Top 10 similar words or synonyms for პორტმა

ქალაქმა    0.639461

პორტის    0.630381

თევზსაჭერი    0.625269

რკინიგზები    0.598229

ბაზარმა    0.596862

ბატალიონმა    0.591690

გადამზიდავი    0.588687

პლაცდარმი    0.584680

მშენებლობამ    0.581904

გემებისათვის    0.576137

Top 30 analogous words or synonyms for პორტმა

Article Example
ბარის ნავსადგური (მონტენეგრო) ახალი პორტის მშენებლობას ოფიციალურად ჩერნოგორიის მეფის ნიკოლა I–ის დროს 1905 წლის 23 მარტს ჩაეყარა საფუძველი. პორტის დიზაინი შექმნა იტალიელმა კოენ კაგლიამ და ის წლიურად 3 მილიონი ტონა ტვირთის გატარებაზე იყო გათვლილი. პორტმა ფუნქციონირება 1909 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო.
პორტ-კანავერალი პორტ-კანავერალის ექვს საკრუიზო ტერმინალს ფლობენ საკრუიზო კომპანიები: Carnival, Disney, Norwegian Cruise Line და Royal Caribbean International. 2008 წლის ოქტომბერში პორტმა უმასპინძლა 109 175 მრავალდღიან კრუიზის მგზავრს. 2009 წლის აპრილში ეს რიცხვი 307 005-მდე გაიზარდა, თუმცა სეზონის შესაბამისად ოქტომბერში 221 557-მდე შემცირდა. ერთდღიანი აზარტული თამაშების გემებით კრუიზების მოხსნის შემდეგ, პორტის მმართველობა მგზავრთა ზრდას არ ვარაუდობს. 2010 წელს მათმა რაოდენობამ 2,8 მილიონი შეადგინა.
ტრაპიზონი 1901 წელს ტრაპიზონის პორტმა შეიძინა ახალი, ინგლისური აღჭურვილობა. 1914 წლის თებერვალში ტრაპიზონში დაიწყო ბერძნული და სომხური თემის დევნა. სხვა ქალაქების მსგავსად ტრაპიზონშიც ბოიკოტი გამოუცხადეს ბერძნულ და სომხურ მაღაზიებს. საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ მალე ხანძარმა გაანადგურა სომხური გიმნაზია 1915 წლის 23 ივნისს დაიხურა წითელი ჯვრის ჰოსპიტალი. 1915-1918 წლებში ტრაპიზონი იყო სომხების გენოციდის ერთ-ერთი ცენტრი. ბევრი მსხვერპლი ნავებით შეჰყავდათ ზღვაში და ძირავდნენ.
ნორვეგიის ოპერაცია ნორვეგიის სიდიდით მეორე პორტმა ბერგენმა გერმანელებს გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია. კრეისერ „კენიგსბერგს“ ნორვეგიელებმა ცეცხლი გაუსხსნეს და დიდად დააზიანეს. მათ დახმარება ინგლისელებმაც გაუწიეს, რომლებმაც 15 ბომბდამშენის მეშვეობით ჩაძირეს „კენიგსბერგი“. აღსანიშნავია, რომ ნავსადგურთან ახლოს ინგლისის ფლოტი მზად იყო შებრძოლებოდა გერმანელებს, მაგრამ ადმირალიტეტიდან მიიღო ბრძანება, არ გაეწიათ წინააღმდეგობა. ამასობაში გერმანელებმა პარაშუტისტების მეშვეობით დაიკავეს ქვეყნის უდიდესი აეროდრომი სოლა, რომლის გაკონტროლების შემდეგ ინგლისელებს გაუქრათ შანსი ნორვეგიის ცაზე გაბატონებულიყვნენ.
ლივერპული ლივერპული იყო მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. 1960-იან წლებში ბრიტანეთის ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებების გამო პორტმა და ქალამა დაკაგეს მნიშვნელობა. ქალაქში მოიმატა დანაშაულმა და უმუშევრობამ, შესაბამისად მიგრაციამ ქალაქიდან. თუმცა The Beatles-ის პოპულარობამ ქალაქი აქცია არტისტებისა და მუსიკოსების საყვარელ ქალაქად.
თელ-ავივი იაფას ძველმა პორტმა არსებობის მანძილზე მრავალჯერ შეიცვალა მფლობელი. 1955-74 წლებში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ამ არემარეში ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრის კოშკები და გალავანი გამოაჩინა. 1997 წლის შემდეგ წარმოებული გათხრებით შესაძლებელი გახდა ადრეული აღმოჩენების დათარიღება. ასევე გამოჩნდა დაკეპილი ქვიშნარის გლასისის ნაწილბი და მასიური აგურის კედელი, დათარიღებული გვიანდელი ბრინჯაოს ხანით, და "ზღვის ხალხისთვის" მიძღვნილი ტაძარი რკინის ხანის საცხოვრებელი ნაგებობებითურთ. აღმოჩენილ იქნა ასევე სპარსეთის, ელენისტური და ფარაონის პერიოდების ნაგებობები.
რიო-დე-ჟანეირო გამბოის ნავმისადგომთან ფუნქციონირებს შაქრის, ქაღალდის, რკინისა და ფოლადის პროდუქტების ტერმინალები. 2004 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ნავსადგურმა თითქმის შვიდი მილიონი ტონა ტვირთი გაატარა 1700 გემის საშუალებით. იმავე წელს, პორტმა გაატარა ორ მილიონ ტონაზე მეტი კონტეინერიზებული ტვირთი, 852 ტონა მარცვლეული, 1,8 მლნ ტონაზე მეტი რკინა და ფოლადი, ერთ მილიონ ტონაზე მეტი თხევადი ტვირთი, ხუთი ათას ტონაზე მეტი ქაღალდის საქონელი და 78 ათასი მანქანა. 2003 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ნავსადგურის საშუალებით, სულ 83 გემით გადაადგილდა 91 ათას ადამიანზე მეტი.
თელ-ავივი 1099 წელს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ქრისტიანულმა არმიამ, რომელსაც გოდფრი ბუიონი წინამძღოლობდა, მაჰმადიანებისგან მიტოვებული იაფა დაიპყრო. მათ ქალაქს გალავანი შემოარტყეს და პორტი აღადგინეს. იაფამ მალევე დაიჭირა მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც იერუსალიმის სამეფოს მთავარმა საზღვაო პორტმა. იაფა 1192 წელს სალადინმა დაიპყრო, თუმცა ის მალევე დაიბრუნა ინგლისის მეფე რიჩარდ I-მა, რომელმაც ქალაქის თავდაცვა კიდევ უფრო გააძლიერა. 1223 წელს, იმპერატორმა ფრედერიკ II-მ ქალაქს ფორტიფიკაციები დაამატა. ჯვაროსანთა გავლენა 1268 წელს დასრულდა, როდესაც მამლუქმა სულთან ბაიბარსმა ქალაქი აიღო, დაანგრია მისი ყურე და მიწასთან გაასწორა ფორტიფიკაციები. ჯვაროსანთა შემდგომი შემოჭრების აღსაკვეთად ქალაქი ნასირ ალ-დინ მუჰამედმა ააოხრა 1336, 1344 და 1346 წლებში. XVI საუკუნეში იაფა ოსმალებმა დაიპყრეს და მას სოფლის სტატუსი მიანიჭეს ღაზას სანჯაკში. 1799 წელს ქალაქი ნაპოლეონმა აიღო და ადგილობრივ მცხოვრებლებს მუსრი გაავლო; ამას მალე ეპიდემიაც მოჰყვა და ქალაქი თითქმის ნასახლარად იქცა.
პორტ-კანავერალი 1980-იანი წლების დასაწყისში, პორტის ახალმა დირექტორმა ჩარლს როულანდმა მთელი ფოკუსირება კანავერალის, როგორც საკრუიზო პორტად გარდაქმნისაკენ მოახდინა. 1982 წელს, პორტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 2 000 მ² ფართობის საყინულე საწყობი გადაკეთდა საკრუიზო ტერმინალ 1-ად. პირველი საკრუიზო გემი, რომლისთვისაც კანავერალი მშობლიური პორტი გახდა იყო 10 427 ტონიანი SS Scandinavian Sea. დასაწყისისათვის კრუიზები ერთდღიანი იყო და მხოლოდ ოკეანეში გასვლას და უკან დაბრუნებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, 1983 წელს პორტმა ნასასგან შეიძინა ორასწლოვანი საგამოვენო დარბაზები, რომლებიც მე-2 და მე-3 ტერმინალებად გადაიქცნენ. მომდევნო წელს პორტში ბინა დაიდო კომპანია Premier Cruise Line-ის კუთვნილმა გემმა SS Royale. დაიწყო მთელი წლის განმავლობაში შესრულებადი 3-4 დღიანი კრუიზები ბაჰამის კუნძულების მიმართულებით. 1986 წელს აშენდა მეოთხე საკრუიზო ტერმინალი. დასავლეთით გაფართოების ხარჯზე დაიწყო მეხუთე ტერმინალის მშენებლობა. ამ პერიოდიდან აქედან ცურვა დაიწყო Carnival Fantasy-მ, რომელიც იმ დროისთვის პირველი მეგა-გემი იყო, რომლის მშობლიური პორტიც პორტ-კანავერალი გახდა.