Top 10 similar words or synonyms for პოლითეისტურ

ჰომოსექსუალები    0.823778

ანიმისტურ    0.811442

წარმოდგენებსა    0.808266

ზოროასტრიზმს    0.800263

ღმერთებზე    0.799660

პირველნი    0.797796

სულებზე    0.796097

ფაშიზმს    0.795435

შამანები    0.794087

იზოლირებულად    0.792450

Top 30 analogous words or synonyms for პოლითეისტურ

Article Example
პაგანიზმი პაგანიზმი (ლათინურიდან paganus, ნიშნავს „სოფლის მცხოვრებს“) — სხვადასხვა იდეის გამაერთიანებელია ტერმინი, ძირითადად ამ სიტყვით გულისხმობენ არა-აბრაამისეულ, ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიურ ტრადიციებს.
პოლითეიზმი პოლითეიზმი (ბერძნ. πολυ — ბევრი; θεός — ღმერთი) — რელიგიური მოძღვრება, რომელიც მრავალღმერთიანობას აღიარებს. პოლითეისტურ რელიგიებში ღმერთები ძირითადად გამოსახავენ ბუნების ძალებს ან სახელოვან წინაპრებს, რომლებიც შექმნილია ერთი აბსოლუტური ღმერთისგან (მონისტიკურ რელიგიებში) ან წარმოადგენენ ერთიანი სამყაროს განუყოფელ ნაწილებს (პანთეისტურ რელიგიებში).
ლიმა პერუს ტერიტორიაზე ესპანელთა გამოჩენამდე და მათ მიერ კათოლიციზმის მოტანამდე, ამ ტერიტორიაზე დასახლებული სხვადასხვა ეთნიკური შემადგენლობის აბორიგენები ანიმისტურ და პოლითეისტურ რელიგიებს მისდევდნენ. ესპანელებმა მათთვის რწმენის შეცვლის ხანგრძლივი და მეტად რთული პროცესი უმნიშვნელოვანეს საქმედ დაისახეს. XVII საუკუნეში, პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი ლიმა სამონასტრო ცხოვრების აკვანი გახდა, რომელმაც გამოზარდა ორი დიდი კათოლიკე წმინდანი, როსა ლიმელი და მარტინ დე პორესი.
პაგანიზმი ისტორიულ კონტექსტში, ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმს, ასევე ევროპისა და ჩრდ. ამერიკის პოლითეისტურ ტრადიციებს გაქრისტიანებამდე. უფრო ფართო ჭრილში, ტერმინი მოიაზრებს თანამედროვე რელიგიებსაც, იგი მოიცავს აღმოსავლური რელიგიების უმეტესობას, ამერიკის, ცენტრალური აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ადგილობრივ ტრადიციებს; ასევე არა-აბრაამისტული ხალხების რელიგიას. უფრო ვიწრო ჭრილში, ტერმინი არ გულისხმობს მსოფლიო რელიგიებს და მიეწერება ადგილობრივ, სასოფლო ტრადიციებს, რომლთაც ცივილიზებულ რელიგიებთან არ აქვთ კავშირი. პაგანურ ტრადიციებს პროზელიტიზმის ნაკლებობა და ცოცხალი მითოლოგიის არსებობა ახასიათებს.
პროტოხეთები პროტოხეთური საზოგადოება ადრეკლასობრივი იყო. ამას ადასტურებს სამეფო ხელისუფლების ამსახველი ისეთი სიტყვების გამოჩენა ტექსტებში როგორიცაა „მეფე“, „დედოფალი“ — შესაბამისი ტიტულებით „თაბარნა“, „თავანანა“, „დიდი ტახტი“ და ა.შ. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს რომ სოციალური დიფერენციაცია შორს იყო წასული საზოგადოებაში. დასტურდება სამეფო და სატაძრო მომსახურე პერსონალის არსებობა („მესუფრენი“, „ქურუმნი“, „ღვინის მწდენი“ და სხვა). პროტოხეთურ პოლითეისტურ პანთეონს ჰყავდა ამინდის ღვთაება „თარუ“, მზის ღვთაება „ეშთან“, სამყაროს მაცოცხლებელი ღვთაება „თელიფინუ“, მეუფე ქვეყნისა „ვურუნქათე“ და სხვანი. ხათის ქვეყანაში და ზოგადად ხათებში გავრცელბული იყო ლითონის (სპილენძი, ოქრო, ვერცხლი) დამუშავება, მსგავსად სხვა პროტო-ქართველებისა. ხათებისა და ანატოლიაში გადმოსახლებული ინდოევროპელების (კერძოდ ნესიტებისა და ფალაელების) აღრევის შედეგად, ძვ.წ II ათასწლეულის I ნახევარში ჩამოყალიბდა ხეთური მოსახლეობა (ხეთები) რომელმაც მთლიანად მიითვისა ხათების კულტურული ტრადიციები და სახელიც მსგავსი დაირქვა.
