Top 10 similar words or synonyms for სამღვდელოებისა

ლოცვითი    0.684851

საფუძვლისა    0.683619

გამოყვანის    0.673632

ერისკაცთა    0.673364

მუნდურუკუელების    0.671859

ამოწყვეტას    0.671623

სარდლების    0.664048

გარშემომყოფთა    0.660800

მღვდელთა    0.659392

ყმების    0.650228

Top 30 analogous words or synonyms for სამღვდელოებისა

Article Example
საფრანგეთის რევოლუცია დამფუძნებელი კრების 1789 წლის აგვისტოს დადგენილებებმა ლუი XVI-ის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. არლის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში მეფე ირწმუნებოდა, რომ არ დაუშვებდა "მისი სამღვდელოებისა" და "მისი თავადაზნაურობის" ამგვარ შევიწროებას. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ 1789 წლის სექტემბერში მეფეს სუსპენსიური (შეჩერების ძალის მქონე) ვეტოს უფლება მიანიჭა. მართალია, ამიერიდან მეფე ვერაფერს ვეღარ აკრძალავდა, მაგრამ შეძლებდა ნებისმიერი საკანონმდებლო პროცესის შეფერხებას.
მარტინ I ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმინდა პაპმა მარტინმა, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმინდა მარტინი. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.
მარტინ I 654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი - თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმინდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს.
ეროვნული კონვენტი ვანდეის აჯანყებამ კონვენტს მკაცრი ზომების გატარებისკენ უბიძგა. შემოიღო სიკვდილით დასჯა ყველა ემიგრანტისა და რესპუბლიკის ერთგულებაზე დაუფიცებელი მღვდლებისთვის, თუკი ისინი ერთი კვირის განმავლობაში არ დატოვებდნენ საფრანგეთს. ასევე გამოიცა დეკრეტი სამღვდელოებისა და არისტოკრატიის განიარაღების შესახებ. შეიქმნა რევოლუციური კომიტეტები «საეჭვოების» გასაკონტროლებლად. 10 მარტს რევოლუციური ტრიბუნალები ჩამოყალიბდა მოღალატეების, მეამბოხეების, არმიის არაკეთილსინდისიერი მომმარაგებლებისა და ფულის გამყალბებლების დასასჯელად 1 აპრილს გამოცემული დეკრეტით იმუნიტეტი მოეხსნა დეპუტატს, თუკი ის რესპუბლიკის მტრებთან კავშირში იქნებოდა ეჭვმიტანილი. ტერორის ეს პოლიტიკა კონვენტის საზოგადოებრივი გადარჩენისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტების საშუალებით ხორციელდებოდა.
მართლმადიდებლობა ადრეულ ხანაში განდეგილობა და მონასტრები ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ თანდათან ეკლესიამ კონტროლი დაამყარა მონასტრებზე, შეუქმნა რა მათ წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და ემოღვაწათ. წუთისოფლისგან განდგომილ ბერებს უშუალო კავშირი არა აქვთ საეკლესიო იერარქიასთან, ისინი არ ეკუთვნიან სამღვდელოებას, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ნაკურთხნი მღვდლებად, რათა შეძლონ ღვთისმსახურების აღსრულება. მაგრამ მათი სტატუსი არ იცვლება: ისინი რჩებიან ე. წ. შავ სამღვდელოებად, განსხვავებით თეთრი სამღვდელოებისა, რომელიც ერში (სოფელში) მოღვაწეობს და საეროებს ემსახურება.
შესწორებული იულიუსის კალენდარი 1927 24 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრებამ ხელმეორედ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღებისა. ამ გადაწყვეტილებას თბილისში დადებითად შეხვდნენ, თუმცა რეგიონულ ეპარქიებში სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილმა წინააღმდეგობა გამოხატა კალენდრის შესწორების გამო. ეკლესიაში შექმნილი არეულობის გამო, მომდევნო 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო ახალი განჩინება შესწორებული კალენდრის მოქმედების დროებით შეჩერებისა და ძველ სტილზე დაბრუნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ განჩინება ეპისკოპოსებს ავალებდა, სამომავლოდ გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის, შესწორებული იულიუსის კალენდრის სასარგებლოდ.
