Top 10 similar words or synonyms for სახსრით

კვერცხებსა    0.859857

მილაკები    0.852882

ხორცისაგან    0.848397

სვეტებად    0.846410

გორილას    0.844811

ულვაშის    0.843946

დაწოლა    0.843750

ფხვნილები    0.842982

ძვლებში    0.840656

ანიონები    0.840470

Top 30 analogous words or synonyms for სახსრით

Article Example
პლაკოდერმები პლაკოდერმები (), "ჯავშნიანი თევზები", ნამარხი თევზების ჯგუფი. მათი სხეულის სიგრძე 5-6 მ აღწევდა. თავი და სხეულის წინა ნაწილი ჯანისეული წარმოშობის ძვლოვანი ფირფიტების ჯავშნით იყო დაფარული, ტანის უკანა ნაწილი კი ქერცლიანი ან შიშველი ჰქონდათ. თავისა და გულმკერდის ძვლოვანი ჯავშანი ერთმანეთს 2 მოძრავი სახსრით უკავშირდებოდა. პლაკოდერმების ყბები კიდეწამახვილებული ძვლოვანი ფირფიტებისაგან იყო აგებული. ძირითადად ფსკერის ცხოველები იყვნენ. ცხოვრობდნენ დევონურ პერიოდში.
Vario LF2 Vario LF2–ის კონსტრუქცია Vario LF3–ის მსგავსია. ეს ცალმხრივი მართვის ექვსღერძიანი, მოტორებიანი ტრამვაის ვაგონი ერთი მხრივ ტევადობით Škoda 03 T–ს კონკურენტია, თუმცა ამასთანავე Tatra K2–ის შემცვლელიცაა. Vario LF2 შედგება ორი სექციისგან, რომლებიც შეკავშირებულია სახსრით, ხოლო სახსარი შემოსილია მოქნილი, გოფრირებული ტყავის ბურვილით. ვაგონს მარჯვენა გვერდზე აქვს ოთხი ორფრთიანი კარი. განაპირა კარებს შევყავართ ვაგონის მაღალიატაკიან ნაწილებში. დაბალიატაკიანი ნაწილი ლიანდაგის ზედაპირიდან 350 მმ სიმაღლეზეა და ვაგონის იატაკის ფართის 43% შეადგენს, ხოლო მაღალიატაკიან ნაწილში (ვაგონის ბოლოები და სახსარი) იატაკი 860 მმ სიმაღლეზეა.
ჩონჩხი ხერხემლიანების შინაგანი ჩონჩხი იყოფა საღერძე, თავისა (ქალა) და კიდურების ჩონჩხებად. ემბრიონების შინაგანი ჩონჩხი ჯერ ხრტილოვანია და შემდეგ თანდათანობით ხდება გაძვალება (არასრულად). მრგვალპირიანებისა და ხრტილიანი თევზების შინაგანი ჩონჩხი მთელი სიცოცხლის მანძილზე ხრტილოვანად რჩება. ძვლები და ხრტილები ერთმანეთს უკავშირდება მოძრავად (სახსრით) ან უძრავად. საღერძე ჩონჩხი ჩვეულებრივად, წარმოდგენილია ცალკეული მალებისაგან შედგენილი ხერხემლით, რომელიც ემბრიონში ცვლის ქორდას. მალების ზევითა მორჩები ანუ რკალები ერთმანეთს უერთდება და ქმნის ზურგის ტვინის არხს, რომელშიც მოთავსებულია ზურგის ტვინი. მალების სხეულებს ემაგრება ნეკნები, რომლებიც მკერდის ძვალთა შეერთებით ქმნიან გულმკერდს. ზვიგენისებრი თევზების მალების სხეულები ხრტილოვანია, უმაღლესი თევზების და ხმელეთის ხერხემლიანებისა — ძვლოვანი.
ავსტრალოპითეკ აფარენსისი მაჯის საკეტი მექანიზმის არსებობა შესაძლოა გვაძლევდეს ვარაუდს იმის შესახებ, რომ  ისინი სახსრის გამოყენებით გადააადგილდებოდნენ. (თუმცა ამ დასკვნებში ეჭვი შეიტანეს სახსრით გადაადგილების ახლო ანალიზის საფუძველზე და ასევე პრიმატების სხვადასხვა სახეობების მაჯის ძვლების შედარებაზე დაყრდნობით.) მხრის სახსარი ასევე ბევრად უფრო ორიენტირებულია თავის ქალის მიმართ, ვიდრე თანამედროვე ადამიანისა, მაგრამ იგი მსგავსია დღევანდელი მაიმუნებისა, რომელიც შეთავსებულია  შედარებით გრძელ მხრებთან რასთან დაკავშირებითაც არსებობს აზრი, რომ აფარენსისს სწორედ ასეთი მხრის სახსარი უნდა ჰქონოდა. მიჩნეულია რომ ამის არეკვლა გაამძაფრა უნარმა ემოძრავებინათ მხრები თავს ზემოთ ცოცვის დროს. გარდა ამისა თავის ქალის სკანირება ნათელს ჰფენს არხისა და სხეულის ლაბირინთულ მორფოლოგიას, რომელიც არ არის ხელშემწყობი ფაქტორი სათანადო ბიპედალური გადაადგილებისათვის.
