Top 10 similar words or synonyms for პროტონული

ჰიდროლიზი    0.923510

აცეტატი    0.915028

rucl    0.914231

ციკლოჰექსანი    0.913908

გოჩია    0.911949

ეგზოთერმული    0.911300

ბერილი    0.909098

    0.906725

alsi    0.906267

cgs    0.906110

Top 30 analogous words or synonyms for პროტონული

Article Example
ვარსკვლავი მზეში, რომლის ბირთვის ტემპერატურა 10 მილიონი კელვინია, წყალბადი სინთეზირდება და წარმოიქმნება ჰელიუმი პროტონ-პროტონული ჯაჭვური რეაქციის შედეგად:
მზე პროტონ-პროტონული ჯაჭვი წამში 9,2x10-ჯერ ხდება ბირთვში. იმის გამო, რომ ეს რეაქცია 4 თავისუფალ პროტონს (წყალბადის ბირთვებს) იყენებს, ის ყოველ წამში დაახლოებით 3,7x10 პროტონს ალფა ნაწილაკებად (ჰელიუმის ბირთვები) გარდაქმნის (მთლიანობაში ~8,9x10 თავისუფალ პროტონს მზეში), ან 6,2x10 კილოგრამს წამში. რადგანაც წყალბადის ჰელიუმად სინთეზი სინთეზირებული მასის 0,7%-ს ასხივებს ენერგიად, მზის მიერ გამოცემული ენერგია მასა-ენერგიის გადაქცევის ტემპით არის 4,26 მილიონი ტონა წამში, ან 384,6 იოტავატი (3,846x10 W), ან 9,192x10 მეგატონა TNT-ს წამში.
მზე მიჩნეულია, რომ მზის ბირთვი ცენტრიდან მზის რადიუსის 20-25%-მდე ფართოვდება. მისი სიმკვრივე 150 გ/სმ-ია (წყლის სიმკვრივეზე 150-ჯერ მეტი), ხოლო ტემპერატურა 15,7 მილიონ კელვინს აღწევს. ამის საპირისპიროდ, მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5800 კელვინია. SOHO-დან მიღებული ბოლო დროინდელი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ბირთვის ბრუნვის ტემპი ბევრად მეტია, ვიდრე მთელი მასხივებელი ზონისა. მზის სიცოცხლის უმეტეს ნაწილში ენერგია ბირთვული სინთეზით წარმოიქმნება. ეს ხდება ე.წ. პროტონ-პროტონული ჯაჭვის ეტაპებით; ეს პროცესი წყალბადს ჰელიუმად გარდაქმნის. მზის ენერგიის მხოლოდ 0,8% წარმოიქმნა ნახშირბად-აზოტ-ჟანგბადის ციკლით.
ჰელიუმი ჰელიუმი სამყაროში გავრცელებით მეორე ადგილზეა წყალბადის შემდეგ — მიახლოებით 23 % მასის მიხედვით. მაგრამ დედამიწაზე ჰელიუმი იშვიათია. პრაქტიკულად მთელი ჰელიუმი სამყაროში შეიქმნა დიდი აფეთქების პირველ რამდენიმე წუთში, პირველადი ნუკლეოსინთეზის დროს. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა ახალი ჰელიუმი წარმოიქმნება წყალბადის თერმობირთვული სინთეზის შედეგად ვარსკვლავებში (იხ. პროტონ-პროტონული ციკლი, ნახშირბად-აზოტური ციკლი). დედამიწაზე ის წარმოიქმნება მძიმე ელემენტების ალფა-დაშლის შედეგად (ალფა-ნაწილაკები, რომლებიც გამოსხივდება ალფა-ფაშლის დროს — ეს არის ჰელიუმ-4-ის ბირთვები). ჰელიუმის ნაწილი რომელიც წარმოიქმნება ალფა-დაშლის დროს და დედამიწის ქერქის ქანებში გამოღწეულ ჰელიუმს, მიიტაცებს ბუნებრივი აირი, რომელშიც ჰელიუმის კონცენტრაცია შეიძლება აღწევდეს მოცულობის 7 %-ს ან მეტსაც.
