Top 10 similar words or synonyms for ნაუგლამირი

ბერენმა    0.911806

დიოფალ    0.902819

გონდოლინში    0.902726

ერაზმი    0.900288

დაუპირეს    0.899864

isveti    0.898173

აიეტს    0.898130

ფრიქსესა    0.896698

მანდოსი    0.896694

нсс    0.896163

Top 30 analogous words or synonyms for ნაუგლამირი

Article Example
არდის ომები და ბრძოლები დანგრეულ დორიათში გამეფდა თინგოლის შვილიშვილი დიორი, ნაუგლამირი კი ბერენმა ლუთიენს გადასცა.
შუახმელეთის ობიექტების სია "ნაუგლამირი", ანუ სინდარულად "ჯუჯების ყელსაბამი", ნარგოთრონდის მეფე ფინროდ ფელაგუნდისთვის დაამზადეს ლურჯი მთების ჯუჯებმა. როდესაც გლაურუნგის არმიამ ნარგოთრონდი დაანგრია, ყელსაბამი ნანგრევებში დაიკარგა, იქ იგი იპოვა ჰურინმა და გადასცა დორიათის მეფე თინგოლს, რომელმაც მასში ბერენის მიერ მოტანილი სილმარილის ჩასმა მოისურვა. ჯუჯებს, რომლებიც ყელსაბამში სილმარილის ჩასმაზე მუშაობდნენ, სიხარბემ სძლიათ და როდესაც მუშაობა დაასრულეს, თინგოლს ყელსაბამი მოსთხოვეს, ამტკიცებდნენ რა, რომ ყელსაბამი მას არ ეკუთვნოდა. თინგოლმა მათი მიზნები ამოიცნო და ძლიერ განრისხდა, მან ჯუჯები უხეში სიტყვებით მოიხსენია და უბრძანა დორიათიდან ყოველგვარი საზღაურის გარეშე წასულიყვნენ. ჯუჯებმა თინგოლი მოკლეს და ნაუგლამირით გაქცევა სცადეს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი მცველებმა დახოცეს. გადარჩენილები ნოგროდში გაიქცნენ და თავიანთ მეფეს შესჩივლეს, განაცხადეს, რომ ელფებმა მათი უმიზეზოდ დახოცვა სცადეს. შედეგად, ნოგროდელ ჯუჯათა არმია დორიათში შეიჭრა, მენეგროთი გაძარცვა და მრავალი განძეულით, მათ შორის ნაუგლამირით, დატვირთული ნოგროდში ბრუნდებოდა. მთა დოლმედთან ისინი მოყვნენ მწვანე ელფების და ენტების ჩასაფრებაში, რომლებსაც მეთაურობდა თინგოლის სიძე, ბერენი. ბერენმა საკუთარი ხელით განგმირა ნოგროდის მეფე, რომელმაც სიკვდილის წინ ნაუგლამირი დაწყევლა. ნაუგლამირი ბერენმა ლუთიენს გადასცა, მისი სიკვდილის შემდეგ იგი მათ ვაჟს, დიორს გადაეცა, დიორი ფეანორის ვაჟების სილმარილის დასაუფლებლად წამოწყებული ბრძოლის დროს დაიღუპა, ნაუგლამირი დიორის ასულმა, ელვინგმა სირიონის ნავსაყუდელში წაიღო, ის ცოლად გაჰყვა ეარენდილს, რომელმაც სილმარილის წყალობით ვალინორამდე მიაღწია.
არდის ომები და ბრძოლები როდესაც ჰურინმა თინგოლს ნაუგლამირი გადასცა, თინგოლმა მოისურვა მასში ბერენისა და ლუთიენის მიერ მოტანილი სილმარილი ჩაესვა და ამ საქმის შესრულება ჯუჯებს დაავალა. მაგრამ, სილმარილის სილამაზემ ჯუჯები დაახარბა და როდესაც თინგოლმა ნაუგლამირი მოსთხოვა, მათ უპასუხეს, რომ ყელსაბამი მისი კუთვნილება არ იყო, ხოლო გასამრჯელოს სანაცვლოდ კი სილმარილს ითხოვდნენ, ამაზე თინგოლი განრისხდა და ჯუჯები უხეშად მოიხსენია, მერე უბრძანა, რომ მენეგროთიდან ყოველნაირი გასამრჯელოს გარეშე წასულიყვნენ. ამან ჯუჯები განარისხა, მათ მეფე მოკლეს და სილმარილით და ნაუგლამირით დორიათიდან გაქცევა სცადეს, მაგრამ, ისინი მცველებმა შეამჩნიეს და თითქმის ყველა ამოხოცეს. გადარჩენილებმა მოახერხეს დორიათიდან გაქცევა და ნოგროდში წავიდნენ, იქ მათ თავიანთ მეფეს განუცხადეს, რომ ელფებმა მათი უმიზეზოდ დახოცვა სცადეს. ნოგროდის მეფემ გადაწყვიტა დაღუპული თანამოძმეებისთვის შური ეძია და ჯარის შეკრება დაიწყო, მან მოკავშირეობა შესთავაზა ბელეგოსტს, მაგრამ უარი მიიღო.
არდის ომები და ბრძოლები როდესაც ბერენი და ლუთიენი მეორედ გარდაიცვალნენ, ოსირიანდის მმართველმა მათ შვილს და დორიათის მეფეს, დიორს, მიართვა ნაუგლამირი შიგ ჩასმული სილმარილით და როდესაც დიორმა ის გაიკეთა, იგი ერუ ილუვატარის შვილებს შორის უმშვენიერესად გამოჩნდა. ამის შესახებ ამბები მთელ ბელერიანდში სწრაფად გავრცელდა და მან ფეანორის შვილების ყურამდეც მიაღწია, რომლებიც სილმარილის დაკარგვას მანამ ეგუებოდნენ, სანამ მას ლუთიენი ატარებდა, მაგრამ, ამჯერად მათ აღარაფერი აკავებდათ და დიორს სილმარილის გადაცემა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს და კელეგორმის მოთხოვნით ისინი დორიათს თავს დაესხნენ.
არდის ომები და ბრძოლები ბრძოლა იმდენად სასტიკი იყო, რომ ძმების არმიიდან მეომრები ან ნავსადგურების მოსახლეობის მხარეზე გადადიოდნენ, ან ბრძოლაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ. მალე დამცველების დასახმარებლად კირდანისა და გილ-გალადის გამოგზავნილი გემებიც მოვიდნენ, მაგრამ, დაიგვიანეს — მაედროსმა და მაგლორმა გაიმარჯვეს, მათ ელრონდი და ელროსი შეიპყრეს. თუმცა, მათ ვერ შეიპყრეს ელვინგი — მან ნაუგლამირი გაიკეთა და ზღვაში გადახტა. ულმომ ის თეთრ ფრინველად აქცია. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ფრინველად გადაქცეულმა ელვინგმა ვინგილოტემდე მიღწევა შეძლო, ელრონდსა და ელროსს კი მაგლორი უვლიდა, რომელსაც ისინი შეეცოდა და შეიყვარა.