Top 10 similar words or synonyms for სასახლისათვის

სასახლეს    0.545510

თაბორის    0.540634

განძს    0.539607

ბეთლემს    0.535591

სიმაგრედ    0.524401

მდგარ    0.523242

სამცხეს    0.522449

გრაფებს    0.520713

ეპისკოპოსებს    0.520280

ციხესიმაგრედ    0.519646

Top 30 analogous words or synonyms for სასახლისათვის

Article Example
ფარშავანგის ტახტი ირანის მომდევნო შაჰები ცდილობდნენ ხელახლა შეექმნათ ფარშავანგის ტახტი ჰოლესტანის სასახლისათვის. არსებულთა შორის ყველაზე ძვირადღირებული ფარშავანგის ტახტი შეიქმნა ფათ ალი შაჰის ბრძანებით 1812 წელს
გრემი XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება ხელს აძლევდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ამიჯნება, ჩრდილოეთით კი - მთები.
ვილა კაპრა ვილა კაპრა (ასევე ცნობილი როგორც ვილა ლა როტონდა) — რენესანსის პერიოდის ვილა. იგი ქალაქ ვიჩენცაში არქიტექტორმა ანდრეა პალადიომ ააგო 1566 წელს. შენობის პროექტი ძველი საბერძნეთისა და რომის არქიტეტურას ემყარება. კვადრატებმა, წრეებმა და სწორკუთხედებმა შენობას მკაცრი იერი მისცა და მთელ ევროპაში ბევრი ვილისა თუ სასახლისათვის მისაბაძ ნიმუშად იქცა. სახელი "კაპრა" წარმოიშვა ძმები კაპრესაგან, რომლებმაც დაასრულეს ეს შენობა, მას შემდეგ, რაც ის მათ გადაეცათ 1591 წელს. პალადიოს სხვა შენობებთან ერთად ვიჩენცაში, ეს შენობა შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ბელგიის არქიტექტურა მე-18 საუკუნის ბოლოდან მე-19 ს. პირველ მესამედამდე გაბატონებული სტილი გახდა კლასიციზმი. მის მითითებებს მკაცრად იცავდა არქიტექტორი ლ. რულანდტი (1786—1864), რომელსაც მიანდეს იუსტიციის სასახლის მშენებლობა ქალაქ გენტში. გამოყენებულია ნაცნობი სტილისტიკა — ფართო კიბე, რომაული ვერანდა და სხვ. კლასიციზმის ფორმების საკმაოდ თავისუფალი ინტერპრეტაციაა გამოყენებული ბრიუსელში ორანელი პრინცის სასახლისათვის. (არქ. შ. ვან დერ სტრატენი 1823—1826 წ.წ., მოგვიანებით შენობა გადაეცა აკადემიას). სასახლის სიმეტრიულ, მოგრძო ფასადს არ გააჩნია გამოკვეთილი ცენტრი. მის ნაცვლად მოგრძო გალერეა შემოსაზღვრულია გვერდითი პავილიონებით. არავითარი სვეტები, ვერანდები, სამკუთხა ფრონტონები. მათ ნაცვლად — ჰორიზონტალური კარნიზები, სხვენი ქანდაკებების გარეშე, საკმაოდ მყარი სახურავი, რომელიც ფუნქციონალურად მოუხერხებელია მომატებული ტენიანობისა და ღრუბლების ქვეყანაში.
ნეკრესი ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.