Top 10 similar words or synonyms for ოპერებიდან

სონატები    0.864878

ბერლიოზის    0.837517

ვოდევილი    0.832233

რახმანინოვის    0.830628

მეტასტაზიო    0.829799

სიმფონიები    0.815580

დელიბის    0.815161

ფსალმუნები    0.810778

მადრიგალი    0.809769

ჯამბაზები    0.808211

Top 30 analogous words or synonyms for ოპერებიდან

Article Example
პეტრე ოცხელი 1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.
ოდისეი დიმიტრიადი ომისშემდგომ წლებში დიმიტრიადი იწყებს ფართო საგასტროლო მოღვაწეობას სსრკ-ში. კლასიკური რეპერტუარიდან დიმიტრიადი წარმატებით ასრულებდა ბეთჰოვენის V და VII სიმფონიებს, ბერლიოზის „ფანტასტიკურ სიმფონიას“, დვორჟაკის V სიმფონიას „ამერიკიდან“, ბრამსის I სიმფონიას, ვაგნერის საორკესტრო ფრაგმენტებს ოპერებიდან, ჩაიკოვსკის I, IV, V, და VI სიმფონიებს, „მანფრედს“, რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერეზადას“ და სხვა.
ლამარა ჭყონია ოპერებიდან პარტიები; მარფა (რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“), ტატიანა, იოლანტა (პერტე ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი, „იოლანტა“), ჩიო-ჩიო სანი (ჯაკომო პუჩინი „ჩიო-ჩიო სანი“, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემია ამ პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის, 1967), ვიოლეტა (ჯუზეპე ვერდი „ტრავიატა“), მარო, ეთერი (ზაქარია ფალიაშვილი „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“) და სხვ. ვოკალისტთა პრაღის (1960), სოფიის (III პრემია, 1963) საერთაშორისო და გლინკას სახელობის (1960, მოსკოვი) კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
თეიმურაზ გუგუშვილი თემიმურაზ გუგუშვილი არაერთხელ წარსდგა უცხოელი მსმენელის წინაშე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქის, აგრეთვე დანიის, ჰოლანდიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე. მის შემოქმედებას კარგად იცნობენ უცხოეთში. თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი გრაფიკი დღემდე აქტიური საგასტროლო მარშრუტით გამოირჩევა. მომღერალის ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა.
აკაკი ანდრიაშვილი 1933 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი); ასპირანტურის დამთავრებსი შემდეგ (1937) იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას (1949-მდე), დაწერილი აქვს ორი სიმფონია (1933, 1937), საფორტეპიანო კონცერტი (1934), სიმფონიური პოემა „საბჭოთა ოსეთი“ (1942), კვარტეტი (1944), ოპერები: „კაკო ყაჩაღი“ (დაიდგა 1940), „ზვავი“ (დაიდგა 1960), „ნანა“ (1942), „ოთარაანთ ქვრივი“ (1951), „მეგობრობა“ (1954), „განდეგილი“ (1971) , კომიკური ოპერა „ლაშქარა“ (დაიდგა 1946), საბავშვო ოპერა „ჩხიკვთა ქორწილი“ (დაიდგა 1954), სიმღერები, მუსიკა თეატრისათვის და სხვა. ანდრიაშვილის ოპერებიდან განსაკუთრებული წარმატება ხვდა ჰეროიკულ ოპერა „კაკო ყაჩაღს“, რომლის მუსიკალური სტილი დაფუძნებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერებზე. ანდრიაშვილი მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. 1960 წელს მოაწყო ფოლკლორული ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ჩაიწერა 150-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, შეადგინა (ვ. მახარაძესთან ერთად) კრებული „ქართული ხალხური სიმღრები“ (1971). აღსანიშნავია ანდრიაშვილის სარედაქტორი მუშობაც. მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „ლატავრას“ ახალი რედაქცია (ვ. ფალიაშვილთან და მ. კვალიაშვილთან ერთად).
პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრი პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის პერმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (), რუსეთის ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური თეატრი. შენობა აგებულია 1878 წელს. აქ მუშაობდნენ თავლსაჩინო დიროჟორები. ბ. პლოტნიკოვი, უ. ავრანეკი, ა. მარგულიანი, ი. ფალიაშვილი, ა. პავლოვ-არბენინი, ა. პაზოვსლი და სხვები. 1920-დან სახელმწიფო თეატრია. საბალეტო დასი ჩამოყალიბდა 1926 წელს. 20-იანი წლების შუა ხანიდან დადგმული ოპერებიდან აღსანიშნავია: კოვალის „სევასტოპოლები“ (1946, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947), სტეპანოვის „ივანე ბოლოტნიკოვი“ (1950; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა. 60-70-იანი წლების საუკეთესო დადგმებია: ვერდის „ტრუბადური“ (1964), მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (1965), ჩაიკოვსკის „ორლეანელი ქალწული“ (1969) და სხვა. საბალეტო სპექტაკლები: ხაჩატურიანის „სპარტაკი“ (1969), პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“ (1972), ბარტოკის „სასწაულებრივი მანდარინი“, სტრავინსკის „პულჩინელა“ (1973). 1946 წელს თეატრი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით; 1965 წელს მიენიჭა პეტრე ჩაიკოვსკის სახელი (1974 წლისთვის თეატრს დადგმული ჰქონდა ჩაიკოვსკის ყველა სცენური ნაწარმოებები 10 ოპერა და 3 ბალეტი); 1960 წლიდან აკადემიური თეატრია.
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიმსკი-კორსაკოვის პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან აღზარდა 200-ზე მეტი მოწაფე, რომელთა შორის არიან: ალექსანდრე გლაზუნოვი, ანატოლი ლიადოვი, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი, ანტონ არსენსკი, ნიკოლოზ მიასკოვსკი და სხვები. მასთან სწავლობდნენ აგრეთვე იგორ სტრავინსკი, მელიტონ ბალანჩივაძე. ავტორია ორკესტრობისა და ჰარმონიის სახელმძღვანელოების, აგრეთვე ავტობიოგრაფიული წიგნისა — „ჩემი ცხოვრების მატიანე“ (გამოც. 1909). დიდია მისი დამსახურება სარედაქტორო მუშაობის დარგში. მან დაასრულა და შემდეგ შეასრულა ალექსანდრე დარგომიჟსკის „ქვის სტუმარი“, ალექსანდრე ბოროდინის „თავადი იგორი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (ახალი რედაქცია) და „ხოვანშჩინა“. სხვებთან ერთად მოამზადა გამოსაცემად გლინკას საოპერო პარტიტურები. 1944 წელს ქ. ტიხვინში, სახლში, სადაც დაიბადა კომპოზიტორი გაიხსნა მუზეუმი (რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი). საქართველოში სისტემატურად იდგმება და სრულდება რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებები. მისი ოპერებიდან თბილისში დაიდგა „მაისის ღამე“ (1883-1884), „თოვლია“ (1897-1898), „მოცარტი და სალიერი“ (1899-1900), „სადკო“ (1899-1900), „მეფის საცოლე“ (1900-1901), „ოქროს მამალი“ (1924. წლები ყველგან პირველი დადგმებისაა).