდროდ ემაგრებიან კბილის ზედაპირს და დროთა განმავლობაში წარმოქმნიან კბილის ნადებს. ნახშირწყლების შემდგომი მიღება იწვევს მინანქრის ზედაპირზე PH-ის(მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) ლოკალურ ცვლილებას. იგი აღწევს კრიტიკულ დონეს -4,5-5,0. თუ წყალბადის იონების ასეთი კრიტიკული დონე(მჟავე არე) ხანგრძლივად შენარჩუნდა, დაიწყება აპატიტების ზედაპირული რღვევა. მჟავების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად დიდდება მინანქრის ზედაპირზე არსებული მიკროსივრცეები. წარმოქმნილ მიკროდეფექტებში ყალიბდება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმების შეღწევისთვის ანუ საბოლოოდ მჟავაწარმომქმნელი კერა მინანქრის ზედაპირიდან გადადის თვით მინანქარში. საბოლოოდ წარმოიქმნება კარიესული დეფექტი.
ჰიპოფიზი ადამიანის ჰიპოფიზი თხილის ფორმის, ზემოდან ქვემოთ შებრტყელებული ორგანოა, რომელიც მდებარეობს თურქული კეხის საგანგებო ფოსოში და ზემოდან დაფარულია ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით - თურქული კეხის შუასაძგიდით, რომელიც გაჭიმულია სოლისებრი ძვლის წინა და უკანა დახრილ მორჩებს შორის. მის ცენტრში არის მცირე ხვრელი, რომლის საშუალებითაც ერთვის თავის ტვინის რუხი ბორცვის ძაბრს წვრილი და ნაზი, ნერვული ქსოვილებისგან შემდგარი ფეხით. ორგანოს მასა 0,5 გრამს შეადგენს. ჰიპოფიზის წინა წილი - ადენოჰიპოფიზი ვითარდება ემბრიონული განვითარების მეოთხე კვირას პირის ღრუს ექტოდერმული ჩაღრმავების (რატკეს ჯიბე) მფარავი ეპითელიუმიდან, შუამდებარე წილი წარმოიქმნება იქ, სადაც რატკეს ჯიბის შიგნითა ფურცელი მეორეულად ამყარებს კონტაქტს ნეიროჰიპოფიზთან. წინა და შუამდებარე წილებს შორის რჩება ნაპრალი, ე.წ. ნარჩენი ღრუ (რატკეს ჯიბის პირველადი ღრუს ნაშთი). ადენოჰიპოფიზი ადრე იძენს ენდოკრინული ჯირკვლისათვის დამახასიათებელ თვისებებს. სეკრეტორული უჯრედების ირგვლივ ვითარდება სინუსოიდები. მოზრდილი ადამიანის ჰიპოფიზის წინა წილი ფერად მოწითალო-რუხია, უკანა წილს, პიგმენტის დაგროვების გამო, ბაცი მომწვანო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს; იგი ნერვული ქსოვილისაგან შედგება და უფრო რბილია. შუამდებარე წილი მოივავს კოლოიდური შიგთავსის მქონე ცისტებს. ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის ფაძლიერება - ჰიპერფუნქცია, თუ იგი ბავშვონის ასაკში დაიწყო, იწვევს გიგანტიზმს და ნაადრევ სქესობრივ განვითარებას. ზრდის დასრულების შემდეგ ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად ვითარდება აკრომელაგია. ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოფუნქცია, თუ ის ბავშვობის პერიოდში დაიწყო, იწვევს ნანიზმს - ქონდრისკაცობას. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის - ვაზოპრესინის ნაკლებობის დროს თირკმელი კარგავს შაქრის კონცენტრაციის უნარს და ვითარდება უშაქრო დიაბეტი.