იუდაიზმი იუდაიზმის ტრადიციული თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე მკვლევართა აზრსაც ემთხვევა, იუდაიზმი რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდებოდა მისი წარმოშობისას არსებული სხვა რელიგიური ტრადიციებისგან. ერთი ასეთი თავისებურებაა მონოთეიზმი: სამყაროს შემქმნელი და კაცობრიობის გამკითხავი ღმერთის რწმენა. მაშინდელი პოლითეისტური რელიგიების მიხედვით სამყარო შემთხვევით გაჩენილი იყო, ხოლო ღმერთებს სხვა ღმერთებთან ურთიერთობა ადამიანთა ბედზე მეტად აწუხებდათ. პოლითეისტურ წარმოდგენაში ღმერთები საკუთარი ვნებებით იყვნენ დაკავებულნი და მათი ძალებიც შეზღუდული იყო, იუდაიზმის მიხედვით კი ღმერთი უსაზღვრო ძალის და ყოვლისშემძლეა, რის გამო სამყაროს მარტოდმარტო შექმნის უნარსაც ფლობს; იუდაიზმის მეორე თავისებურება მისი მიმდევრებისთვის თორაში აღნიშნულ მცნებათა შესრულების ვალდებულება იყო. იმდროინდელი ხალხების მსგავსად ებრაელებსაც ჰქონდათ ტაძარი, სადაც ქურუმები ღმერთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ოღონდ ეს არ ყოფილა ებრაული ღვთისმსახურების ერთადერთი საშუალება.
ფსალმუნნი ფსალმუნნი დავითისა, ფსალმუნნი (, „psállein“, „ციტრის ხმაზე გალობა“) "ფსალმუნი", "დავითი", "დავითნი" — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეცხრამეტე კანონიკური ფსალმუნთა წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. შედგება 150 პოეტური ნაწარმოებისაგან, რომელთაგან 73-ის ავტორობა ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, მეფე დავითს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომელთა უდიდესი ნაწილი ქრისტეს შობამდე X-III საუკუნეებში შეიქმნა და ხშირად კიდევ უფრო ძველ პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები ბაბილონის ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდებოდა იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოოდ რედაქტირების შემდეგ შეიტანეს ებრაულ ძველ აღთქმაში III ნაწილის (ქეთუბიმ) I წიგნად. ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც — 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში ტექსტი დაყოფილია 5 წიგნად, შესაძლოა, „მოსეს ხუთწიგნეულის“ მიბაძვით. ფორმითა და შინაარსით ის ძველი აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი ქანაანური პოეზიის ტრადიციით განპირობებულ კანონებს მისდევს, რაც განსაკუთრებით უგარითული ტექსტების აღმოჩენის შემდგომ გამოჩნდა (XX საუკუნის 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ მისი სირთულითაც; არქაიზმებისა და რთული პოეტური სახეების გამო სირთულეს წარმოადგენდა ტექსტის სწორი გაგება. ებრაულ ფსალმუნებს დიდი მნიშვნელობა გააჩნდა ებრაული ლიტურგიისათვის; ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე თარგმნილი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა გავრცელდა.