Top 10 similar words or synonyms for როდეზიაში

ტარავაში    0.889466

როდეზიის    0.888758

აფრიკასთან    0.860669

პოლუსთან    0.859426

კაროლინაში    0.857135

კორეამ    0.853049

კილინგის    0.850739

პრაგა    0.848405

კორდოფანში    0.835914

კასპიაში    0.834948

Top 30 analogous words or synonyms for როდეზიაში

Article Example
მოიზ ჩომბე 1963 წელს გაეროს სამშვიდობო ძალებმა საბოლოოდ მოახდინეს კატანგის ოკუპაცია. ჩომბე იძლებული გახდა ჯერ ჩრდილოეთ როდეზიაში, ხოლო შემდეგ ესპანეთში გაქცეულიყო.
ზიმბაბვე როდეზიის ფრონტის პარტიის მთავრობა იან სმიტის ხელმძღვანელობით ატარებდა სეგრეგაციის პოლიტიკას, რომელსაც ხშირად ადარებენ აპართეიდთან, თუმცა, მკაცრად რომ ითქვას, ეს მთლიანად ასე არ არის. მაგალითად, სამხრეთ როდეზიაში «რასობრივი» ცენზის ნაცვლად ხშირად გამოიყენებოდა ქონებრივი ცენზი, პარლამენტში შენარჩუნებული იყო შავკანიანი დეპუტატების არსებობა, ჯარში არსებობდა რასობრივი სახით შერეული სამხედრო ნაწილები, როდეზიაში არ ჩატარებულა სამხრეთაფრიკული ტიპის ტერიტორიალური სეგრეგაციები. მაგრამ საქმეში მთელი ხელისუფლება ეკუთვნოდა თეთრკანიან უმცირესობას, ქვეყანაში მოქმედებდა რასობრივი დისკრიმინაციის რეჟიმი. ბევრ საზოგადოებრივ დაწესებულებებში ემსახურებოდნენ მხოლოდ თეთრკანიანებს, ნაყოფიერი მიწების დიდი ნაწილი იმყოფებოდა თეთრკანიანი ფერმერების ხელში.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1922 წელს სამხრეთ როდეზიაში, რომელიც გავიდა ბრიტანეთის სამხრეთ-აფრიკული კომპანიის ( (BSAC)) მმართველობიდან, ჩატარდა რეფერენდუმი სამხრეთ აფრიკის კავშირში შესვლის შესახებ. შესვლას ხმა მისცა მონაწილეთა 40,6 %-მა, წინააღმდეგ — 59,4 %-მა. შედეგად სამხრეთი როდეზია არ შევიდა სამხრეთ აფრიკის კავშირში, იგი გახდა თვითმმართველი კოლონია ბრიტანეთის იმპერიის ჩარჩოებში.
ჰარარე სოლსბერი იყო როდეზიის და ნიასალენდის ფედერაციის დედაქალაქი 1953 წლიდან 1963 წლის ჩათვლით. 1965 წლის 11 ნოემბერს იან სმიტის მთავრობის მიერ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქი გახდა სამხრეთ როდეზიის დედაქალაქი. სამხრეთ როდეზიაში ომის შედეგად 1980 წლის 18 აპრილს თეთრკანიანი უმცირესობის რეჟიმი დაემხო და სოლსბერი, რომელსაც 1982 წელს დაერქვა ჰარარე, გახდა ზიმბაბვეს რესპუბლიკის დედაქალაქი.
ზიმბაბვე 1979 წლის 12 დეკემბრის ლანკასტერჰაუზის კონფერენციის შეთანხმების საფუძველზე ზიმბაბვე-როდეზიაში ხელისუფლება დროებით გადაეცა დიდი ბრიტანეთის გუბერნატორს ლორდ არტურ კრისტოფერ ჯონ სოუმსს, პარტიზანულ დაჯგუფებებს უნდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დაბანაკებულიყვნენ სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ბანაკებში. 1980 წლის საყოველთაო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ZANU-ს რადიკალურმა ფრთამ — ზიმბაბვეს აფრიკულმა ეროვნულმა კავშირმა რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით.
ლევი მვანავასა დაიბადა ჩრდილოეთ როდეზიაში (დღევანდელი ზამბია), 10-შვილიანი ოჯახის მეორე შვილი. იურიდიული განათლება მიიღო ზამბიის უნივერსიტეტში. 1974-1978 წლებში ეწეოდა კერძო პრაქტიკას და ჩამოაყალიბა იურიდიული ფირმა „მვანავასა და კომპანია“, 1985 წელს დაინიშნა ზამბიის გენერალური პროკურორის მოადგილედ, მაგრამ 1986 წელს დაუბრუნდა კერძო პრაქტიკას. 1989 წელს მან დაიცვა კენეთ კაუნდას მიერ სახელმწიფო გადატრაილების მცდელობაში დადანაშაულებული ქრისტონ ტემბო და მოიგო სასამართლო პროცესი. 1991 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად (1991-1994)
