Top 10 similar words or synonyms for ოხაჩქუის

წიფლნარით    0.867135

ქსეროფიტული    0.866914

ძირულის    0.866078

ბრექჩიებითა    0.865266

კორდიანი    0.862417

ტუფოგენური    0.860814

გაშიშვლებულ    0.860188

მერგელები    0.854854

აწუნთის    0.854666

პორფირიტული    0.854636

Top 30 analogous words or synonyms for ოხაჩქუის

Article Example
ოხაჩქუის ქედი ოხაჩქუის ქედი — ქედი აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის პერიფერიულ ზოლში, ოხაჩქუის მასივის ამაღლებულ ნაწილზე, მდინარეების ენგურისა და ოქუმის ხეობებს შორის. უმაღლესი წერტილი — მთა ოხაჩქუე (2156 მ). აგებულია ცარცული , ზედაიურული და ეოცენური კირქვებით, რომლებშიც კარსტი ვითარდება. კარსტული ძაბრების გარდა ბევრია შახტები და მღვიმეები. ქედის კალთები 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით (დაბლა ფოთლოვანი, მაღლა წიწვიანი), თხემი - სუბალპური მდელოებით. ოხაჩქუის მასივზე არის ჩაკეტილი ქვაბულები (დიდი და მცირე ოფუჯე, ოთეფურე, ოჭაკე, ჯაკონა), რომლებშიც ზამთრობით ცივი ჰაერი გუბდება და ალპური ზონისათვის დამახასიათებელი მცენარეები იზრდება (მათ შორის იშვიათი ვარდისფერი როდოდენდრონი — დეკისა და შქერის ჰიბრიდი). ოჭაკის ქვაბულში არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი „აერო“.
ოკალმახე ოკალმახე — მდინარე ოხაჩქუის კარსტული მასივის ჩრდილოეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 1930 მ-ზე. სიგრძე 14,4 კმ, აუზის ფართობი 68,9 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,51 მ/წმ.
რეჩხი რეჩხი — მდინარე სამურზაყანოს დაბლობზე, სიგრძე 8,5 კმ, აუზის ფართობი 43 კმ². სათავე აქვს კარსტული ვოკლუზით ოხაჩქუის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ძირში. ზღვის დონიდან 195 მ. ერთვის მდინარე ერისწყალს მარჯვნიდან. საზრდოობს მიწისქვეშა და წვიმის წყლით საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4,9 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა შემოდგომაზე.
ოლორი ოლორი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ოხაჩქუის კარსტული მასივის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 945 მ-ზე, სიგრძე 14,8 კმ, აუზის ფართობი 72,7 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,71 მ³/წმ.
გალის მუნიციპალიტეტი გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი — ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი — იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო.