Top 10 similar words or synonyms for საორგანო

პოლონეზი    0.859144

ვოდევილი    0.851173

გურუპის    0.845711

satisfied    0.844422

fecri    0.842205

გოგოვ    0.840183

весна    0.839437

მუიინგის    0.839059

gilthoniel    0.837591

leary    0.837413

Top 30 analogous words or synonyms for საორგანო

Article Example
დიტრიხ ბუქსტეჰუდე ბუქსტეჰუდე არის ჩრდილოეთ-გერმანული საორგანო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი.
ტოკატა და ფუგა რე მინორი (BWV 565) ტოკატა და ფუგა რე მინორი, BWV 565 — იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები, რომელიც ბაროკოს სტილის ყველაზე ცნობილ ევროპულ საორგანო ნაწარმოებად ითვლება. მუსიკის ზოგიერთმა მკვლევარმა ეჭვქვეშ დააყენა ბახის ავტორობა, თუმცა თანამედროვე გაბატონებული მოსაზრებით იგი წარმოადგენს ბახის კომპოზიტორული განვითარების ერთ-ერთ იმ ფაზაზე შექმნილ მუსიკას, რომლიდანაც მცირე რაოდენობის ნაწარმოებებია შემორჩენილი.
კამილ სენ-სანსი ჩარლზ-კამილ სენ-სანსი (; დ. 9 ოქტომბერი, 1835 – გ. 16 დეკემბერი, 1921) ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, ორგანისტი და პიანისტი, განთქმული კომპოზიციებით, როგორებიცაა: ცხოველების კარნავალი, დანსე მაკაბრე, რონდო კაპრიჩიოზო და სიმფონია no.3 (საორგანო სიმფონია). დაწერილი აქვს მუსიკა ყველა ჟანრში. 1860 - 1880 წლებში დასახელდა საუკეთესო კომპოზიტორად.
იოჰან სებასტიან ბახი ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე „კაპრიჩიო ჩემი საყვარელი ძმის გამგზავრებაზე“ (1704).
იოჰან სებასტიან ბახი ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).
ორგანი (საკრავი) ორგანი ( < ) — კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისა და პნევმატური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32-კლავიშიანი). ზოგიერთ თანამედროვე ორგანს 2 პედალი აქვს. ორგანს რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა საკრავის სიდიდით განისაზღვრება (საშუალოს — ათამდე, გიგანტურს — რამდენიმე ასეული რეგისტრი). თითოეულ რეგისტს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან ღილაკით. საორგანო მუსიკა იწერება სამ სანოტო დგანზე რეგისტრის მიუთითებლად. ორგანს შეიძლება ჰქონდეს სამი სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური, პნევმატიკური და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. ორგანის წინამორბედებია: სოლინკა, ძვ. ჩინური შენი, ევროპული პანის ფლეიტა. ძვ.წ. III საუკუნეში საბერძნეთში გამოიგონეს წყლის ორგანი — ჰიდრავლოსი. გიგანტური ორგანები დგას მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, რიგის, კიევის, თბილისის, ტალინის, ტაშკენტის საკონცერტო დარბაზებში.
იოჰან სებასტიან ბახი ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.