Top 10 similar words or synonyms for სამრეკლოების

ცხრაკარა    0.651832

მოხატულობის    0.651679

დეკორით    0.642679

ყუამილიანი    0.632606

შრეებია    0.630154

ფრაგმენტულად    0.622302

ესბეკის    0.620562

კომპლექსიდან    0.616217

დუღაბზე    0.611566

საფასადო    0.609955

Top 30 analogous words or synonyms for სამრეკლოების

Article Example
კახეთი კახეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია სამრეკლოების უმარტივესი სახე — ეკლესიის სახურავის კეხზე დაფუძნებული, თაღებით გახსნილი, პატარა კიოსკი. გვხვდება ორსართულიანი სამრეკლოებიც — კუბური ფორმის ნაგებობაზე დადგმული რვაწახნაგა ფანჩატური, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ქვედა ნაწილს არ უკავშირდება. გვხვდება ასევე ფანჩატურით დაგვირგვინებული, დიდი, მრავალსართულიანი ნაგებობები.
კახეთი სამრეკლოების მეორე ჯგუფი ლევანის მეფობის ხანას შეიძლება დაუკავშირდეს, ესაა ალვანის ნათლისმცემლის, გრემის ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესიის, კარდანახის საბა-წმინდის, საყდრიონის წმინდა გიორგის და ფონას ეკლესიების სამრეკლოები. ისინი მიშენებულია ეკლესიის რომელიმე შესასვლელზე ისე, რომ სამრეკლოს ქვედა სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს.
სამრეკლო საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო. ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა სამრეკლოები.
საფარის მონასტერი გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ - საკუთრივ სამრეკლო.
ვაჩნაძიანთ მადლის ეკლესია ძეგლის თარიღის დადგენა ეპიგრაფიკული მასალის უქონლობის გამო ძნელდება, ამიტომ ჯერჯერობით ხუროთმოძღვრულ ანალიზს, მის სამშენებლო ელემენტებისა და ტექნიკის დონის განსაზღვრას უნდა დავეყრდნოთ. აღნიშნულ ძეგლს პარალელები ეძებნება თვით საინგილოს ტერიტორიაზე. ასევე იდენტური ტიპის ძეგლების არსებობა დამოწმებულია საქართველოს სხვადასხვა მხარეში; აგრეთვე ისტორიული ტაოს მიწა-წყალზე. ამ ძეგლის ერთ-ერთ იდენტურ ტიპს წარმოადგენს იშხნის ტაძრის გვერდით მდებარე ე. წ. "მცირე ეკლესია", რომელიც აგებულია 1006 წ., ხოლო მშენებლობის მეორე პერიოდის მიშენებული ნაწილი - სამრეკლო, დღევანდელი კახეთის ტერიტორიაზე გავრცელებუღი ქართული ხუროთმოძღვრების გვიან პერიოდის დამახასიათებელი ტიპიური სამრეკლოების განმეორებას წარმოადგენს. სამრეკლოს პირველი სართულის გეგმის კვადრატული მოხაზულობა და მეორე სართულის რვაწახნაგოვანი ტიპიური ღია ფანჩატურისებრივი გადაწყვეტა თავისი სივრცობრივი ფორმითა და კონსტრუქციული სტრუქტურით XII–XIII საუკუნეებს არ სცილდება, ხოლო ეკლესიის მშენებლობის პირველი პერიოდი XI- XII საუკუნეებში უნდა ვივარაუდოთ.
კახეთი სამშენებლო საქმიანობის აღმავლობის მიუხედავად, ამ პერიოდის არქიტექტურა მაინც ხასიათდება შემოქმედებითი ძიებისა და ოსტეტობის დაქვეითებით, მხატვრული ჩანაფიქრისა და დეკორატიული მიდგომების გამარტივებით. წინა ეპოქებიდან განსხვავებით, სატაძრო ნაგებობების გეგმებსა და საერთო ფორმებში აღარ შეინიშნება შემოქმედებითი ზრდის ტენდენცია, პრიქით, ვლინდება ერთგვარი რემისია, რაც გამოხატა დეკორატოიულ მორთულობაშიც. არქიტექტურულ თემის და კონსტრუქციულ საკითხებთან მიმართებით არაფერი შეცვლილა. წინა ეპოქებში გავრცელებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის ტიპი (ორ ტავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით) კვლავ განაგრძობს არსებობას. კომპოზიციის ყოველი დეტალის და მათი ცალკეული ელემენტების დამუშავების მიუხედავად, წინა ეპოქების ძეგლებისაგან განსხვავებით, ეს ნაგებობები ვერ აღწევს სრულყოფილების და ოსტატეობის ხარისხს, თუმცა, მხატვრული ძიების არსებობა მაინც შესამჩნევია, რაც ძირითადად გამოიხატა შენობათა მასების სხვაგვარ აგებასა და პროპორციების გამწვავებულ შეფარდებაში. ამ ტაძართა ინტერიერების სივრცობრივი გადაწყვეტა აგრძელებს და უფრო აძლერებს ქართული არქიტექტურის ისტორიული განვითარების დამახასიათებელ იდეას — სიმაღლისკენ სწრაფვას, რომელმაც თავის მაქსიმალურ ზღვარს სწორედ ამ ეპოქის ძეგლებში მიაღწია (ახალი შუამთის, გრემის მტავარანგელოზთა, შიხიანის აღდგომის და ჭიკაანის კვირაცხოვლის ეკლესიები). კახთა მეფეების მიერ აგებულ ამ ძეგლთა თავისებურებაა ისიც, რომ, წინა ეპოქისგან განსხვავებიტ, ისინი მთლიანად აგურითაა ნაგები.აგურის წყობა განსაზღვრავს დეკორატიული სისტემის ხასიათს. ყოველი ფასადი დანაწევრებულია სახვადასხვა მოხაზულობის, ოდნავ შეღრმავებული არეებით, რომლებიც გაფორმებულია შეღრმავებული ჯვრებით, თაღოვანი ნიშებით, რომბების კომბინაციით და ა. შ. მთლიანად აგურიათაა ნაგები ამ პერიოდის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობა ნინოწმინდის მონასტრის სამრეკლო, რომელიც გამოდის კახეთის ჩვეულებრივი სამრეკლოების რიგიდან, კარგად გააზრებულ, მხატვრულად დასრუელბულ ქმნილებას წარმოადგენს. მაგრამ, ამავე დროს, ამ არქიტექტურული ნაწარმოებების გვერდით, ჩვენ ვხედავთ ძეგლთა ჯგუფს (ბახთალოს ეკლესია, თარაქის „ვედრებისას“ წმინდა გიორგის ეკლესია, ზემო ალვანის სამების ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მატანში, ახატელის ღვთაების ეკლესია), რომელბშიც იგრძნობა შემოქმედებითი ენერგიის ერთგვარი მინელება. გარედან ისინი სრულიად სადაა, მხოლოდ გუმბატის ყელია დამუსავებული. კედლის იბრტყეები დაუნაწევრებელია, უმეტეს შემთხვევაში მოკლებულია ყოველგვარ დეკორაციულ სამკაულს.