დაგ ჰამარშელდი დაგ იალმარ ჰამარშელდი (; დ. 29 ივნისი, 1905, იენჩეპინგი — გ. 18 სექტემბერი, 1961, ნდოლა, ჩრდილოეთ როდეზია) — შვედი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, შვედეთის აკადემიის წევრი 1954 წლიდან. 1936-1945 წლებში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, 1941-1948 წლებში შვდეთის ეროვნული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, 1949-1951 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი. 1951-1953 წლებში უპორტფელო მინისტრიმ 1948-1949 წლებში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარე. 1953 წლის აპრილიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 1956 წელს ეგვიპტეში გაეროს პირველი სამშვიდობი მისიის ინიციატორი და ორგანიზატორი. დაიღუპა 1961 წელს 18 სექტემბერს ჩრდილოეთ როდეზიაში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებისას საავიაციო კატასტროფაში, რომლის მიზეზები და გარემოებები დღემდე გაუკრვეველია. 1961 წლის წელს, გარდაცვალების შემდეგ, მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
მოზამბიკის სამოქალაქო ომი 1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში დიქტატორული რეჟიმი დაემხო. ხელისუფლებაში მოსულმა მემარცხენე ძალებმა დამოუკიდებლობა მიანიჭეს კოლონიებს. მოზამბიკში მმართველი პარტია გახდა ფრელიმო (მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი), რომელმაც სოციალიზმის მშენებლობისა და სსრკ-სთან თანამშრომლობის კურსი აიღო. ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ისინი გაერთიანდნენ რენამოს გარშემო, რომელმაც დაიწყო ანტისამთავრობო პარტიზანული ომები ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში. რენამოს მხარს უჭერდა სამხრეთი როდეზია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მალავი. 1980 წელს, მას შემდეგ, რაც როდეზიაში ხელისუფლების სათავეში მოვიდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი მთავრობა, პრემიერ-მინისტრმა რობერტ მუგაბემ მხარი დაუჭირა ფრელიმოს. მოზამბიკის მთავრობას ასევე დახმარებას უწევდა ტანზანია და სსრკ.
რუპია ბანდა რუპია ბანდა დაიბადა სამხრეთ როდეზიის (დღევანდელი ზიმბაბვე) ქალაქ გვანდაში. მისი მშობლები სამხრეთ როდეზიაში მის დაბადებამდე გადავიდნენ ჩრდილოეთ როდეზიიდან სამუშაოს პოვნის მიზნით. რუპია ბანდას პოლიტიკური კარიერა დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1960 წელს შეუერთდა ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებულ პარტიას. ამავე წლიდან არის პარტიის წარმომადგენელი ჩრდილოეთ ევროპაში, ხოლო 1965 წლიდან ზამბიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ეგვიპტეში. 1967 წლიდან კი აშშ-ში. 1969 წელს დაბრუნდა ზამბიაში და დაიკავა მაღალი თანამდებობა სოფლის მეურნეობის კორპორაციაში. 1971 წლიდან არის გაეროში ზამბიის მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1975-1976 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. მეგობრობდა უნიტას ლიდერ ჟონას სავიმბისთან.
გერმანიის იმპერია სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის დაუფლების შემდეგ გერმანელი კოლონისტები ამუშავებდნენ ჰერეროს და ნამას კუთვნილ მიწებს. ჰერეროს და ნამას ტომების მიწები გამოყენებულ იქნა ექსპლუატატორული მიზნებისათვის (მეტად ვიდრე ბრიტანელების მიერ როდეზიაში) მათ შორის ფერმერობისთვის, მინერალებისა და ალმასების მოპოვებისთვის. 1904 წელს ჰერეროს და ნამას ტომები აჯანყდნენ კოლონისტების წინააღმდეგ, ისინი ხოცავდნენ ფერმერ ოჯახებს, მათ მუშებს და მოახლეებს. შეტევის საპასუხოდ გაგზავნილ იქნა ჯარი რათა ჩაეხშო ამბოხი, რამაც გამოიწვია ჰერეროს და ნამას გენოციდი. მთლიანად 65,000 ჰერერო (ჰერეროს მთლიანი მოსახლეობის 80%) და 10,000 ნამა (ნამას მთლიანი მოსახლეობის 50%) დაიღუპა. დამსჯელი ექსპედიციის მეთაური გენერალი ლოთარ ფონ თროთა იქნა განთავისუფლებული და საყვედურგამოცხადებული იმ ბოროტმოქმედებისთვის რომელსაც იგი ახორციელებდა. ეს შემთხვევები ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ”მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი” და ოფიციალურად დაგმობილ იქნა გაეროს მიერ 1985 წელს. 2004 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მინისტრმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა.