Top 10 similar words or synonyms for პეიტონს

კალანს    0.880483

უარზეა    0.879620

მიკს    0.878966

ტოდს    0.877933

ბრუკს    0.874438

ურეკავს    0.871157

ედვარდს    0.868199

მახეს    0.867073

დაეჭვდება    0.861918

უხარია    0.859224

Top 30 analogous words or synonyms for პეიტონს

Article Example
One Tree Hill ლუკასი შეხვედრას დაიწყებს ფელიქსის დასთან ანასთან (დანიელა ალონსო), მაგრამ მასთან წყვეტს ურთიერთობას მას შემდეგ რაც მიხვდება, რომ ბრუკი უყვარს. ანა ლუკასთან დაშორების გამო დაბნეულია. მას შემდეგ რაც შემთხვევით იგი პეიტონს აკოცებს, ანა ნელ-ნელა ხვდება რომ ის ბისექსუალია. მოგვიანებით იგი ტოვებს თრი ჰილს და ძველ სკოლაში ბრუნდება თავის შეყვარებულ გოგოსთან.
One Tree Hill ბოლოს და ბოლოს ლუკასი და პეიტონი ერთად იქნებიან და ყველაფერი კარგად წავა მანამდე, სანამ პეიტონს არ შესთავაზებენ ინტერნობას ლოს ანჯელესში. ჩეიზიც და ბრუკის შერიგდებიან და ბრუკი აღიარებს რომ კალკულუსის მოპარვაში მანაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა მას აძლევენ საშუალებას სკოლის დამთავრების. აგრეთვე ნეიტანიც აღიარებს რომ ძალით ცდილობდა თამაშის წაგებას. უაიტი იქვე მდებარე კოლეჯში გადადის მწვრთნელად და ნეიტანს სთავაზობს იქ თამაშს.
One Tree Hill საფინალო სეზონში, ნეიტანი და ჰეილი, თავიანთი ოჯახის და მეგობრების წინაშე, ლამაზ ცერემონიაზე ფიცს დებენ. დები ბრუნდება თრი ჰილში და როდესაც გაიგებს, რომ დენი ფიქრობს ის ხანძარი კარენის მოწყობილია, დენს სიმართლეს ეტყვის, რომ თვითონ ცადა მისი მოკვლა. დენი გააცნობიერებს, რომ მან ძმა სულ არაფრის გამო მოკლა. მოგვიანებით, კარენი დენს ეტყვის, რომ იგი კიტისგან ბავშვს ელოდება, ხოლო დენი მას შეპირდება, რომ ამჯერად იგი მასთან იქნება და არ მიატოვებს. ბრუკი პეიტონს არ ელაპარაკება, და მას შემდეგ რაც ლუკასი შემთხვევით ეტყვის, რომ პეიტონს აკოცა, ის დათრგუნულია და პეიტონს ეტყვის, რომ ისინი მეგობრები აღარ არიან. რეიჩელი გამწარებულია კუპერის უარყოფის გამო და ნასვამი ნეიტანის და ჰეილის ქორწილზე ყველას ეტყვის, რომ კუპერი მასთნ იწვა, მიუხედავად იმისა რომ იგი 17 წლისაა. რეიჩელი საქორწინო ლუმიზინში ჩაჯდება და კუპერთან ერთად დატოვებს ქორწილს. როდესაც ლუკასი და კარენი აპირებენ წასვლას, ლუკასი ვიღაცის ჩანთაში იპოვის ფეხმძიმობის ტესტს. ლუკასი დედამის შეეკითხება, არის თუ არა ის ფეხმძიმედ, კარენი ეტყვის რომ არის, მაგრამ ეს ჩანთა მისი არ არის. რეიჩელი ეკითხება კუპრეს, არის თუ არა შანსი რომ ისინი კვლავ ერთად იქნებიან, კუპერი ეუბნება რომ არა. რის შემდეგაც მათ შორის ჩხუბი დაიწყება და ისინი ნეიტანის და ჰეილის თვალწინ, (ლონდონში მიდიან თაფლობის თვის გასატარებლად) ხიდიდან წყალში გადავარდებიან. ჰეილის სურვილის საწინააღმდეგოდ, ნეიტანი წყალში ჩახტება მათ დასახმარებლად, მაგრამ ჰაერი არ ეყოფა და მახეში გაებმება. დენი კი სახლში დაბრუნებისას კედელზე წარწერა დახვდება "მკვლელი", როგორც ჩანს ვიღაცამ იცის სიმართლე.
One Tree Hill საფინალო სეზონში, ბრუკი დათრგუნულია, რადგან მან ენჯი მშობლებს უნდა დაუბრუნოს და იგი დახმარებას ლუკას თხოვს. დალევიდან ერთი კვირის შემდეგ ლუკასი გადაწყვეტს, რომ დროა გააკეთოს მნიშნველოვანი გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში, პეიტონი კი ცდილობს გაუმკლავდეს იმას რომ ლუკასი მას ვერ იტანს. ლუკასი პეიტონს მოინახულებს და აუხსნის რომ მას ის სულაც არ ეზიზღება, უბრალოდ ძნელია მისი კვლავ დანახვა ამდენი წლის შემდეგ. ლინდსი ბრუნდება, რომ ლუკას მისცეს რედაქტირებული კოპია წიგნის და რომ გამოემშვიდობოს, მოგვიანებით ის ლუკას მესიჯს უტოვებს ტელეფონზე და ეუბნება რომ იგი სინამდვილეში არავის ხვდება და ყოველდღე ლუკასი ენატრება. მილისენტის დახმარებით მაუთი ტოვებს სამუშაოს და განიხილავს წინადადებას, სადაც მას ომაჰაში ეპატიჟებიან. სკილსი და დები განაგრძობენ ჩუმად შეხვედრებს, ნეიტანი და ჰეილი კი გახარებულნი არიან იმითი, რომ ჯეიმიმ გადალახა შიში და კვლავ დაიწყო ბასეინში ცურვა. დენს გადაწყვეტილი აქვს მოკლას კარტერი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და რომელიც გულის ტრანსპლატაციის სიაში დენზე წინ დგას, მაგრამ ბოლო მომენტში ჯეიმის გამო იგი გადაიფიქრებს მის მოკვლას. ბუნება კი თავისას აკეთებს, კარტერი კვდება და დენი ძალიან გახარებულია ამ ამბით, მაგრამ 1 წუთით ადრე, სანამ მას შეატყობინებენ რომ იგი მზადაა გულის გადანერგვისთვის, დენს მანქანა დაარტყამს. ნეიტანი ბრუნდება კალათბურთში, ხოლო ჰეილი მუსიკაში. პეიტონს კი მია დაურეკავს, რომელიც ეუბნება რომ იგი შეხვდა იმ ადამიანს რომელიც ამბობს რომ ელის იცნობდა. პეიტონი მიას თხოვს რომ იმ ადამიანმა პეიტონს დაურეკოს. აეროპორტში, ლუკასი მობილურით რეკავს. სიუჟეტში ნაჩვენებია, პეიტონი, ბრუკი და ლინდსი, სამივენი მობილურს იღებენ და ლუკასი ერთ-ერთ მათგანს ეუბნება, რომ მას აქვს ორი ბილეთი ლას ვეგასში და პატიჟებს ერთ-ერთ მათგანს და საღამოს დაქორწინებას სთავაზობს.
One Tree Hill ბრუკი განაცხადებს რომ მას ბავშვის ყოლა უნდა. თუმცა შვილის აყვანაზე მას უარს ეტყვიან, სამაგიეროდ შეთავაზებენ, რომ ცოტახნით გახდეს პატარა ენჯის დედა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ბრუკი თანხმდება ამ წინადადებაზე, მაგრამ ამის გამო მას უწევს ოუენთან დაშორება. ბრუკი ლუკას უფრო უახლოვდება, რომელიც ეხმარება მას ამ მძიმე განსაცდელში, საბოლოოდ კი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ლუკასი ლინდსის დაარწმუნებს, რომ ის გახდეს მისი მეორე წიგნის რედაქტორი, იგი იმედოვნებს, რომ ეს ამბავი მათ კვლავ დაახლოვებს, მაგრამ ლინდსი მას ეტყვის რომ სხვას ხვდება. ამის შედეგად ერთ-ერთი მატჩის დროს, ლუკასი გაბრაზებული ეტაკება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს, რის გამოც მას ჩამოართმევენ დროებით მწვრთნელობის უფლებას, შემდეგ იგი TRIC-ის ბარში თვრება და პეიტონს ეუბნება რომ ვერ იტანს მას, მან დაუნგრია ცხოვრება.