Top 10 similar words or synonyms for საპონინები

სამთავა    0.927452

עורו    0.921339

გაიღვიძეთ    0.920535

ჩირაძულუ    0.919461

devine    0.918808

approximant    0.917548

nagel    0.917451

გამერქნებული    0.917413

მაჩინგა    0.916771

phipps    0.916261

Top 30 analogous words or synonyms for საპონინები

Article Example
საპონინები საპონინები (ლათ. sapo, ნათ. ბრ. saponis — საპონი) — რთული ორგანული უაზოტო ნაერთები მცენარეული გლიკოზიდების ჯგუფისა. ფერმენტული ან მჟავური ჰიდროლიზის დროს საპონინები იძლევა მონოსაქარიდებს და აგლიკონს (საპოგენინი). საპონინები ზოგჯერ ურონის მჟავებსაც შეიცავს. საპონინებს ძირითადად შეიცავენ მცენარეები (ვარდისებრთა, მიხაკისებრთა და სხვა ოჯახები) და ზოგი ზღვის ცხოველი (ზღვის ვარსკვლავა, ჰოლოთურია).
ჰემოლიზინები ჰემოლიზინები — ნივთიერებები, რომლებიც შლიან ერითროციტებს (ლიზისი). ჰემოლიზინები შეიძლება იყოს მცენარეული (საპონინები, რიცინი) ან ცხოველური (გველის, მორიელის, ფუტკრის შხამი) წარმოშობისა. ჰემოლიზინებს განეკუთვნება აგრეთვე ზოგიერთი მიკროორგანიზმის (სტრეპტოკოკი, თივის ჩხირი) მიერ გამოყოფილი ნივთიერებები. ერთი სახეობის ცხოვრელის სისხლის შრატი შეიცავს ჰემოლიზინებს, რომლებიც შლიან სხვა სახეობის ცხოველის ერითროციტებს. ერთი სახეობის ცხოველის ერითროციტებით სხვა სახეობის ცხოველის იმუნიზაციის შედეგად ჰემოლიზინების რაოდენობა მკვეთრად მატულობს.
სამკურნალო მცენარეები სამკურნალო მცენარეების სასარგებლო თვისებები განპირობებულია მათში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური, ე. წ. მოქმედი ნივთიერებების არსებობით: ასეთებია ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები, გუმფისები, ფისები, ლორწო, ვიტამინები, ფიტონციდები და სხვა, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკრობებზე. ნაკლებად ხმარობენ მეტალოიდების შემცველ მცენარეებს, მაგ., იოდის შემცველ წყალმცენარეებს, ფოსფორისა და გოგირდის შემცველ მცენარეებს. სამკურნალო მცენარეების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. მოქმედი ნივთიერებები წარმოიქმნება და გროვდება სამკურნალო მცენარეების სხვადასხვა ნაწილსა და ორგანოში გარკვეულ სავეგეტაციო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით დადგენილია სამკურნალო მცენარეების შეგროვების ვადები, როდესაც მათში დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებების ფარმაკოთერაპიული აქტივობა მაქსიმუმს აღწევს.
მცენარეების დაცვა მცენარეში დასენიანებამდე არსებული ნივთიერებები რაღაც ხარისხით უზრუნველყოფენ მცენარეს პარაზიტული სოკოებისაგან მდგრადობით. როგორც ჩანს, ამაში მთავარ როლს საპონინები თანაშობენ, რომელთაც მიეკუთვნებიან ალკალოიდები და ტრიტერპენები; მათ მოლეკულაში არსებობს განსაკუთრებული სახით დაკავშირებული გლიკოზილური ჯგუფი, რომელიც განაპირობებს მათ წყალში ხსნადობას. დამცავ ნივთიერებებს შორის ბევრია ასეთი ტიპის გლიკოზიდები; გლიკოზილური ჯგუფის მოცილებისას მათ ეკარგებათ წყალში ხსნადობის უნარი. ამ ნივთიერებებს გააჩნიათ გამოხატული სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, და ამის გარდა გავლენას ახდენენ მემბრანის განვლადობასა და სპეციფიკურ სატრანსპორტო მექანიზმებზე. როგორც ჩანს, ეს ორი თავისებურება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან საპონინები ვაკუოლშია ჩაკეტილი, და თუ სოკო უჯრედში ხვდება, მაშინ უჯრედული მემბრანები ზიანდება და გამოათავისუფლებენ შესაბამის საპონინს. ხშირად საპონინი არააქტიური ფორმითაა წარმოდგენილი და აქტიურდება მხოლოდ ციტოპლაზმურ ფერმენტთან კონტაქტის დამყარების შემდეგ. თუ სოკოს მემბრანას გააჩნია ფერმენტი β-გლიკოზიდაზა, მაშინ ის საპონინის მოლეკულას აცილებს ჰიდროქსილურ ჯგუფს, რის შედეგადაც საპონინი კარგავს წყალში ხსნადობის უნარს და გადადის უჯრედული მემბრანის ლიპიდურ ნაწილში. აქ ის მოქმედებს მემბრანის რამდენიმე სტერინზე და გარდაქმნის მათ თხევადი მდგომარეობიდან შედარებით უფრო მკვრივ მდგომარეობაში, - ამით უჯრედული მემბრანა ზიანდება და სოკოს უჯრედი კვდება. მაგრამ ყველა სოკო არ არის მგრძნობიარე ასეთი ზემოქმედების; ზოგიერთი სოკოს მემბრანას არ გააჩნია შესაბამისი სტერინები, სხვებს კი შეუძლიათ საპონინების ინაქტივაცია და ამით ინრჩუნებენ მდგრადობას ასეთი დამცავი მექანიზმების მიმართ.