Top 10 similar words or synonyms for ოშოს

abbé    0.864235

ჟანაუბის    0.862687

ქემოკლიძე    0.857952

საფრონოვი    0.856959

თვალადი    0.852531

ჯებალ    0.850689

ჰაიზე    0.850206

gilles    0.850180

ლავრასის    0.850152

powered    0.848986

Top 30 analogous words or synonyms for ოშოს

Article Example
ოშო ოშო იძულებული გახდა ისევ ინდოეთში, პუნაში დაბრუნებულიყო. 1987 წელს ფანატიკოსმა ინდუსმა ოშო დანით დაჭრა, ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც 1980 წელს ოშოს დანა დაარტყა. მის სახლს დღედაღამ პოლიცია იცავდა. ხოლო პუნაში ისევ ახლიდან დაიწყო ოშოს მიმდევრების დასახლება. ოშო 1990 წლის 19 იანვარს, ქალაქ პუნაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ოშო ოშოს მიხედვით, ცხოვრების უმაღლესი ფასეულობები შეგნებულობა, სიყვარული, მედიტაცია (პირდაპირი და ფართო გაგებით), უქმად ყოფნის უნარი, დღესასწაულობა, შემოქმედებითობა და მხიარულებაა. მისი თქმით გასხივოსნებულობა ყოველი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ადამიანთა უმეტესობა შინაგანად იმდენადაა დაბნეული, რომ მათ არ ძალუძთ ეს. მეტიც ისინი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ხდებიან უფრო პათოლოგიურები. ისინი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ცხოვრებაში, მაგრამ არა მეტი ბედნიერებისთვის, არამედ მეტი დამოკიდებულებისთვის. სოციალური მოლოდინები, რომლებიც საბოლოოდ იმედგაცრუებებად გადაიქცა წაშლის ყოველგვარ შანსს, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავისი შეგნების მწვერვალს. ცნობილია ოშოს იგავები, ბრძნული ფრაზები, ანეკდოტები და მის მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკები.
ოშო ოშოს მოწაფეთა მიერ გამოქვეყნებულ წიგნში „ახალი ადამიანის უფლებანი“ (1994) კრიტიკოსები ხაზს უსვამენ მის ფაშისტურ მსოფლმხედველობას, სადაც იგი ქადაგებს დედამიწის მოსახლეობის შემცირებაზე და ამის განხორციელების გზებზე. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ აბორტებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით, არამედ ჰიტლერული ევტანაზიის მეთოდითაც, ანუ ავადმყოფ, ინვალიდ ბავშთა და მოზრდილთა ფიზიკური ლიკვიდირებით.
ოშო 1980 წელს რაჯნიშს ლექციის კითხვისას თავს ფანატიკოსი ინდუისტი დაესხა და დანით დაჭრა. 1981 წელს ის ოპერაციისთვის აშშ-ში გადააფრინეს, ამ პერიოდიდან რაჯნიშმა თავის თავს ოშო (ოკეანისებური) უწოდა. ამავე პერიოდში ორეგონში ოშოს მიდევრებმა იყიდეს მიწა, სადაც დააარსეს აშრამი. ამ ადგილას ოშოს მიმდევრებმა დასახლება დაიწყეს და ძალიან მალე აქ ქალაქის ტიპის დასახლება (კომუნა) გაჩნდა. ამერიკის ხელისუფლება საგონებელში ჩავარდა. მითუმეტეს, რომ 1985 წელს ოშო საკუთარმა პირადმა მდივანმა დატოვა და ამის გამო ამ კომუნაში მთელი რიგი არაკანონიერი საქმიანობები გამჟღავნდა. ოშო დააპატიმრეს და ამერიკიდან გააძევეს. ის იძულებული გახდა წასულიყო ნეპალში და აქედან იწყება მისი იძულებითი მოგზაურობები, რადგან მისი მიღება არცერთ ქვეყანას არ სურდა. ნეპალი, საბერძნეთი, ინდოეთი, შვეიცარია, შვედეთი, ინგლისი, ირლანდია, ურუგვაი, იამაიკა, ესპანეთი, პორტუგალია — ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ოშომ დაჰყო რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. მას აეროპორტში ხვდებოდა პოლიცია და თვითმფრინავის ბილეთი, სადაც მას სხვა ქვეყანაში უხდებოდა გაფრენა. მთლიანობაში დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ოშომ გამოიცვალა თერთმეტი ქვეყანა, ხოლო ათმა საერთოდ უარი უთხრა მიღებაზე.
ოშო 21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: „მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ“. იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: „პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება“. ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: „ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ“. ოშო ესაუბრებოდა მოსწავლეებს ადამიანური ყოფის ყველანაირ ასპექტზე: მატერიალურზე, სოციალურზე, ბიოლოგიურ სხეულზე, ფსიქოლოგიურ სფეროზე და სულიერ სამყაროზე. იგი მსოფლიოს ყველაზე ნაყოფიერი ავტორია: 650 წიგნი, რომელიც მსოფლიოს 55 ენაზეა ნათარგმნი. მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ოშოს სამედიტაციო ცენტრები. ოშომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა სადაც ის ატარებდა ე.წ. საუბრებს, იგი თავის სწავლებას ეძახდა საუბარს, რადგან სიტყვა ლექცია მკაცრ დირექტიულ გამიჯვნას გულისხმობს ლექტორსა და მსმენელებს შორის, ოშომ მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანთა სულიერ გამოღვიძებას მიუძღვნა.