პეპტიკური წყლული მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით ასპირინი, სხვა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და კორტიკოსტეროიდები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. ამავე დროს, აასს-ის და კორტიკოსტეროიდების მიღებისას ადამიანების უმრავლესობას პეპტიკური წყლული არ ემართება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტის რჩევით, პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უმჯობესია გამოიყენონ აასს-ს ერთ-ერთი სახეობა - კოქსიბი (COX-2 ინჰიბიტორი), ვიდრე სხვა რომელიმე ძველი ტიპის აასს, რადგან კოქსიბების მიღებისას კუჭის დაზიანების ალბათობა ნაკლებია. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოქსიბების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს, ამიტომ მათი ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო. ამ გარემოების გათვალისწინებით იმ პაციენტებს, რომელთა პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ექიმები ხშირად უნიშნავენ აასს-ს ძლიერ სიმჟავის დამრთგუნველ პრეპარატთან (როგორიცაა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად.
მთავარი მიმდევრობა ვარსკვლავი წარმოქმნის შემდეგ გამოიმუშავებს თერმულ ენერგიას მკვრივ ბირთვში, რომელიც თერმობირთვული სინთეზით წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის მეშვეობით ხდება. ვარსკვლავის სიცოცხლისას ამ ეტაპზე ყოფნის მანძილზე ის მოთავსებულია მთავარი მიმდევრობის გასწვრივ პოზიციაზე, რომელიც განისაზღვრება ძირითადად მისი მასით, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ქიმიურ კომპოზიციასა და სხვა ფაქტორებზე. მთავარი მიმდევრობის ყველა ვარსკვლავი ჰიდროსტატიკურ წონასწორობაშია, სადაც ბირთვიდან წამოსული გარე თერმული წნევა ბალანსირებულია გრავიტაციული კოლაფსის შიდა წნევით, ეს კი ვარსკვლავს დაშლისაგან იცავს. ბირთვში ენერგიის წარმოქმნის ტემპის ძლიერი დამოკიდებულება ტემპერატურასა და წნევაზე ეხმარება ვარსკვლავს ამ ბალანსის შენარჩუნებაში. ბირთვში წარმოქმნილი ენერგია გზას ზედაპირისკენ მიიკვლევს და ფოტოსფეროდან გამოსხივდება. ენერგიის მატარებელი ან გამოსხივებაა, ან - კონვექცია, ეს უკანასკნელი კი ხდება იმ რეგიონებში, სადაც უფრო მკვეთრი ტემპერატურული გრადიენტი, მაღალი გაუმჭვირვალობა ან ორივე ერთადაა. მთავარი მიმდევრობა ზოგჯერ ზედა და ქვედა ნაწილებად იყოფა, რომელიც დაფუძნებულია დომინანტურ პროცესზე, რომელსაც ვარსკვლავი ენერგიის წარმოსაქმნელად იყენებს. 1,5 მზის მასაზე ნაკლები ვარსკვალვები ძირითადად წყალბადის ატომებს ასინთეზირებს და გარდაქმნის ჰელიუმად, ამ პროცესს კი პროტონ-პროტონული ჯაჭვი ეწოდება. ამ მასის ზემოთ, ზედა მთავარ მიმდევრობაში, ბირთვული სინთეზის პროცესი ძირითადად იყენებს ნახშირდბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომებს, როგორც შუამალებს ნაჟ ციკლში, რომელიც წარმოქმნის ჰელიუმს წყალბადის ატომებისაგან. ორ მზის მასაზე მეტი მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი ბირთვის რეგიონებში კონვექციას განიცდის, რომელიც ურევს ახლად წარმოქმნილ ჰელიუმს და ინარჩუნებს სინთეზის მოსახდენად საჭირო საწვავის პროპორციას. ამ მასის ქვემოთ ვარსკვალვების ბირთვები მთლიანად მასხივებელია და კონვექციური ზონები ზედაპირთან ახლოს აქვს. ვარსკვლავის მასის კლებასთან ერთად ვარსკვლავის მიერ წარმოქმნილი კონვექციური გარსის პროპორცია იზრდება, ხოლო მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები 0,4 M-ით განიცდის კონვექციას მთელ მასაზე. როდესაც ბირთვის კონვექცია არ ხდება, ჰელიუმით მდიდარი ბირთვი ვითარდება, რომელიც გარშემორტყმულია წყალბადის გარე ფენებით.