Top 10 similar words or synonyms for სეკრეტი

ეთერები    0.916725

კვირტებს    0.903020

ვაშლს    0.901998

hpo    0.901679

გარსზე    0.901211

ღეროებში    0.900589

ასტიმულირებს    0.899912

ნახშირბადისა    0.898156

ფოროვან    0.897951

ბაქტერიულ    0.896478

Top 30 analogous words or synonyms for სეკრეტი

Article Example
სეკრეცია (ფიზიოლოგია) სეკრეცია () — სპეციალიზებული ჯირკვლების მიერ განსაკუთრებული პროდუქტის — სეკრეტის გამომუშავება და გამოყოფა. არჩევენ გარეგან და შინაგან სეკრეციას. თუ სეკრეტი გამოიყოფა სხეულის ზედაპირზე ან ღრუ ორგანოში სადინარებით, ამ პროცესს გარეგანი სეკრეცია, ეგზოსეკრეცია ან ეგზოკრინული სეკრეცია ეწოდება, ხოლო თუ სეკრეტი პირდაპირ გადადის სისხლსა და ლიმფაში, მაშინ — შინაგანი ანუ ენდოკრინული სეკრეცია ჰქვია. თითოეული ჯირკვლის სეკრეტორულ ციკლში განარჩევენ ორ ფაზას სეკრეტის პროდუქციისა და გამოყოფის ფაზებს. ზოგ ჯირკვალში ეს ფაზები ერთდროულად, სხვებში კი სხვადასხვა დროს მიმდინარეობს.
ოფლი ოფლი — უფერული მლაშე სითხე, კანში არსებული საოფლე ჯირკვლების სეკრეტი. ოფლის ძირითადი ფუნქციაა ძუძუმწოვრების ორგანიზმის თერმორეგულაცია, ასევე მასთან ერთად გამოიყოფა ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები. მნიშვნელოვანია ოფლის როლი ძუძუმწოვართა შორის ინფორმაციის გადაცემის სოციალურ-ბიოლოგიურ პროცესებში.
ტუჩფეხიანები ტუჩფეხიანები ( ან ) არის ფეხსახსრიანი მტაცებელი ცხოველების კლასი. აქვთ წაგრძელებული - რამდენიმე მილიმეტრიდან 25-30 სანტიმეტრამდე სიგრძის სხეული, რომელიც დაყოფილია თავად და სეგმენტისებურ სხეულად. თითოეულ სეგმენტზე წყვილი კიდურია, თავზე წყვილი ულვაში, თავის გვერდით მხარეებზე მარტივი თვალების გროვა. სხეულის პირველი სეგმენტის ფეხები მტაცებელია, მათი ბოლო ნაწევრის ფუძეში არის შხამიანი ჯირკვალი, რომელიც ბრჭყალში იხსნება. სეკრეტი კლავს მსხვერპლს და იცავს მათ მტრისაგან. ტუჩფეხიანები ტრაქეებით სუნთქავენ. ცალსქესიანებია.
კისტური ფიბროზი ფილტვებში ლორწოს შესქელებასთნ ერთად აღინიშნება პანკრეასის სეკრეტის შესქელებაც, სეკრეტის, რომელიც შეიცავს მომნელებელ ფერმენტებს. გამომდინარე იქიდან რომ შესქელებული სეკრეტი აღარ გადაადგილდება თორმეტგოჯა ნაწლავში, მომნელებელი ფერმენტები, რომლებიც მასშია აზიანებს თავად პანკრეასის ჯირკვალს (პანკრეატიტი). შორსწასულ შემთხვევებში პანკრეასის სადინარები შეიძლება ბოლომდე იყოს დახშული, რაც ხშირად ხდება მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში. ეს იწვევს ეგზოკრინული ჯირკვლის ატროფიასა და ფიბროზს.
ქალაზიონი ქალაზიონი ( ქსალაზიონ — „კაკლისებრი სიმკვრივე“) — ქუთუთოს კიდის და ქუთუთოს ხრტილის ქრონიკული (განსხვავებით ჯიბლიბოს მწვავე პროცესისგან) პროლიფერაციული ანთება, რომელიც ვითარდება მეიბომის ჯირკვლის გარშემო და მისივე კაფსულითაა დაფარული. დაავადება იწყება მეიბომის ჯირკვლის სანათურის მექანიკური დახშობისას, რის გამოც გამომუშავებული სეკრეტი გროვდება და თანდათან იწვევს გარშემო ქსოვილების ანთებას.
ჩიჩახვი ჩიჩახვი (ლათ. Ingluvies) — საყლაპავი მილის გაფართოებული ნაწილი; წარმოადგენს საკვების რეზერვუარს; ზოგჯერ აქვე ხდება საჭმლის ქიმიური გადამუშავება (ფუტკრის ჩიჩახვში ყვავილის ნექტარი თაფლად გადამუშავდება). ჩიჩახვები აქვთ მოლუსკებს, მწერებსა და ფრინველებს, აგრეთვე რგოლოვან, მრგვალ ჭიებსა და ნემერტინებს. ჩიჩახვში გამოიყოფა ლორწოვანი სეკრეტი, რომელიც ფერმენტულად ამუშავებს ან მხოლოდ ასველებს მშრალ საკვებს და მის გარკვეულ ულუფას აწვდის კუჭს. ამონანთხევის სახით ფრინველები იცილებენ მოუნელებელ ნაწილებს, კვებავენ მართვეებს, ჩიჩახვით მოაქვთ მათთვის წყალი და სხვა. ზოგიერთი ფრინველის ტიხტიხის დროს ჩიჩახვი რეზონატორის როლს თამაშობს.