ბიპედალიზმი უძველესი და თანამედროვე ადამიანის მსგავსი თანამედროვე მაიმუნების მენჯის ფორმა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. თანამედროვე ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსრები უფრო დიდი ზომისაა ოთხ ფეხზე მოსიარულე მონათესავე ჯიშებთან შედარებით, რათა უკეთესად იყოს შესაძლებელი მათზე მომავალი წონის შეკავება. ასევე მენჯის ძვალმა ადამიანში ფორმაც შეიცვალა - გახდა უფრო მოკლე და განიერი, რამაც ასევე გამოწვია ხერხემლის დაახლოება სახსართან, გამართული სიარულისას სხეულის მტკიცედ დასაჭერად და დასაბალანსებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ორ ფეხზე სიარული მოითხოვს ადამიანში ბალანსირებას შედარებით ნაკლებად მტკიცე ბურთისებრი სახსრით, ხერხემლის დაახლოებამ მენჯ-ბარძაყის სახსართან განაპირობა ის, რომ ადამიანს ნაკლები ძალისხმევა ესაჭიროება კუნთებიდან ტანის ბალანსირებისათვის. თეძოს ძვალმაც შეიცვალა ფორმა - აქამდე თუ იყო გრძელი და ვიწრო, ახლა გახდა მოკლე და განიერი, ხოლო მენჯის კედლები აღმოჩნდნენ ლატერალურ მდებარეობაში ერთმანეთის მიმართ. ეს ეხმარება ადამიანს თუნდაც ერთ ფეხზე დგომისას ტორსის სტაბილიზაციაში. გავის ძვალიც გახდა უფრო განიერი, შესაბამისად გაიზრდა სამშობიარო არხის დიამეტრი, რამაც მშობიარობა უფრო მარტივი გახადა. ეს ცვლილებები საშუალებას აძლევს ჰომინიდებს, ფეხები წინ გადადგან ორ ფეხზე სიარულისას და ბურთზე ფეხის დარტყმის მსგავსი მოძრაობა გააკეთონ.
ავსტრალოპითეკ აფარენსისი კლიმატის ცვლილებამ დაახლოებით 10-11 მილიონი წლის წინ გავლენა იქონია აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ტყეებში ჩამოყალიბების პერიოდზე, სადაც ტყის მიწების გახსნამ ხელი შეუშალა ხის ფიცრულით გადაადგილებას.  ასეთ დროს პროტო-ჰომინინებმა შეძლეს მიეღოთ თავდაყირა სიარულის ქცევის მანერა და დაეწყოთ მზარდი სახმელეთო მიმოსვლა, მაშინ როდესაც გორილასა და შიმპანზეს წინაპრები აგრძელებდნენ სპეციალიზაციას ვერტიკალურ ხის ფესვებსა და ლიანებზე ასვლაში, სხეულის მოხრილ მდგომარეობაში, რასაც საბოლოო ჯამში ისინი მიჰყავს სახსარზე დაყრდნობით გადააადგილებამდე მინიმალური მასშტაბებით.  ეს დიფერენცირებული განვითარების ფარგლებში დიდი ჰომინიდების საზოგადოებასთან ერთად გამოიწვევდა იმას, რომ აფარენსისი მიიღებდა ჩვევას თავდაყირა გადააადგილებისა ფართო სახმელეთო მიმოსვლაში, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ იყენებს მხრებს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული პატარა ხეებზე ასვლაში. მიუხედავად ამისა პროტო-ჰომინინების, გორილებისა და შიმპანზეების წინაპრები იყვნენ უახლოესი ნათესაური კავშირის მქონენი და აგრეთვე იზიარებდნენ ანატომიურ თავისებურებებსაც, მათ შორის შერწყმულ მაჯის ძვალსაც, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ  რომ სახსრით გადააადგილებისას გამოიყენებოდა ადამიანის წინაპრების მიერ.
ბიპედალიზმი თანამედროვე კვლევები, რომლებიც 4.4 მილიონი წლის წინანდელ Ardipithecus Ramidus-ს უკავშირდება, მოწმობენ რომ ბიპედალიზმი შესაძლოა ჰომინინების პერიოდში წარმოიშვა, თუმცა დეგრადაცია განიცადა სპეციალიზებულ შიმპანზეებსა და გორილებში. 2014 წელს, რიჩარდ დოკინსმა გამოსცა წიგნი „The Ancestor’s Tale”, რომელშიც წერს, რომ შიმპანზეები და ჯუჯა შიმპანზეები ავსტრალოპითეკის „გამხდარი“ ტიპის ნაირსახეობის შთამომავლები არიან, მაშინ როცა გორილა პარანთროპუსის მემკვიდრეა. ავტორი წერს, რომ შესაძლებელია ამგვარი მაიმუნები ერთ დროს ბიპედები ყოფილიყვნენ, თუმცა დაკარგეს ეს თვისება, რადგან ისინი ძალაუნებურად, ავსტრალოპითეკების გავლენით ისევ მოხვდნენ არბორეალურ გარემოში. ავტორი იმასაც ამბობს, რომ უძველეს ჰომინინთა წარმომადგენელს, Ardipithecus Ramidus-ს შესაძლებელია, განვითარებული ჰქონოდა არბორეალური ბიპედალიზმი, რომელიც დამოუკიდებლად განვითარდა (თითის) სახსრით გადაადგილებაში, რომელიც დამახასიათებელია შიმპანზეებისთვისა და გორილებისთვის, და თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელ ეფექტურ სიარულსა და სირბილში. გარდა ამისა, ამ იდეის საფუძველზე, ნეანდერტალელის გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ნაკლებად უნარიანი სირბილისა და ზოგადად გადაადგილების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები.