Top 10 similar words or synonyms for სამარაგო

ლორწოს    0.908478

ქსოვილებში    0.902870

ლიპიდების    0.897218

ცხიმოვანი    0.896880

ვიტამინების    0.895431

მონელება    0.892459

ნაწლავებში    0.891286

ქსოვილში    0.890778

კანქვეშა    0.890104

ნახშირწყლების    0.890074

Top 30 analogous words or synonyms for სამარაგო

Article Example
ლებანი ლებანი (cotyledones) — მცენარის პირველი ფოთოლი, რომელიც წარმოიქმნება თესლში ჩანასახის ჯერ კიდევ არადიფერენცირებულ სხეულზე. მომდევნო ფოთლებისაგან (რომლებიც წარმოიქმნებიან ყლორტის კონუსზე) განსხვავდება ფორმით, აგებულებით და ზოგჯერ ფუნქციითაც კი, შიშველთესლოვან მცენარეებს 2-დან 15-მდე ლებანი აქვს, ორლებნიანებს — 2, ერთლებნიანებს 1. ლებანში დაგროვილია საკვები სამარაგო ნივთიერება. ზოგი მცენარის (მაგ. ლობიოს) თესლის გაღივების შემდეგ ლებნები მიწის ზემოთ ამოდის, მწვანდება და დროებით მწვანე ფოთლების ფუნქციას ასრულებს. ბარდის, მუხის, კაკლისა და სხვათა ლებანი გაღივებისას ნიადაგშივე რჩება და სამარაგო ნივთიერებების გამოლევის შემდეგ კვდება.
ვაკუოლი ვაკუოლი — უჯრედის ორგანოიდი, რომელიც მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებში განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებს. მცენარეულ უჯრედში ვაკუოლს სამარაგო ფუნქცია აქვს, იგი წარმოადგენს უჯრედის წვენით ამოვსებულ ღრუს, რომელიც უჯრედს აძლევს შეფერილობას; ხოლო ცხოველურ უჯრედებში ვაკუოლი ორი სახისაა მფეთქავი და მომნელებელი.
ლეგუმინი ლეგუმინი (ლათ. legumen , ნათ. ბრ. leguminis „პარკიანი მცენარე“), სამარიგო ცილა გლობულინების ჯგუფისა. შედის პარკოსანი მცენარეების თესლის შედგენილობაში. ყველაზე კარგად არის შესწავლილი ბარდის ლებნების ლეგუმინი, რომელიც სხვა სამარაგო ცილასთან — "ვიცილინთან" ერთად გროვდება ალეირონის მარცვლებში.
ცხიმი ცხიმები ენერგიით მდიდარი ნივთიერებებია. უჯრედებში ცხიმის საბოლოო დაშლისას სხვა პროდუქტებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი გამოიყოფა. ამიტომ ძლებენ უდაბნოში მცხოვრები ცხოველები დიდხანს უწყლოდ. ორგანიზმისთვის აუცილებელი წყალი სამარაგო ცხიმის დაშლის დროს ორგანიზმშივე წარმოექმნებათ.
Ardipithecus ramidus რა სახის საკვები ჰქონდა პარანთროპუსს? ეჭვგარეშეა თანამედროვე ბაბუინების მსგავსი, მაგარი მცენარეების თესლი, ახალი ან მშრალი პარკოსანი მცენარეები და კაკალი, ასევე მაყვალი და ცირცელი, კურკოვანი ნაყოფები, რომლებიც შედარებით მარტივია დასაღეჭად, მიწისქვეშა სამარაგო ნაწილები, როგორიცაა ბოლქვები,გორგლები და ფესვები (ბაბუინები იკვებებიან თითქმის ყველაფრით, მათ შორის პატარა ცხოველებითაც)
ბიოპოლიმერები უმაღლეს ორგანიზმებში არის სხვადასხვა ნივთიერების გადამტანი ცილები (მაგ. ჰემოგლობინი, რომელსაც გადააქვს მოლეკულური ჟანგბადი) და იმუნური ცილები, რომლებიც ორგანიზმს იცავენ მასში შეღწეული უცხო ნივთიერებებისგან. პოლისაქარიდები ასრულებენ სტრუქტურულ (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის პოლისაქარიდი ცელულოზა) და სამარაგო საკვებ (მაგ. სახამებელი, გლიკოგენი) ფუნქციებს; განაპირობებენ უჯრედების გარე მემბრანის სპეციფიკურ თვისებებს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის მთლიან დაცვას.
ფესვი ფესვი — უმაღლეს მცენარეთა (ხავსების გარდა) ძირითადი ვეგეტატიური ორგანო, რომლის ფუნქციებს შეადგენს წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების შეწოვა ნიადაგიდან, მცენარის მიმაგრება ნიადაგზე, მთელ რიგ ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი. ხშირად ფესვი სამარაგო ნივთიერებების სათავსსაც წარმოადგენს და ვეგეტატიურ გამრავლებასაც ემსახურება. მცენარის სახეცვლილი ფესვებით მიმდინარეობს ასიმილაცია, სუნთქვა, აორთქლება და სხვა პროცესები.
პიროფიტული წყალმცენარეები პიროფიტული წყალმცენარეები () — უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება. ძირითადად მოძრავი, ზოგჯერ უძრავი, ერთუჯრედიანი, კოლონიური, იშვიათად ძაფნაირი ორგანიზმებია. ნაწილი უჯრედებისა შიშველია, ზოგჯერ დაფარულია მრავალკუთხიანი ფარებისაგან შემდგარი ორნაწილიანი ჯავშნიანი გარსით. პიროფიტული წყალმცენარეებს აქვთ 1 ან 2 შოლტი. ქრომატოფორები შეიცავს a და c ქლოროფილს და მოყავისფრო პიგმენტებს. პიროფიტული წყალმცენარეები ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ორგანიზმებია; სამარაგო პროდუქტია სახამებელი, იშვიათად ზეთი. ზოგიერთ აქვს მფეთქავი ვაკუოლი და თვალაკი. გამრავლება ხდება დაყოფით, ზოოსპორებით, აპლანოსპორებით. სქესობრივი პროცესი იშვიათია. პიროფიტული წყალმცენარეები ცხოვრობენ მტკნარ წყალში და ზღვაში. იწვევენ წყლის „აყვავებას“.
მიკრობიოლოგია ყველა ბაქტერიული უჯრედის გარე კედელი დაფარულია ლორწოვანი შრით, თუ ეს შრე ძალიან სქელია თვიტონ ბაქტერია ლორწოვანი ხდება, ეს პროცესი მაშინ მიმდინარეობს როცა უჯრედი ღარიბია ცილებით და მდიდარია ნახშირწყლებით. ამ შრეს კაფსულას უწოდებენ. პროტოპლასტი ეწოდება ბაქტერიულ უჯრედში შემავალ ნივთიერებათ ჯამს. პროტოპლაზი დაფარულია ციტოპლაზმური მემბრანით, რომელსაც კავშირი აქვს ნივთიერებების შერჩევით გამტარიანობის უნარი. ციტოპლაზმა არის გამჭვირვალე, ოდნავ ბლანტი, წყლიანი. იგი შეიცავს მრავალ ორგანულ ნივთიერებებს, მინერალურ ნივთიერებებს, წყალს. ისინი ძირითადად უჯრედის სამარაგო საკვებ ნივთიერებერს წაროადგენენ.
ფესვი სხვადასხვა გარემოში ფესვი ხშირად განიცდის მორფოლოგიურ, ანატომიურ და სხვა ცვლილებებს (მეტამორფოზი). ამ ფუნქციების შესრულების გამო მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვებიდან ვითარდება გასქელებული, ხორცოვანი ფესვი, სადაც საკვები ნივთიერებები გროვდება. მათ სამარაგო ანუ მასაზრდოებელ ფესვებს (ძირხვენებს) უწოდებენ. ასეთი ფესვი თითისტარისებრი, თალგამისებრი და გორგლისებრია. ზოგ პალმასა და ნაცარქათამასებრთა ოჯახის წარმომადგენელს ფესვი დამცველ ეკლებადა აქვს გარდაქმნილი. ზოგი პარაზიტი მცენარის ფესვი ჰაუსტორიების — მისაწოვრების სახეს იღებს. ჯადვარისებრთა ბევრი წარმომადგენელი ივითარებს ბრტყელს, თასმისებრ საასიმილაციოს ფესვებს.