Top 10 similar words or synonyms for სალიერი

ჟულიენ    0.901351

პიგმალიონი    0.900254

მოდილიანი    0.899723

ედგარი    0.899413

რევილი    0.899295

სიმუს    0.898713

ბერენსონი    0.898691

შვაიცერი    0.897880

დეზდემონა    0.896787

ჯაკოპო    0.896299

Top 30 analogous words or synonyms for სალიერი

Article Example
ანტონიო სალიერი ანტონიო სალიერი (დ. 18 აგვისტო, 1750 – გ. 7 მაისი, 1825) — იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. იყო ავსტრიის სამეფო კაპელმეისტერი 1788 წლიდან 1824 წლამდე. იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მუსიკოსი.
ანტონიო სალიერი დაიბადა ლეგნაგოში. გაიზარდა ვაჭრების ოჯახში. ვიოლინოსა და კლავესინზე დაკვრას ძმა ფრანჩესკო ასწავლიდა. ფრანჩესკო ჯუზეპე ტარტინის მოსწავლე იყო. სალიერი მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა პადუაში, შემდეგ კი ვენეციაში სადაც მუსიკას ჯოვანი ბატისტა პესცეტოსთან სწავლობდა. იგი იყო ფრანც შუბერტის (მუსიკალური მიმდინარეობის - რომანტიზმის პირველი წარმომადგენელი) კომპოზიციის მასწავლებელი. მაგრამ მათი მუსიკალური გაკვეთილები დიდ ხანს არ გაგრძელდა.
ტურ-სალიერი ტურ-სალიერი () — მთა შაბლეს ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ვალეს კანტონში. სიმაღლე 3 220 მეტრი.
ჩეჩილია ბარტოლი ოც წელზე მეტია თანამშრომლობს ხმისჩამწერ სტუდია Decca Records-სთან, ამ დროის განმავლობაში თექვსმეტზე მეტი სოლო ალბომი გამოუშვა. პირველ წლებში ჩანაწერები ძირითადად მოცარტისა და როსინის ნაწარმოებებიდან იყო. 1999 წლიდან ყოველი ალბომი თანამედროვე მსმენლისთვის ფაქტობრივად ხსნის XVII—XIX საუკუნეების იშვიათად შესრულებად კომპოზიტორებს: ვივალდი, ჰენდელი, ალესანდრო სკარლატი, კალდარა, ნიკოლა პორპორა, გლუკი, სალიერი, გარსია, მალიბრანი და სხვა.
ალექსანდრე პუშკინი გადასახლებულ დეკაბრისტებს მიუძღვნა პუშკინმა ლექსები: "არიონი", "1827 წლის 19 ოქტომბერი", პოეტური მიმართვები პუშჩინისადმი, ციმბირში მყოფი დეკაბრისტებისადმი და სხვ. 1830 შემოდგომაზე სოფ. ბოლდინოში პუშკინმა დაამთავრა რეალისტური პოემა "ევგენი ონეგინი" (დაიწყო 1823), რომლის მთავარმა გმირმა დასაბამი მისცა "ზედმეტი ადამიანის" სახეს რუსულ მწერლობაში. მხატვრულად სრულყოფილ, ნოვატორული ფორმის ამ "რომანში ლექსად" აისახა იმდროინდელი რუსული სინამდვილე, დედაქალაქის "მაღალი საზოგადოებისა" და პროვინციელი თავად-აზნაურების ყოფა. ავტორმა ონეგინის სკეპტიციზმსა დ ლენსკის უნიადაგო რომანტიზმს დაუპირისპირა ტატიანა ლარინა, რომლის მაღალი ზნეობა ბუნებასთან, ხალხურ ზნე-ჩვეულებებთან სიახლოვემ განაპირობა. "ბელკინის მოთხრობებით" პუშკინი რუსული რეალისტური პროზის ფუძემდებლად მოგვევლინა. მოთხრობებში: "სადგურის ზედამხედველი", "მეკუბოვე" და სხვ. დიდი თანაგრძნობით დაგვიხატა ე. წ. "პატარა ადამიანის" ცხოვრება. მსოფლიო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტების მიხედვით არის შექმნილი "პატარა ტრაგედიები" ("ძუნწი რაინდი", "ქვის სტუმარი", "მოცარტი და სალიერი", "ლხინი ჟამიანობის დროს"), რომლებსაც პოეტმა ახლებური, რეალისტური ჟღერადობა მიანიჭა.
