Top 10 similar words or synonyms for ოთხსტრიქონიანი

ზედწერილია    0.823470

ასომთავრული    0.790445

ზედწერილი    0.790032

ნუსხური    0.782574

სვასტიკის    0.782103

დაქარაგმებული    0.779593

ასომთავრულით    0.773626

სტელის    0.765843

ქტიტორის    0.757574

ამოკვეთილი    0.743617

Top 30 analogous words or synonyms for ოთხსტრიქონიანი

Article Example
გოსტიბეს წმინდა სამების ეკლესია ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მიწაზე დევს მონოლითი (0,62 X 0,72 მ), რომელზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი, ისეთივე, როგორიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზეა. მის ზედა არეზე შემორჩენილია ნაწილობრივ დაზიანებული ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მშენებელი „დავით გალატოზი“.
კრწანისის განძი კრწანისის განძი — სპილენძის ქართული მონეტების განძი, რომელიც შემთხვევით იპოვეს 1935 წელს კრწანისში. შეიცავს 1319 ერთეულს (1312 ც. მეფე რუსუდანს განეკუთვნება, რამდენიმე ბიზანტიური და ილდეღიზიდურია). რუსუდანის მონეტის შუბლზე ორნამენტირებულ ჩარჩოში მთავრული ასოებით დაქარაგმებულია მისი სახელი ႰႱႬ (რუსუდან). ჩარჩოს გარე ბუდეებში მოთავსებულია თარიღი ქორონიკონით 447 (1227). მონეტა ზურგზე ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილია: „დედოფალი მეფეთა და დედოფალთა, დიდება ქვეყნისა, სამეფოსა და სარწმუნოებისა, რუსუდანი, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდებს ღმერთი გამარჯვებებს მისას“. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
წილკნის აკლდამა აკლდამა მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. თარიღდება IV-V საუკუნეებით. აკლდამის საერთო სიგრძე 10 მეტრია, ხოლო დასაკრძალავი სენაკის ფართობია 12 კვადრატული მეტრი. ნაგებია ქვიშაქვის ქვათლილებით და ჩადგმულია საგანგებოდ ამოთხრილ ქვაბულში. აღმოსავლეთიდან სენაკს აკლდამაში შესასვლელი 13 საფეხურიანი კიბე უერთდება. შესასვლელი ქვის კარით იყო ამოქოლილი. სახლ-საკრძალავის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებთან ტახტებია მიშენებული. აკლდამის დასავლეთ კედელზე ოთხსტრიქონიანი ბერძნული წარწერაა. აკლდამას დასავლეთით 3 მეტრზე გამოვლინდა ნახევარწრიულაბსიდიანი ტაძრის ნაშთი, ხოლო ჩრდილოეთით რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაწილი.
ვეჯინის განძი ვეჯინის განძი — თამარ მეფისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტების განძი, სულ 2759 ცალი, აქედან 2656 ცალი თარიღიანია, 103 ცალი უთარიღოა, ნაპოვნია 1924 წელს სოფ. ვეჯინში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). მონეტების შუბლზე ოთხსტრიქონიანი არაბული წარწერაა: დედოფალი დედოფალთა, შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემლისა. ზურგზე: თამარისა და დავითის დაქარაგმებული სახელები და მოჭრის თარიღი ქორონიკონით 420 (1200). უთარიღო მონეტები კი მოჭრილი უნდა იყოს თამარისა და დავითის შეუღლებიდან (1189-იდან) დავითის გარდაცვალებამდე (1207).
თამარის მონეტები თამარისა და დავით სოსლანის სახელით 1200 მოჭრილი სპილენძის ფული „წესიერი“ ჭედისაა, მისი წონაა 6-7 გ. შუბლზე დროშისთავის მსგავსი ფიგურული ნიშანია, რომლის ორივე მხარეს მთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები. კუთხეებში „ქორონიკონი 420“ (1200), ან იშვიათად, მის გარშემო ზურგზე არაბული ოთხსტრიქონიანი ზედწერილია: „დედოდალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“. თამარის მონეტები საქართველოში ნაპოვნია როგორც ერთეულები, ისე განძის სახით (ვეჯინის); აგრეთვე ქართული ფულის დიდ განძებში (რუსთავის, „განჯისკარის“, ლოლოს, „რიყის“, ნიჩბისის).