ილორობა ილორობა — წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული. იმართებოდა 20 ნოემბერს სოფ. ილორში (ოჩამჩირის რაიონი) წმინდა გიორგის ეკლესიაში (XI ს.). XVII-XVIII საუკუნეების მონაცემებით, დღესასწაულის წინა საღამოს სამეგრელოს მთავარი სამღვდელოებისა და დიდებულების თანხლებით, შემოუვლიდა ეკლესიის გალავანს, მის შემოგარენს და შესასვლელს საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა. მეორე დილით, ისევ მხლებლების თანხლებით, მთავარი თვითონვე ხსნიდა საბეჭდავს. მლოცველებს ეშოში ხვდებოდა ხარი (ხალხური წარმოდგენით წმ. გიორგის სახელობის ცხოველი), რომელიც თითქოს ღამით სასწაულებრივად შეჰყავდა წმინდანს. ხარს კლავდნენ და ხორცის ნაჭრებს მლოცველებს ურიგებდნენ. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ როგორც ბოროტისა და ავი სენისაგან დამცველი. გადმოცემით, ძველად ხარის მაგივრად ტაძარში შემოდიოდა სამსხვერპლო ირემი. ილორის წმ. გიორგისა და მისი დღეობის ძალა აღიარებული ყოფილა მთელს დასავლეთ საქართველოში და რიგ მეზობელ ხალხებში.
შესწორებული იულიუსის კალენდარი როგორც კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მოგვიანებით თავის ნაშრომში „მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან“ წერს, საქართველოს ეკლესიის ულტრარეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფმა მოინდომა, ახალი სტილით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაულიც, რაც ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს განჩინებას, აგრეთვე საერთო მართლმადიდებლურ პრაქტიკას. სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილი უარყოფითად შეხვდა აღდგომის თარიღის თვითნებურად შესწორებას, რამაც საყოველთაო მღელვარება გამოიწვია ეკლესიაში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საპატიმროდან ახლად გამოსულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა შესწორებული კალენდრის მოქმედება და 1925 წლის 11 მარტს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება ძველ სტილზე დროებით დაბრუნების შესახებ.
ბიზანტიის იმპერია ასეთი იყო ვითარება, როცა იოანე V (1369 წ.) და უფრო გვიან მანუელ II (1471 წ.) პოლიტიკური მოსაზრებებით იძულებულნი შეიქნენ რომთან მოლაპარაკება განეახლებინათ, ხოლო სასოწარკვეთილმა იოანე VIII-მ თურქული საფრთხის თავიდან ასაცილებლად კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა: იმპერატორი თვითონ ჩავიდა იტალიაში (1437 წ.) და ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ევგენი IV-სთან ერთად ხელი მოაწერა უნიას, რომელიც ბოლოს უღებდა ეკლესიების გათიშვას (1439 წ.). მიხეილ VIII-ის მსგავსად, ისიც მართლმადიდებლური სამღვდელოებისა და ხალხის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლათინები, ყოველგვარი აღთქმისა თუ დაპირების მიუხედავად, მხოლოდ ერთ მიზანს მიელტვოდნენ: „მოესპოთ ბერძნების ქალაქი, მათი ჯიში, სახელი და სახსენებელი”. იოანე VIII და მისი მემკვიდრე კონსტანტინე IX ამაოდ ცდილობდნენ, იმპერიისათვის ძალით მოეხვიათ თავზე უნია. აღშფოთებული ხალხი თვით წმიდა სოფიოს ტაძრის თაღებქვეშაც კი ბობოქრობდა. მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლის დაღუპვა კარზე იყო მომდგარი, ქალაქის ქუჩებში არ ცხრებოდა გააფთრებული დავა უნიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. იმ ხანებში ბიზანტიის ფლოტის მთავარსარდალსა და იმპერატორის კარზე ყველაზე გავლენიან პირს — ლუკას ნოტარას მიაწერენ სიტყვებს: „მირჩევნია ქალაქში ვიხილო თურქული ჩალმა, ვიდრე პაპის ტიარა”.