Top 10 similar words or synonyms for რცხილა

წიფელი    0.980579

ცაცხვი    0.975663

წაბლი    0.970227

მურყანი    0.968270

თელა    0.968231

წყავი    0.956925

არყი    0.956645

შქერი    0.956009

ვერხვი    0.953827

ღვია    0.943922

Top 30 analogous words or synonyms for რცხილა

Article Example
რცხილა რცხილა () — მერქნიან მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. ზაფხულმწვანე ხეები ან მაღალი ბუჩქებია, რუხი ფერის გლუვი და ოდნავ დამსკდარი ქერქი აქვს. ფოთოლი მარტივია, და ორმაგხერკბილა. ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები შეკრებილია დაკიდულ მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ერთბუდიანი და ერთთესლიანი კაკლუჭაა. 50-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება 2 სახეობა — კავკასიური რცხილა და ჯაგრცხილა. გარდა ამ 2 აბორიგენული სახეობისა, ინტროდუცირებულია 2 სახეობაც. კავკასიური რცხილა და კგრცხილა მთელ საქართველოში გავრცელებული, მთის შუა, ზოგან ზემო სარტყლამდე. რცხილა ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და მეზოფილური მცენარეა. ყინვა არ აზიანებს. ნიადაგის მიმართ მომთხოვნია, თუმცა ზოგიერთი სახეობა (ჯაგრცხილა) მშრალ და ხრიოკ მთის კალთებზეც ხარობს. ქმნის როგორც წმინდა, ისე შერეულ კორომებსაც წაბლთან, მუხასთან (მთის ქვედა სარტყელში) და წიფელთან (შუა და ზედა სარტყელში) ერთად. ყვავილობს ფოთლის გამოტანისთანავე. ნაყოფმსხმოიარობს 20 წლიდან. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. მერქანს იყენებენ მუსიკალური საკრევებისათვის, მანქანათმშენებლობაში. რცხილა კარგად იტანს კრეჭას.
კავკასიური რცხილა კავკასიური რცხილა () — ხე არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 35 მ აღწევს. გლუვქერქიანია. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ყირიმში, ჩრდილოეთ ირანსა და მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში იზრდება დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 2000 მ-დე ტყის სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე. ერთ-ერთი მთავარი ტყის ჯიშია. ქმნის როგორც წმინდა კორომებს (ძირითადად ზღვის დონიდან 1000 მ-მდე), ისე შერეულ ტყეებს ფოთლოვან (წიფელი, მუხა, წაბლი) და წიწვოვან (ნაძვი, სოჭი) ჯიშებთან. ჩრდილის ამტანი, ყინვა და ქარგამძლეა. მეზოფილურია, თუმცა მეტ-ნაკლებად ეგუება ჰაერის სიმშრალეს. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. ძალზე მაგარი და გამძლე თეთრი მერქანი აქვს, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. აშენებენ ცოცხალ ღობედ, ხეივნებად.
საქართველოს ბიომრავალფეროვნება რცხილა (Carpinus caucasica).
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ლოქის ქედზე გავრცელებულია ფართოფოთლოვანი ტყეები. ჭარბობს მუხა, რცხილა და წიფელი. ზედა კალთებზეა წიფლნარი, ქვედაზე კი მუხნარი.
ხაშურის მუნიციპალიტეტი ლიხის ქედის კალთაზე ტყეს უმთავრესად ქმნის წიფელი, არის აგრეთვე რცხილა, მუხა, გამოერევა წაბლიც.