Top 10 similar words or synonyms for სარჩოს

თავაზიანად    0.898066

უტარებენ    0.887329

მონათხოვრეს    0.883127

ულტრაბგერებს    0.881524

ჰორმონულ    0.880126

ნემსებს    0.876672

დეფეკაცია    0.873487

braille    0.873395

ანტისხეულებს    0.873280

mcmahon    0.872214

Top 30 analogous words or synonyms for სარჩოს

Article Example
სამისდღეშიო რჩენა სამისდღეშიო ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ არის განსაზღვრული, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ვადით, თუმცა ხელშეკრულებით სხვა რამეც შეიძლება იყოს გათვალისწინებული. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩოს გადახდას სარჩენისთვის. რაც შეეხება სარჩოს გადახდის ვადებს, იგი დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით. სარჩოს ხასიათში იგულისხმება ის, თუ რა სახისაა სარჩო — ფულადი, თუ ნატურალური. ფულადი სარჩოს გადახდის ვადები შეიძლება განისაზღვროს გარკვეული დროის მიხედვით (მაგალითად, თვეში ერთხელ), ხოლო ნატურალური სარჩო, როგორც წესი, განისაზღვრება ყოველდღიურად, მაგალითად, მარჩენალმა სარჩენი უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით. სარჩოს მიზანში იგულისხმება ის, თუ რა მიზნითაა სარჩო დადგენილი. ეს შეიძლება იყოს მკურნალობა და სხვა აუცილებელი დახმარება.
სამისდღეშიო რჩენა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მარჩენალი სარჩენს უხდის სამისდღეშიო სარჩოს, თუმცა მისი გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისგან, მაგრამ იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. ასეთ პირებს, თუკი ისინი ვერ იღებენ კანონით გათვალისწინებულ სარჩოს, უფლება აქვთ მოითხოვონ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება. თუ ხელშეკრულება მოიშლება, მაშინ ქონება უბრუნდება სარჩენს.
გერმანიის საქალაქო სასამართლო დავის საგნის ღირებულების მიუხედავად სამოქალაქო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ქირავნობის დავები, საქმეები, რომლებიც შეეხება საცხოვრებელ ფართს, ბავშვსა და მშობლებს შორის მართლურთიერთობის დადგენას, სარჩოს, ან ალიმენტის მოთხოვნას, საოჯახო დავებს.
სამისდღეშიო რჩენა მარჩენალისთვის გადაცემული ქონების შემთხვევითი დაღუპვის ან დაზიანების შემთხვევაში, მარჩენალი არ თავისუფლდება სარჩოს გადახდისგან. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ქონების დაზიანებაში არც ერთ მხარეს არ მიუძღვის ბრალი, ანუ სახეზეა „ფორს-მაჟორული“ სიტუაცია (მაგალითად, მიწისძვრა, მეწყერი და ა.შ.).
სამისდღეშიო რჩენა როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზების გამო უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მოვალეობათა დარღვევაში იგულისხმება შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, მარჩენალი დროულად არ იხდის სარჩოს. ეპიზოდურმა დარღვევებმა, რომლებიც შემთხვევითი ხასიათისაა, არსებით გავლენას არ ახდენს მხარეთა ინტერესებზე და მათი აცილება მომავალში შესაძლებელია, არ უნდა გამოიწვიოს ხელშეკრულების მოშლა. რაც შეეხება სხვა არსებით მიზეზს, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას, ეს, მაგალითად, შეიძლება იყოს მარჩენალის მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მას აღარ შეუძლია სარჩოს გადახდა.
ამფიბიები ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები — ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ. უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე — ლაყუჩებით.
ხევსურეთის ისტორია დარიალის ხეობით შემოჭრილმა თვითმპყრობელური რუსეთის დამპყრობელმა ჯარებმა და კაპიტან-ისპრავნიკებმა სხვადასხვა ბეგარით მეტად შეავიწროვეს სამხედრო გზაზე მცხოვრები მოხევეები და მთიულები. მეფის მოხელეებს ეს მთიელები იძულებით სამუშაოზე გაჰყავდათ. ავიწროებდნენ ბეგარით, ართმევდნენ სარჩოს და ურჩობისათვის სასტიკ ფიზიკურ სასჯელს აყენებდნენ. ბოლოს მთიელებმა მოთმინება დაკარგეს და ამბოხების დროშა 1804 წელს პირველად მოხევეებმა და მთიულებმა ააფრიალეს.
მაიას ცივილიზაცია აღმოჩენილია ქვისგან გამოთლილი ადამიანის პატარა ფიგურა, რომელიც სისხლის გამოშვების წესს ასრულებს. თავსაბურავი, სამკაულები, ტეძოებზე შემოხვეული ნაჭერი, ყოველივე ეს მიუთითებდა, რომ ის დანაშაულიათვის ცოდვებს ინანიებდა. იხვრეტდა რა გენიტალიებს (ზოგჯერ იხვრეტდნენ ენას ან ყურებს), იგი ელოდებოდა, ვიდრე სისხლით არ შეიღებებოდა ხისგან დამზადებული ქაღალდი. როდესაც ქაღალდი სისხლით შეიღებებოდა, მას წვავდნენ და იქიდან გამოსული კვამლი, რომელიც მაღლა, ცისკენ მიემართებოდა, წარმოადგენდა ღმერთების სარჩოს.
ედი ფოი 6 წლის ედიმ ქუჩაში და ადგილობრივ სალონებში დაიწყო ცეკვა-თამაში ოჯახისთვის სარჩოს მოსაპოვებლად. 15 წლისამ გვარი ფოით შეიცვალა და პარტნიორთან ერთად ბარებში დაიწყო ცეკვა აშშ-ის დასავლეთის შტატებში. მცირე ხანი თეატრალურ დადგმებშიც მოუწია მუშაობამ ჯგუფებში (მასოვკებში), სადაც ხშირად ისეთ წამყვან მსახიობებთან უწევდა სცენაზე ყოფნა, როგორებიც იყვნენ ედუინ ბუთი და ჯოზეფ ჯეფერსონი.
კაბირიას ღამეები „ფელინის გადაუღია ფილმი, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს წმინდა ქალაქი მეძავებმა დაიპყრეს“ - წერდა ვატიკანის პრესა. ამიტომ ფილმი იტალიის ეკრანებზე ფილმი მანამ არ გამოდიოდა, სანამ ის არ ნახა და მოიწონა გენუის კარდინალმა ჯუზეპე სირიმ. ეკლესიის მოთხოვნით ფელინიმ ფილმიდან ამოჭრა ეპიზოდი, რომელიც კანის კინოფესტივალზე ნაჩვენებ ვერსიაში იყო. ეპიზოდში ტომრიანი კაცი გლახაკებს სარჩოს ურიგებდა. სამღვდელოებამ მიიჩნია, რომ ამით ფელინი აკრიტიკებდა ეკლესიას, რომლის ფუნქციაც არის გლახაკთა დაპურება.