მუხლუხი (ზოოლოგია) მუხლუხი, "მატლი" — პეპლის მატლური სტადია, რომელიც ინტენსიურად იკვებება და იკეთებს მარაგს შემდგომი განვითარებისათვის. სხეულს ჭიისმაგვარი ფორმა აქვს, პირის აპარატი — მღრღნელი. აქვს მკერდის 3 წყვილი და 8 წყვილი „ცრუ“ ფეხი, აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლები, რომელთა სეკრეტი ჰაერთან შეხებისას აბრეშუმის ძაფად გარდაიქმნება. ზოგი მუხლუხი მავნებელია. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 1000 სახეობის პეპელა, რომელთა მუხლუხი მინდვრის, ბაღისა და ტყის მავნებელია. თუთის, მუხისა და ზოგი სხვა აბრეშუმხვევიას მუხლუხის პარკი ძვირფას ნედლეულს იძლევა.
დამანები დამანები, "ჰირაქსები" () — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 30-60 სმ, კუდისა — 1-3 სმ, წონა დაახლოებით — 4,5 კგ. აქვთ დიდი თავი, მოკლე და სქელი კისერი, მოკლე კიდურები, წინა ფეხებზე ოთხ-ოთხი, უკანაზე კი სამ-სამი თითი, თათების ძირზე პატარა ბალიშები. რაიმეზე დაყრდნობისას თათის ცენტრალური ნაწილი ზევით იწევს, წარმოიქმნება ვაკუუმი და თათი ზედაპირს მიეკვრება; ამას ხელს უწყობს აგრეთვე თათის ძირის ჯირკვლების რეზინისმაგვარი სეკრეტი. ამიტომაა, რომ დამანები თავისუფლად დარბიან ვერტიკალურ კედელზე და ხის ზროზე. დამანებს სხეული ხშირი ბალნით აქვთ დაფარული. ზურგის შუაგულში წაგრძელებული ბალნების კონაა, რომლის ცენტრში მოშიშვლებული ადგილია. აქ იხსნება ჯირკვლები, რომელთა სეკრეტს გამრავლების პერიოდში მკვეთრი სუნი აქვს. ცნობილია დამანების ცხრა სახეობა. გავრცელებული არიან წინა აზიაში, შუა და სამხრეთ აფრიკაში. დამანების ხორცს საკვებად იყენებენ.
კისტური ფიბროზი ქრონიკული დაავადება შეიძლება იყოს ძალიან რთული სამართავი. კისტური ფიბროზი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ და რესპირატორულ ტრაქტს, რაც თავის მხირვ იწვევს გენერალიზებულ მალნუტრიციასა და ქრონიკულ რესპირაციულ ინფექციებს. სქელი სეკრეტი ახშობს ჰაერგამტარ გზებს ,რასაც  ხშირ შემთხვევაში მოჰყვება ფილტვებში ანთებითი პროცესების განვითრება. მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე და მათ შესაძლბლობებზე შეასრულონ ყოველდღიური ქმედებები. კისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის მნიშვნელვანია ქრონიკული დაავადებისა და ცხოვრების ხარისხის უერთიერთკავშირის გააზრება. შმიტცისა და გოლდბექის მიხედვით (2006) კისტური ფიბროზი მნიშვნელოვნად ზრდის ემოციურ სტრესს, როგორც პაციენტში  ასევე მის ოჯახის წევრებში, "და ყოველდღიურმა დროის დამხარჯველმა მკურნალობის განრიგმა  შეიძლება იქონიოს კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა ცხოვრების ხარისხზე. ჰავერმანსმა და მისმა კოლეგებმა(2006)  აჩვენეს, რომ ახალგაზრდა ამბულატორიულ პაციენტებს,რომლებიც მონაწილეობენ გამოკითხვაში ჰქონდათ უფრო მაღალი ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი ვიდრე მათ მშობლებს. ამასთანავე , კისტური ფიბროზის ამბულატორიულ პაციენტებს ჰქონდათ პოზიტიური შეხედულებები თავიანთ თავზე. არსებობს ბევრი გზა კისტური ფიბროზით დაავადებული ინდივიდებიც ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.ვარჯიში ზრდის ფილტვების ფუნქციურ აქტივობას და ვარჯიშის შეთავსებამ მკურნალობის ყოველდღიურ პროცედურებთან შეიძლება შესამჩნევად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ჯერ-ჯერობით არ არსებობს კისტური ფიბროზისგან განკურნების გზები, თუმცა არსებობს პრეპარატები, როგორიცაა მუკოლიტიკები, ბრონქოდილატატორები,სტეროიდები და ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ლორწოს გასათხიერებლად, ჰაერგამტარი გზების გასაფართოვებლად,ანთებითი პროცესების ჩასაცხრობად და ფილტვის ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.