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი 1871 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. იყო სამხედრო-სასაზღვრო უწყების სასულე ორკესტრების ინსპექტორი (1873-1884), უფასო სამუსიკო სკოლის დირექტორი (1874-1881), სამეფო კარის კაპელის მმართველის თანაშემწე (1853-1894). ამ პერიოდში ხშირად გამოდიოდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი, ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსული ფოლკლორისადმი (შეადგინა ცნობილი კრებული „100 რუსული ხალხური სიმღერა“, 1876). 80-იან წლებშია შექმნილი უმთავრესი სიმფონიური ნაწარმოებები:„ზღაპარი“ (1880), „ესპანური კაპრიჩი“ (1887), სიუტა „შეჰერაზადა“ (1858), უვერტიურა „ნათელი დღესასწაული“ (1858) და სხვა. 90-იან წლების II ნახევარში შექმნა ოპერები: „სადკო“ (1896), „მოცარტი და სალიერი“ (1897), „ბოიარი ქალი ვერა შელოგა“ („ფსკოველი ქალის“ პროლოგი, 1898), „მეფის საცოლე“ (1898), „ზღაპარი მეფე სალთანზე“ (1900). რიმსკი-კორსაკოვის 900-იანი წლები საუკეთესო ოპერებში („უკვდავი კაშჩეი“ (1901), „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ ფებრონიაზე“ (1904), „ოქროს მამალი“ (1907)) ნათლად აისახა როგორც რევოლუციამდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო, ისე ახალი მხატვრულ-სტილისტური ტენდეციები. რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება ღრმად თვითმყოფია და ამავე დროს უმჭიდროეს კავშირშია კლასიკურ ეროვნულ (უპირველეს ყოვლისა, გლინკას) ტრადიციებთან, „მძლავრი ჯგუფის“ იდეურ-მხატვრულ პრინციპებთან.
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიმსკი-კორსაკოვის პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან აღზარდა 200-ზე მეტი მოწაფე, რომელთა შორის არიან: ალექსანდრე გლაზუნოვი, ანატოლი ლიადოვი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი, ანტონ არსენსკი, ნიკოლოზ მიასკოვსკი და სხვები. მასთან სწავლობდნენ აგრეთვე იგორ სტრავინსკი, მელიტონ ბალანჩივაძე. ავტორია ორკესტრობისა და ჰარმონიის სახელმძღვანელოების, აგრეთვე ავტობიოგრაფიული წიგნისა — „ჩემი ცხოვრების მატიანე“ (გამოც. 1909). დიდია მისი დამსახურება სარედაქტორო მუშაობის დარგში. მან დაასრულა და შემდეგ შეასრულა ალექსანდრე დარგომიჟსკის „ქვის სტუმარი“, ალექსანდრე ბოროდინის „თავადი იგორი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (ახალი რედაქცია) და „ხოვანშჩინა“. სხვებთან ერთად მოამზადა გამოსაცემად გლინკას საოპერო პარტიტურები. 1944 წელს ქ. ტიხვინში, სახლში, სადაც დაიბადა კომპოზიტორი გაიხსნა მუზეუმი (რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი). საქართველოში სისტემატურად იდგმება და სრულდება რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებები. მისი ოპერებიდან თბილისში დაიდგა „მაისის ღამე“ (1883-1884), „თოვლია“ (1897-1898), „მოცარტი და სალიერი“ (1899-1900), „სადკო“ (1899-1900), „მეფის საცოლე“ (1900-1901), „ოქროს მამალი“ (1924. წლები ყველგან პირველი დადგმებისაა).
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა.სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 წელს(ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 წელს ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 წელს ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთჰოვენის სიყრუე ოცდაექვსი წლის ასაკიდან სულ უფრო და უფრო პროგრესირებდა, მას ნაწარმოებების შექმნა არ შეუწყვიტავს.