Top 10 similar words or synonyms for ნაწლავში

თორმეტგოჯა    0.945369

ქსოვილში    0.944413

ქსოვილებში    0.927443

კუჭში    0.912532

ლორწოვან    0.907729

ნაწლავის    0.906019

ნიადაგში    0.905583

ჯირკვლები    0.903195

ორგანიზმიდან    0.899930

ლორწოს    0.898906

Top 30 analogous words or synonyms for ნაწლავში

Article Example
საჭმლის მომნელებელი სისტემა კუჭიდან გათხევადებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის (წვრილი ნაწლავის საწყისი). თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება ორი დიდი ჯირკვლის- კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის სადინარი. პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) წვენს აქვს ტუტე რეაქცია, მასში ფერმენტების მთელი ნაკრებია.
მალაბსორბცია მალაბსორბცია ( – ცუდი, – ვშთანთქავ, შევიწოვ) — მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ერღვევა საკვებიდან ნივთიერებების შეწოვა წვრილ ნაწლავში.
ოყნა ოყნა, უკანა ტანიდან სწორ ნაწლავში წყლის, რაიმე ხსნარის, სამკურნალო სითხის ან დიაგნოსტიკური საშუალებების შეყვანა. განარჩევენ გამწმენდ, გამხსნელ, წამლეულისა და დიაგნოსტიკურ ოყნას.
ღორის სოლიტერი თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდა მატლი ანუ ლარვა მაშინ მიემაგრება ნაწლავს და ნაწლავში იზრდება, თუ მოხვდება კვერცხის სახით მაშინ ვითარდება ნეიროცისტიცერკოზი თავის ტვინში.
ლაქტობაცილინი ლაქტობაცილინი — რძემჟავა ბაქტერიების ორი სახეობის კულტურა, რომელიც გამოიყვანა ი. მენჩიკოვმა რძის შესადედებლად და სამკურნალო მიზნებისათვის (ნაწლავში მიმდინარე ლპობის პროცესების დასათრგუნად). ლაქტობაცილინს უწოდებენ აგრეთვე აღნიშნული კულტურით შედედებულ მაწონს.
ბალანტიდიუმი ბალანტიდიუმი (Balantidium coli), უმარტივესი ცხოველი ნაირწამწამიანთა რიგისა. აქვს ასიმეტრიული ოვალური სხეული (სიგრძე 30-150 მკმ, სიგანე 20-110 მკმ), რომელიც გასწვრივ რიგებად განლაგებული წამწამებითაა დაფარული. მრავლდება განივი გაყოფით. პარაზიტობს ადამიანისა და ღორის მსხვილ ნაწლავში (უმთავრესად ბრმა ნაწლავში). იკვებება საკვების ნარჩენებითა და სახამებლით, სისხლის ფორმიანი ელემენტებით (განსაკუთრებით ერითოციტებით) და სხვა. ბალანტიდიუმები ზოგჯერ ერთმანეთსაც ანადგურებენ. ხშირად ბალანტიდიუმი იკეთებს ცისტებს, რონლებიც პატრონის ფეკალებთან ერთად გარეთ გამოდის. ადამიანისა და ღორის გარდა ბალანტიდიუმი გვხვდება აგრეთვე ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ვირთაგვების ნაწლავებში. ბალანტიდიუმი იწვევს მძიმე დაავადებას — ბალანტიდიაზს.
ხრტილოვანი განოიდები ხრტილოვანი განოიდები () — ძვლიანი თევზების ზერიგი (სხვა სისტემით რიგი). აქვთ შიშველი სხეული, რომელსაც ზოგჯერ მსხვილი ძვლოვანი ქერცლების 5 გასწვრივი რიგი გასდევს, უმეტესად ხრტილოვანი ჩონჩხი, დაუნაწევრებელი ქორდა. ნაწლავში განვითარებულია სპირალური სარქველი, გულში — არტერიული კონუსი. მოიცავს ერთ რიგს — ზუთხისნაირებს (Acipenseriformes).
მალაბსორბცია წვრილი ნაწლავის ამომფენი გარსის პათოლოგიის აღმოსაჩენად, შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიოფსიის ჩატარება. ქსოვილის ნიმუში აიღება ენდოსკოპის საშუალებით (დრეკადი და სათვალიერებელი მილი, რომელიც აღჭურვილია სინათლის წყაროთი და პატარა საკვნეტით), რომელიც პირიდან ჩადის წვრილ ნაწლავში.
ნაწლავები ფიზიოლოგია. ნაწლავებში საჭმლის მონელების პროცესი იწყება წვრილი ნაწლავის ღრუში (ღრუსშიდა საჭმლის მონელება). აქ პანკრეასის ფერმენტების მონაწილეობით ხორციედლება რთული პოლიმერების (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების) ჰიდროლიზი პოლიპეპტიდებამდე და დისაქარიდებამდე. წარმოქმნილი ნაერთების შემდგომი დაშლა მონოსაქარიდებამდე, ამინომჟავეებამდე, ცხიმოვან მჟავებამდე და მონოგლიცერიდებამდე ხორციელდება წვრილი ნაწლავის კედელზე, კერძოდ ნაწლავური ეპითელიუმის მემბრანებზე (მემბრანული საჭმლის მონელება), ამასთან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საკუთრივ ნაწლავურ ფერმენტებს. ნივთიერებათა უმეტესობა შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და მლივი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში; ვიტამინი B12 და ნაღვლის მჟავები – თეძოს ნაწლავში. ნაწლავებში ნივთიერებების შეწოვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს აქტიური ტრანსპორტი, რომელიც ხორციელდება კონცეტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ ფოსფორული ნაერთების დაშლის შედეგად გამონთავისუფებული ენერგიის გამოყენებით, და დიფუზია. ნაწლავების სხვადასხვა სახის შეკუმშვები (რიტმული, სეგმენტაცია, ქანქარისებური, პერისტალტიკური და ანტიპერისტალტიკური შეკუმშვები) ხელს უწყობენ ნაწლავური შიგთავსის გადამუშავებას და უზრუნველყოფენ მის გადაადგილებას. მსხვილ ნაწლავში ხორციელდება წყლის შეწოვა, მკვრივი შიგთავსის ფორმირება და მისი ორგანიზმიდან ევაკუაცია.
ასკარიდისებრნი ასკარიდისებრნი (Ascarididae) — მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 - 40 სმ, მამლისა — 15 - 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა — სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება. მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქეაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის ღრუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 - 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 - 1,5 წლამდე.